საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში მგზავრთა გადაყვანისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ავიარეისების ორგანიზებასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ელექტრონული ტენდერი შიდა ფრენებზე, ორ ნაწილად, ჯამში 12 მიმართულებაზე გამოცხადდა. მათ შორის, ფრენები ახალი მიმართულებებითაც შესრულდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, თბილისის , ქუთაისის , ბათუმის , თელავის, ამბროლაურისა და მესტიის მიმართულებით, ერთმანეთს დაუკავშირდება საქართველოში არსებული ყველა აეროპორტი.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გამოაცხადა ახალი ტენდერი შიდა ფრენებთან დაკავშირებით, რომელიც სუბსიდირებულია საქართველოს მთავრობის მიერ. ტენდერი მიზნად ისახავს ჩვენს მფლობელობაში არსებული ყველა აეროპორტის ერთმანეთთან დაკავშირებას.

მას შემდეგ, რაც თელავის აეროპორტს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ისიც ჩართული იქნება შიდა ფრენების მიმართულებით და თელავის აეროპორტს ყველა დანარჩენ აეროპორტთან დავაკავშირებთ. პროექტი მიზანიად ისახავს კიდევ უფრო გაიზარდოს ქვეყნის შიგნით მობილობა და ხელი შეუწყოს ტურიზმის განვითარებას. ამასთან, კიდევ უფრო საინტერესო გახდეს მოგზაურებისთვის საქართველოში ვიზიტი”, – აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი – ირაკლი ქარქაშაძე.

თვითმფრინავის ბორტზე, მგზავრთა რაოდენობა მიმართულებების მიხედვით შემდეგნაირია:

  • თელავი ბათუმი ბათუმი თელავი ს მიმართულებაზე – არანაკლებ 40 ადგილიანი საჰაერო ხომალდი;
  • თბილისი ამბროლაური ამბროლაური თბილისი ს მიმართულებაზე – არანაკლებ 40 ადგილიანი;
  • თბილისი ქუთაისი ქუთაისი თბილისი ს მიმართულებაზე – არანაკლებ, 40 ადგილიანი;
  • თელავი ქუთაისი ქუთაისი თელავი ს მიმართულებაზე – არანაკლებ, 40 ადგილიანი;
  • თელავი ამბროლაური ამბროლაური თელავი მიმართულებაზე – არანაკლებ, 40 ადგილიანი;
  • თელავი თბილისი თბილისი თელავი ს მიმართულებაზე – არანაკლებ, 40 ადგილიანი;
  • მესტია ბათუმი ბათუმი მესტია ს მიმართულებაზე – 15 ადგილიანი;
  • მესტია ქუთაისი ქუთაისი მესტია ს მიმართულებაზე – 15 ადგილიანი;
  • მესტია თბილისი თბილისი მესტია ს მიმართულებაზე – 15 ადგილიანი;
  • მესტია ამბროლაური ამბროლაური მესტია ს მიმართულებაზე – 15 ადგილიანი;
  • მესტია თელავი თელავი მესტია ს მიმართულებაზე – 15 ადგილიანი.

შესყიდვის ვადა 1 წლიანია. ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, შესასყიდი ადგილების რაოდენობა, რეისზე ორივე მიმართულებით, საორიენტაციოდ ჯამში 47,760 ადგილი უნდა იყოს.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებით საკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიGeorgian Wings პრაღის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს
შემდეგი სტატიაWizz Air -მა დორტმუნდის მიმართულებით სპეცრეისები დანიშნა
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments