ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ქართულ ავიაკომპანიებს შეეძლებათ დამატებით განახორციელონ პირდაპირი რეგულარული რეისები ყაზახეთის 12 ქალაქში. შესაბამისი შეთანხმება ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებებს შორის მალაიზიაში გაფორმდა, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, მემორანდუმი მოიცავს ისეთი მსხვილი ქალაქების მიმართულებებს, როგორიცაა შიმკენტი, აქტობე, ყარაღანდა, კოსტანაი, თარაზი, სემეი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, საქართველოდან მხოლოდ ასტანას, ალმაათის და აქტაუს მიმართულებით სრულდებოდა რეგულარული ფრენები.

 

საქართველოსა და ყაზახეთს შორის ტურისტული ავიამიმოსვლა ბოლო წლებში აქტიურად ვითარდება და მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. რეგულარული რეისები ორი ქვეყნის ტურისტებს გამარტივებულ გადაადგილებას სთავაზობს. ფრენებს ასრულებენ როგორც ქართული, ისე ყაზახური ავიაკომპანიები, მაგალითად: Georgian Airways, Air Astana, SCAT Airlines და FlyAristan.

ტურისტული ნაკადი განსაკუთრებით გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონებზე იზრდება, რაც გამოწვეულია ქართული ზღვისპირა კურორტების და ყაზახეთის სათხილამურო კურორტების პოპულარობით. საქართველოსა და ყაზახეთს შორის უვიზო მიმოსვლა ხელს უწყობს ტურისტული ნაკადის გაზრდას.

შეიძინე იაფი ავიაბილეთები ყაზახეთის მიმართულებით მარტივად. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air კვიპროსის და საბერძნეთის მიმართულებით ფრენებზე ფასდაკლებას აცხადებს
შემდეგი სტატიაEdelweiss Air ახალი ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments