ავიაკომპანია Georgian Wings -ი თბილისი კიშინიოვი , კიშინიოვი თბილისი -ს მიმართულებით 2024 წლის 20 თებერვალს პირველ სამგზავრო რეგულარულ რეისს შეასრულებს.

ფრენები განხორციელდება კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს. მგზავრებს, თბილისი კიშინოვის საჰაერო ხაზზე Boeing 737-300 -ის ტიპის საჰაერო ხომალდი მოემსახურება, რომელიც 148 მგზავრზეა გათვლილი და სულ ახლახანს შეემატა ავიაკომპანიის ფლოტს.

 

ჯეორჯიან ვინგსი დღეისათვის ფრენებს ახორციელებს როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო რეისებზე, როგორიცაა თბილისი ბათუმი და თბილისი ბაქო -ს მიმართულებით.

2024 წლის თებერვლის თვიდან კი ავიაკომპანია, მოლდოვის გარდა, რეგულარული ფრენების შესრულებას ასევე გეგმავს ყაზახეთის და უზბეკეთის მიმართულებითაც. კომფორტული და მარტივი მოგზაურობისთვის, უახლოეს პერიოდში, ავიაკომპანია მგზავრებს ტრანზიტულ ავიაბილეთებს შესთავაზებს.

შეიძინეთ ავიაბილეთები გარანტირებულად დაბალ ფასად Avia.ge-ზე. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც. 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air -ი 19.99 ევროიან ავიაბილეთების აქციას კვლავ აცხადებს
შემდეგი სტატიამორიგი ფასდაკლება ავიაკომპანია Wizz Air -სგან
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments