mwvane baratis shevseba
mwvane baratis shevseba

მწვანე ბარათის გათამაშება “Green Card” საქართველოში საკმაოდ პოპულარული.

ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ცდილობს გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას და Green Card-ის მოგებას. შესაბამისად, ინტერესი დიდია და ყოველ სეზონზე კიდევ უფრო იზრდება, ჩნდება უამრავი კითხვა და ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაციები.

რას არის მწვანე ბარათი “Green Card” ?

მწვანე ბარათის გათამაშება 1990 წლიდან დაიწყო და სახელმწიფო დეპარტამენტი მას წელიწადში ერთხელ ატარებს. ყოველწლიურად  55 0000 საიმიგრაციო ვიზა გაიცემა, რომლის მიზანია იმიგრანტთა მიღება იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც დაბალი ემიგრაციის მაჩვენებელი აქვს.

გათამაშებაში მონაწილების მიღება ყველა ქვეყნის მოქალაქეს არ შეუძლია. აკრძალვა ვრცელდება იმ ქვეყნებზე, რომლებიდანაც აშშ-ში იმიგრაციის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. მაგ. ბანგლადეში, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, კოლუმბია, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა.

მწვანე ბარათი

რას ნიშნავს mwvane baratis მოგება?

მწვანე ბარათის მფლობელები აშშ-ის მუდმივი რეზიდენტები ხდებიან და უფლება ეძლევათ იცხოვრონ და იმუშაონ ლეგალურად, ისარგებლონ სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღონ კრედიტი შეღავათიანი პირობებით, ჰქონდეთ აშშ-ის სოციალური დაზღვევის ნომერი. მწვანე ბარათის მიღება არ ნიშნავს მოქალაქეობის მიღებას. ეს ბევრად რთული და ხანგრძლივი პროცესია.

როგორ ხდება mwvane baratis გათამაშებაში მონაწილეობის მიღება?

გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეთ მინიმალურ მოთხოვნებს: უნდა გქონდეთ დამთავრებული საშუალო სკოლა ან უკანასკნელი 5 წლიდან 2  წელი  მუშაობდეთ ისეთი პროფეესით, რომელსაც სჭირდება მინიმუმ 2 წლიანი სწავლების გავლა ან სამუშაო გამოცდილება .

მწვანე ბარათის გათამაშებაში რეგისტრაციისთვის მარტივი პროცედურის გავლა მოგიწევთ, მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად მიჰყვეთ ინსტრუქციას. მწვანე ბარათის შევსება, სრულიად უფასოდ შეგიძლიათ ოფიციალურ ვებსაითზე: https://www.dvlottery.state.gov.

რა მონაცემებია საჭირო Green Card აპლიკაციის შევსებისას?

მწვანე ბარათის შევსებისას უნდა მიუთითოთ თქვენი პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი და ტელეფონის ნომერი და ა.შ. თუ ქორწინებაში იმყოფებით, თქვენი მეუღლის და შვილების მონაცემებიც უნდა შეავსოთ, რადგან Green Card-ის მოგების შემთხვევაში, ავტომატურად თქვენი ოჯახის წევრებიც (მხოლოდ მეუღლე და დაუქორწინებელი შვილები 21 წლამდე) მიიღებენ მას. აპლიკაციის შევსებისას ასევე დაგჭირდებათ ფოტოსურათი, როგორც თქვენი ასევე თქვენი ოჯახის წევრების. მნიშვნელოვანია რომ ყველა თქვენს მიერ მითითებული ინფორმაცია იყოს ზუსტი.

როგორი უნდა იყოს ფოტოსურათი?

ფოტოსურათი უნდა აკმაყოფილებდეს იმავე სტანდარტებს. რასაც აშშ-ის სავიზო ფოტო, თუ თქვენს მიერ წარდგენილი ფოტოსურათები არ აკმაყოფილებს მოთხოვნას განაცხადი იქნება გაუქმებული.

მოთხოვნები, რომელსაც ფოტოსურათი უნდა აკმაყოფილებდეს:

  • გადაღებული უნდა იყოს ბოლო 6 თვის განმავლობაში, რომ ასახავდეს თქვენს ახლანდელ გარეგნობას.
  • უნდა იყოს ფერადი.
  • უნდა იყოს გადაღებული თეთრ ან ღია ფერის მოთეთრო ფონზე.
  • პიროვნება რომელსაც ფოტოს უღებენ უნდა უყურებდეს კამერას.
  • უნდა გქონდეთ ნეიტრალური გამომეტყველება და გახელილი თვალები.
  • გადაიღეთ ფოტო ისეთ სამოსში, რომელსაც ჩვეულებრივ, ყოველდღიურად ატარებთ.
  • არ დაიფაროთ ქუდი ან თავსაბურავი, რომელიც ფარავს თმას.
  • არ გაიკეთოთ სათვალე.
  • JPEG (.jpg) ფორმატში.
  • ზომა არ უნდა აღემატებოდეს 240 კილობაიტს (240 kB).
  • უნდა იყოს კვადრატული ზომის (სიმაღლე სიგანის ტოლი).
  • 600×600 პიქსელი.

რა ხდება ფორმის მწვანე ბარათის შევსების შემდეგ?

მწვანე ბარათის შევსების შემდეგ “Submit” ღილაკზე დაჭერით აგზავნით განაცხადს, რის შემდეგაც მოგენიჭებათ დადასტურების კოდი (confirmation number), რომელიც აუცილებლად უნდა შეინახოთ, ამ კოდით შეძლებთ სტატუსის გადამოწმებას.

როგორ გავიგებ გავიმარჯვე თუ არა?

გახდით თუ არა mwvane baratis მფლობელი, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ვებსაიტზე  ​dvlottery.state.gov – ​Entrant Status Check – ის განყოფილებაში. სტატუსის შემოწმება შესაძლებელი იქნება მომდევნო წლის მაისის თვეში.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კანდიდატურა შეირჩევა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოგაწვდით შემდგომ დამატებით ინსტრუქციას თქვენი სავიზო განაცხადის მიღების შესახებ და შეგატყობინებთ საიმიგრაციო ვიზის გასაუბრებისათვის დანიშნულ თარიღსა და დროს. გასაუბრებისთვის აუცილებლად უნდა მოაგროვოთ საჭირო დოკუმენტები, რაც ოფიცერთან უნდა წარადგინოთ. თუ გასაუბრება წარმატებით დასრულდება, 60 დღის ვადაში მიიღებთ ე.წ სავიზო პაკეტს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახსნათ. მისი გახსნის უფლება აქვს მხოლოდ აშშ-ის მესაზღვრეს ტერიტორიაზე პირველად შესვლისას. გაითვალისწინეთ, რომ აშშ-ში პირველი გამგზავრება პაკეტის მიღებიდან 6 თვის ვადაში უნდა მოხდეს.

არის თუ არა იმის შანსი, რომ მწვანე ბარათი ჩამომერთვას?

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაშემოდგომო და საზამთრო ფასდაკლებები ავიაბილეთებზე
შემდეგი სტატიაარის თუ არა იმის შანსი, რომ მწვანე ბარათი ჩამომერთვას?
5 3 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
აშშ-ის მწვანე ბარათის გათამაშებამდე ცოტა დრო რჩება
1 month ago

[…] მწვანე ბარათის გათამაშება რამდენიმე დღეში დაიწყება. მწვანე […]