ჯორჯიან ეარვეის -ი 1993 წლის სექტემბერში დაარსდა და თავდაპირველად ჩარტერულ რეისებს ანხორციელებდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, იტალიაში, ჩინეთში, სირიაში და ინდოეთშიც. ასევე აწარმოებდნენ რეგულარულ ფრენებს ვენაშიც.

სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში აღნიშნულმა კომპანიამ წარმატებით მოიკიდა ფეხი საერთაშორისო ბაზარზე და 1999 წელს საქართველოს წამყვანი ავიაკომპანიაც გახდა.

თუმცა, განვითარებისკენ მიმავალ გზაზე ცნობილი ქართული ავიახაზების წარმომადგენლებმა ისეთი რადიკალური ნაბიჯების გადადგმაზეც არ თქვეს უარი, როგორიცაა მთლიანი კორპორაციის სახელის შეცვლა. შესაბამისად, 2004 წლიდან აირზენას ოფიციალურად ეწოდა საქართველოს ავიახაზები.

Georgian Airways -ი 21–ე საუკუნის დასაწყისიდან აქტიურად ანხორციელებდა საკუთარი საჰაერო ფლოტის მოდერნიზების პროცესს და ამ გეგმის მიხედვით 2000 წელს ჩამოიყვანა ორი BOEING737-500 გერმანიიდან და მას შემდეგ აქტიურად აგრძელებს ამ მხრივ განვითარებას. 

დღესდღეისობით საქართველოს ავიახაზები სრულიად კერძო კომპანიას წარმოადგენს და მთავარ ფოკუსად უსაფრთხოება აქვს არჩეული. მისი თვითმფრინავები აწარმოებენ სტაბილურ სამგზავრო და სატვირთო ფრენებს. ჯორჯიან ეარვეის –ის მთავარი შტაბბინა თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია განთავსებული. მისი ახლანდელი საჰაერო ფლოტი Boeing 737, Embraer 190 და CRJ 200 ტიპის თანამედროვე თვითმფრინავებისგან შედგება და კომფორტულ ფრენებს სთავაზობს კლიენტებს.

ცნობილი ქართული ავიახაზები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ ფრენებს ისეთი ცნობილი ქალაქების მიმართულებით ანხორციელებს, როგორიცაა მაგალითად ერევანი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ერევანის საერთაშორისო აეროპორტში ჯორჯიან ეარვეისის პირდაპირი რეისით 30 წუთში ჩაფრინდებით. აღნიშნულ რეისზე მოსახვედრად 400–დან 500 ლარამდე საფასურის გადახდა იქნება საჭირო.

თბილისი ერევანი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
25 იანვარი 202630 იანვარი 2026FlyOneავიაბილეთები 319 -დან
6 თებერვალი 20268 თებერვალი 2026FlyOneავიაბილეთები 287 -დან
15 მარტი 202622 მარტი 2026FlyOneავიაბილეთები 285 -დან
17 აპრილი 202619 აპრილი 2026FlyOneავიაბილეთები 444 -დან

ასევე ჯორჯიან ეარვეისი პირდაპირი რეისით შეგიძლიათ ესტუმროთ პრაღის საერთაშორისო აეროპორტსაც. ამ ქალაქში ჩასაფრენად საქართველოს ავიახაზების თვითმფრინავს საშუალოდ 3 საათი და 40 წუთი დასჭირდება. ამ რეისზე მოსახვედრად 600–დან 800 ლარამდე საფასურის გადახდა დაგჭირდებათ.

ჯორჯიან ეარვეის -ის ყველაზე უფრო იაფი ავიაბილეთების შეძენა და საუკეთესო მოგზაურობის დაგეგმვა avia.ge-ის მოხერხებული საძიებო სისტემის სასუალებით შეგიძლიათ. თანამედროვე ინტერფეისის მქონე ვებგვერდითა და მობილური აპლიკაციით თქვენ ორ წამში შეძლებთ იპოვოთ ყველაზე უფრო იაფი ავიაბილეთები.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ოდესის მიმართულებით
შემდეგი სტატიაGeorgian Airways-სი ფრენებს წყვეტს
5 4 votes
შეაფასე სტატია
8 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
Guest
ნატო
5 years ago

მინდა თბილის -ამსტერდამის რესზე 30. 12 20020 07.00 ზე შევიძინო დამატებითი ჩემოდანი. მჭირდება თქვენი დახმარება

აღმოაჩინე ევროპა - Georgian Airways -ის პირდაპირი ფრენები 9 მიმართულებით
5 months ago

[…] Georgian Airways -ით თქვენ შეძლებთ მარტივად დაგეგმოთ თქვენი დასვენება და ეწვიოთ ისეთ რომანტიკულ, კულტურულ და ისტორიულ ქალაქებს, როგორებიცაა: […]

Georgian Airways, Air France და KLM: როგორ მუშაობს პარტნიორობა და რას ნიშნავს ეს მგზავრისთვის?
3 months ago

[…] თბილისი ამსტერდამი ასრულებს “Georgian Airways” (კოდი A9). მაგრამ, შეთანხმების გამო, […]

ნოემბრისა და დეკემბრის ფრენების განახლებული განრიგი
2 months ago

[…] Georgian Airways […]

7 დეკემბერი – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე
1 month ago

[…] ეროვნულმა ავიაკომპანიამ – Georgian Airways-მა. ავიაკომპანიამ სამოქალაქო […]

თბილისი-მოსკოვი საჰაერო ხაზზე Georgian Airways-იც იფრენს
1 month ago

[…] Georgian Airways -ი თბილისი -დან მოსკოვის მიმართულებით რეისებს 20 მაისიდან იწყებს. ავიაკომპანიამ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან შესაბამისი ნებართვა უკვე მიიღო. […]