გერმანიის ერთ-ერთი გამორჩეული მხარის, ქვედა საქსონიის დედაქალაქი ჰანოვერი ტურისტული კუთხით საკმაოდ მრავალფეროვანი ქალაქია და ნებისმიერ მნახველს თავისი საინტერესო ისტორიითა და კულტურით მოხიბლულს დატოვებს.

ჰანოვერი საკმაოდ მნიშვნელოვანი ინდუსტრიული და სავაჭრო-საფინანსო ცენტრია. აქ ყოველწლიურად იმართება საერთაშორისო სამრეწველო ბაზრობები. განვითარებულია სატრანსპორტო, მანქანათმშენებლობის, კვების და სხვა მნიშვნელოვანი საწარმოები.

რაც შეეხება კულტურულ დანიშნულებას, ჰანოვერი თავის ქვეყანაში ამ მხრივ ნამდვილად გამოირჩევა.

ავიაბილეთები ჰანოვერის მიმართულებით საშუალებას მოგცემთ აღმოჩნდეთ მუსიკითა და ხელოვნებით მდიდარ ქალაქში, მოინახულოთ როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე მუზეუმები.

შეგიძლიათ დაესწროთ სხვადასხვა მუსიკალურ საღამოებსა და ფესტივალებს, მათ შორის, ყველაზე ცნობილ “Oktoberfest”-ს , რომელიც წლის განსაკუთრებულია მოვლენაა ამ ქალაქში.

თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო სასიამოვნოს და საინტერესოს გახდის სხადასხვა პარკები, ბაღები, ლუდის მოედნები. ასევე, ჰანოვერის ისტორიული უბნები, სადაც შეხვდებით მე-14 საუკუნის ფერწერულ კათადრებს, მონუმენტებსა და კულტურულ ძეგლებს.

ავიაბილეთები ჰანოვერის მიმართულებით საქართველოს სამივე აეროპორტიდან შეგიძლიათ შეიძნოთ.

თუმცა, ყველაზე ხელსაყრელი და ბიუჯეტური გზა კოპიტნარის აეროპორტიაპირდაპირი ფრენა ჰანოვერის მიმართულებით არ სრულდება, მაგრამ, რადგანაც ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისი საკმაოდ ბევრ მიმართულებაზე ასრულებს ფრენებს, რომელიმე ევროპის ქალაქში გადაჯდომით უკვე საკმაოდ მარტივია ნებისმიერ ქვეყანაში მოხვედრა.

თქვენ შეგიძლიათ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯერ ბუდაპეშტში ან ვენაში გაემგზავროთ, შემდეგ კი ამ ქალაქებიდან პირდაპირი რეისით მოხვდებით ჰანოვერში. ორი გზის ავიაბილეთს 500-დან 600 ლარის ფარგლებში შეიძენთ და დაუვიწყარ მოგზაურობას მოიწყობთ.

ქუთაისი ჰანოვერი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
4 თებერვალი 202611 თებერვალი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 665 -დან
22 მარტი 20261 აპრილი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 838 -დან

რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი არჩევანი გაქვთ.

შედარებით დაბალფასიან ავიაბილეთებს ორი ავიაკომპანია, პეგასუს საქართველო და LOT-ის ავიახაზები გვთავაზობენ. პეგასუსი, სტამბოლში, გოქჩენის აეროპორტში გადაჯდომით, ხოლო პოლონური ავიახაზები LOT-ი, ვარშავაში გადაჯდომით ასრულებს ფრენებს და ორი გზის ავიაბილეთი ჰანოვერამდე 650-დან 750 ლარის ფარგლებში მერყეობს

იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის პრიორიტეტული არა დაბალბიუჯეტური, არამედ კომფორტული მგზავრობაა, საუკეთესო სერვისს და მგზავრობას Turkish Airlines-ი და Lufthansa Georgia შეოგთავაზებთ, ორი გზის ავიაბილეთებს კი 700 -დან 900 ლარამდე ღირს.

თბილისი ჰანოვერი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
21 თებერვალი 20262 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 518 -დან
16 მარტი 202629 მარტი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 647 -დან
6 აპრილი 202624 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 023 -დან
19 მაისი 202622 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 843 -დან
6 ივნისი 202620 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 715 -დან
1 ივლისი 202612 ივლისი 20261 ᲒაჩერებაSunExpressავიაბილეთები 1 134 -დან
7 აგვისტო 202618 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 1 003 -დან
19 ოქტომბერი 202624 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 123 -დან

Turkish Airlines-ი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც გვთავაზობს რეისებს და ავიაბილეთები ჰანოვერის მიმართულებით შეგიძლიათ ბათუმიდან 900-100 ლარის ფარგელბში შეიძინოთ.

ზემოთ ჩამოთვლილ და კიდევ სხვა მრავალ ვარიანტს თქვენ AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან აპლიკაციაში ნახავთ და შეძლებთ, რომ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი მარტივად და კომფორტულად შეარჩიოთ.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიყველაზე ხანმოკლე და ხანგრძლივი რეისები დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებს შორის
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ალიკანტეს მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments