ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings -ი, პირდაპირ რეგულარულ ავიამიმოსვლას თბილისი პრაღა პრაღა თბილისი -ს საჰაერო ხაზზე იწყებს.

ჯეორჯიან ვინგსი ფრენებს თბილისის აეროპორტი -დან პრაღის მიმართულებით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს შემოგვთავაზებს. ოპერირებას კი ბოინგ 737 ტიპისი, 148 მგზავრზე გათვლილი საჰაერო ხომალდით განახორციელებს.

 

,,დაინიშნა პირდაპირი ფრენები ორ ისტორიულ დედაქალაქს შორის, Georgian Wings-ი თბილისი პრაღა -ს მიმართულებით პირდაპირ ავიამიმოსვლას, კვირაში 2 სიხშირით, 2024 წლის 7 მაისიდან, რეგულარულად შეასრულებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია ჩეხეთის რესპუბლიკისა და საქართველოსთვის, როგორც საქმიანი ურთიერთობების გაღრმავების, ისე ტურისტული ნაკადების გაზრდის კუთხით. ახალი მარშრუტი არა მხოლოდ აფართოებს საქმიანი თანამშრომლობის შესაძლებლობებს ორივე მხარისთვის, არამედ ხსნის შესაძლებლობების ფართო არეალს, აღმოაჩინონ ორივე ქვეყნის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, გაეცნონ და შეისწავლონ საუცხოო არქიტექტურისა და კულტურის მქონე დედაქალაქები.

ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით მხარდაჭერისათვის ჩვენს ყველა პარტნიორს და დაინტერესებულ მხარეს და მოუთმენლად ველით მგზავრებს პრაღა თბილისის ავიარეისზე“ – შალვა კიკნაძე, ავიაკომპანიის პრეზიდენტი.

უსაფრთხო და კომფორტულ ფრენას ჯერჯიან ვინგსის საჰაერო ხომალდზე მაღალკვალიფიციური ეკიპაჟი უზრუნველყოფს. მგზავრების მშვიდ და სასიამოვნო ფრენას კი ქართული კულტურისათვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობით, პროფესიონალიზმით და მაღალი სერვისით გამორჩეული ქართველი ბორტგამცილებლები უზრუნველყოფენ.

შეიძინეთ ავიაბილეთები Georgian Wings -ის ფრენებზე საკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიქვიზი: გამოიცანი აეროპორტები ფოტოების მიხედვით
შემდეგი სტატიაშიდა ფრენებზე ტენდერი, ჯამში 12 მიმართულებით გამოცხადდა
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments