6 სექტემბერს, ქართულმა ავიაკომპანია Georgian Wings -მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი –დან ბაქოს საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირველი, საერთაშორისო რეგულარული ფრენა განახორციელა.
ჯეორჯიან ვინგსი -ს საჰაერო ხომალდი, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში წარმატებით დაეშვა. აეროპორტი ქართულ საჰაერო ხომალდს საზეიმო ვითარებაში, ტრადიციულად წყლის თაღით დახვდა.
Georgian Wings ფრენებს თბილისი ბაქო , ბაქო თბილისი ს მიმართულებით, რეგულარულად კვირაში 3-ჯერ, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირა დღეს შეასრულებს. ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ.გვერდზე, ასევე ავია სალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში.
როგორც მოგეხსენებათ ავიაკომპანია Geosky -მ ოპერირება თავდაპირველად მხოლოდ სატვირთო გადაზიდვებით დაიწყო, შემდგომ კი გააფართოვეს საკუთარი ბიზნესი და დააანონსეს ქვეყნის შიდა ფრენები თბილისი ბათუმი -ს მიმართულებით, მალევე კი საერთაშორისო რეგულარული ფრენები ბაქოს მიმართულებით.