დღემდე ადამიანების უმრავლესობას ჰგონია, რომ ტიტების სამშობლო ჰოლანდიაა, თუმცა სინამდვილეში ამ ყვავილის ისტორია სათავეს აზიური ველებიდან იღებს. პირველად მცენარის ამ სახეობის მოყვანა კომერციული მოგების მიზნით სწორედ ოსმანეთის იმპერიაში დაიწყეს. თანამედროვე მსოფლიოში ტიტები მართლაც ნიდერლანდების შუაგულთან ასოცირდება, მაგრამ თურქეთში ამ მცენარის ისტორიის პატივსაცემად ყველაზე შესანიშნავი ფესტივალი იმართება ყოველ წელს.

2006 წლიდან მოყოლებული, ყოველ აპრილს სტამბოლის მერია მილიონობით ტიტას რგავს ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე პარკებში, გზაჯვარედინების ცენტრში მდებარე წრეებზე და ყველა იმ მინდორზე, რომელიც უბრალოდ ცარიელია ამ პროცესის დროს. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში 30 მილიონზე მეტი ტიტის დარგვის შედეგად თურქული გაზაფხული თვალისმომჭრელ პერიოდად იქცა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ადამიანისათვის.

სტამბულის ფესტივალი

ტიტები აყვავებას მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში იწყებენ ამინდის მიხედვით. ისინი რამდენიმე კვირის განმავლობაში ყვავიან და მართლაც ულამაზეს სანახაობას ქმნიან მთელი თვის განმავლობაში. ფესტივალის ოფიციალური პერიოდი პირველი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლითაა დადგენილი, თუმცა ყვავილების გაფურჩქვნის პროცესი შესაძლოა მარტის შუა რიცხვებამდეც კი გაგრძელდეს და ამიტომ მაისშიც შეინარჩუნოს გარემომ მომხიბვლელი იერი.

აპრილში მაისსა და ივნისთან შედარებით უფრო ხშირად წვიმს, თუმცა მთელი გაზაფხულის განმავლობაში სტამბოლის ტემპერატურა იდეალურია ტურისტული ვიზიტისათვის. ტიტა სტამბოლის ტრადიციუ სიმბოლოდაა ქცეული. ის აქ ირანიდან შემოიტანეს საუკუნეების წინ და მას შემდეგ აქტიურად ხდება მისი მოშენება და გამრავლება. აქ ტიტების სიყვარული ტიტების მანიად იქცა. როგორც ისტორიის ფურცლები იუწყება, ოსმალეთის იმპერიაში ტიტების ყველაზე ცნობილი პერიოდის დროს, იშვიათი სახეობის ტიტა ძალიან ძვირადაც კი იყიდებოდა.

ყვავილები

სტამბოლის ტიტების ფესტივალი მხოლოდ ამ ყვავილის წარმოჩენით არ შემოიფარგლება და აქ სხვა ულამაზეს ჯიშებსაც გადააწყდებით. ისინი მრავალფეროვან ფორმებსა და ფერემში ირგვება ქალაქის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ბევრი ყვავილოვანი ხედის ხილვა ქალაქის ძველ ნაწილშია შესაძლებელი. როდესაც თურქეთში მოგზაურობას გადაწყვეტთ, სწორედ ამიტომ უნდა ესტუმროთ ცნობილ პარკებსა და ყვავილების გასაშენებლად გამოყოფილ სპეციალურ მინდვრებს.

თბილისი სტამბულის სავიაბილეთები

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
30 September 20261 November 2026DirectPegasus Airlinesავიაბილეთები 360 -დან
28 October 20261 November 2026DirectPegasus Airlinesავიაბილეთები 242 -დან
4 November 20265 November 2026DirectPegasus Airlinesავიაბილეთები 241 -დან
5 December 20265 December 2026DirectPegasus Airlinesავიაბილეთები 313 -დან
18 January 202721 January 2027DirectPegasus Airlinesავიაბილეთები 420 -დან
1 February 20277 February 2027DirectPegasus Airlinesავიაბილეთები 422 -დან
23 March 202727 March 2027DirectTurkish Airlinesავიაბილეთები 425 -დან
13 April 202723 April 2027DirectTurkish Airlinesავიაბილეთები 421 -დან
1 May 20277 May 2027DirectTurkish Airlinesავიაბილეთები 569 -დან
1 June 20277 June 2027DirectTurkish Airlinesავიაბილეთები 638 -დან
23 July 202730 July 2027DirectTurkish Airlinesავიაბილეთები 616 -დან
24 August 202726 August 2027DirectTurkish Airlinesავიაბილეთები 622 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიგაიცანით ფრანკპურტის მფრინავი ტაქსი
შემდეგი სტატიაავიაბილეთები რუსეთის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted