ქართულმა ავიაკომპანია Geosky -მ, რომლის სამგზავრო მიმართულება Georgian Wings -ია, IOSA -ს წარმატებით დასრულების სერთიფიკატი მოიპოვა.

ავიაკომპანიამ IATA -ს მიერ აღიარებულ აუდიტორთა გუნდს უმასპინძლა, შემოწმდა ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა მიმართულება და ორგანიზაციაში არსებული ყველა დეპარტამენტი.

Geosky -მ წარმატებით გაიარა IATA -ს საექსპლუატაციო უსაფრთხოების აუდიტი, რაც ორგანიზაციაში დანერგილი მაღალი სტანდარტებისა და ავიაკომპანიის გუნდის დაუღალავი შრომის ნაყოფია.

ავიაკომპანიისათვის ფრენების უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია. IOSA-ს სტანდარტებთან და სარეკომენდაციო პრაქტიკებთან შესაბამისობა კი ამის გარანტია.

Georgian Wings ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ბოდრუმი24 ივლისი 202431 ივლისი 2024Georgian Wingsავიაბილეთები 1 264 -დან
პრაღა12 ოქტომბერი 202415 ოქტომბერი 2024Georgian Wingsავიაბილეთები 1 166 -დან
შარმ-ელ-შეიხი25 აგვისტო 20241 სექტემბერი 2024Georgian Wingsავიაბილეთები 1 839 -დან

 

საავიაციო სექტორში, IOSA სტანდარტებთან შესაბამისობა და სერტიფიცირება ხაზს უსვამს ავიაკომპანიაში დანერგილ მაღალ სტანდარტებს, ასევე ხელს უწყობს საექსპლუატაციო და ფრენების არეალის გაზრდას, აღრმავებს ავიაკომპანიისდამი ნდობასა და ცნობადობის საერთაშორისო ბაზარზე.

ჯეოსქაი დაუღალავად განაგრძობს განვითარებას და აღნიშნული ხარისხის შენარჩუნებასა, რაც მომავალში, გაცილებით დიდი წარმატების მომტანი გახდება.

IOSA -ს პროგრამის წარმატებით გავლა, IATA-ს წევრობისაკენ ხსინის გზას. ეს კი, თავის მხრივ, კიდევ ერთი წარმატება იქნება როგორც ავიაკომპანიის, ისე სრულიად საქართველოს ავიაციისთვის.

ავიაკომპანიის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის GeoSky -ს გუნდს და აფასებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ თანადგომას და შეტანილ წვლილს ამ წარმატებაში.

დაჯავშნე ფრენები საუკეთესო ფასად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიLufthansa -მ ავიაბილეთების ფასები გააძვირა
შემდეგი სტატიარა სიხშირითაა საქართველოსა და კორეას შორის ფრენები?
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments