არის თუ არა იმის შანსი, რომ მწვანე ბარათი ჩამომერთვას?
აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ თუ განსაზღვრულ წესებსა და პირობებს არ დაემორჩილებით, შესაძლოა რომ მწვანე ბარათი დაკარგოთ. თუ ყოველი წელს მინიმუმ 6 თვეს აშშ-ში არ გაატარებთ, თქვენი სტატუსი გაუქმდება. ასევე, თუ საცხოვრებელს შეიცვლით და ამის შესახებ საემიგრაციო სამსახურს არ აცნობებთ, საიმიგრაციო ვიზის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებით. ხოლო მიზეზი, რომელიც ავტომატურად ვიზის გაუქმებას ნიშნავს, არის ნებისმიერი კრიმინალური დანაშაულის ჩადენა.
უზრუნველყოფს თუ არა აშშ-ის მთავრობა ფულით და სამსახურით მწვანე ბარათის მფლობელებს?
ეს ერთი-ერთი მნიშვნელოვა ინფორმაცია, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ჩასვლის შემდეგ აშშ-ის მთავრობა ფულით და სამსახურით უზრუნველყოფას არ ახდენს. პირიქით, გასაუბრებზე უნდა დაარწმუნოთ ოფიცერი, რომ აშშ-ში ახალ ცხოვრებას თქვენი შესაძლებლობებით დაიწყებთ, წინასწარ გექნებათ სამსახური ნაშოვნი ან გეყოლებათ სპონსორი, რომელიც თქვენი იქ ყოფნის პირველ თვეებს უზრუნველყოფს.
შემიშლის თუ არა ხელს გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ტურისტული ვიზის მიღებაში?
რაც შეეხება არსებულ ინფორმაციას, რომ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ხელს უშლის შემდგომში ტურისტული ვიზის მიღებას, რთულია ცალსახა პასუხის გაცემა. თითქოს, საიმიგრაციო ვიზისა და ტურისტული ვიზის მიღების სურვილი ერთმანეთთან კონტრასტში მოდის, მაგრამ არსებობს ბევრი შემთხვევა, როცა გათამაშებაში მონაწილეს ტურისტული ვიზა მიუღია, ასე რომ თუ თქვენი სურვილია რომ Green Card-ის მფლობელი გახდეთ, არ დაკარგოთ ეს შანსი და აუცილებლად მიიღეთ გათამაშებაში მონაწილეობა.