საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებიც ადასტურებს. 2025 წლის იანვრიდან აგვისტომდე ქვეყნის აეროპორტებმა ჯამში 5.5 მილიონზე მეტი მგზავრი მიიღეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-იანი, ხოლო 2023 წელთან შედარებით 44%-იანი ზრდაა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

თბილისის აეროპორტი მგზავრთა ზრდის საგრძნობი ტემპით გამოირჩევა. 2025 წლის პირველ რვა თვეში მას 3,539,596 მგზავრი მოემსახურა. ეს 12%-ით მეტია, ვიდრე 2024 წელს, ხოლო 33%-ით მეტია პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით. 2023 წლის მონაცემებთან შედარებით კი ზრდა 48%-ს აღწევს.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი15 მაისი 202622 მაისი 2026Red Wingsავიაბილეთები 480 -დან
ალმაატა26 აგვისტო 20261 სექტემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 124 -დან
ამსტერდამი1 ოქტომბერი 20268 ოქტომბერი 2026Transaviaავიაბილეთები 609 -დან
ანკარა1 აგვისტო 20266 აგვისტო 2026Ajetავიაბილეთები 505 -დან
ათენი31 მაისი 20263 ივნისი 2026Sky Express Greeceავიაბილეთები 463 -დან
აბუ დაბი12 აგვისტო 202617 აგვისტო 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 784 -დან

 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

ბათუმის აეროპორტი -ში მგზავრთნაკადი განსაკუთრებით გააქტიურდა. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში აეროპორტმა 840,893 მგზავრი მიიღო. ეს მაჩვენებელი 2024 წელთან შედარებით 32%-ით, 2023 წელთან კი 90%-ით გაზრდილია. პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით ზრდა 89%-ს შეადგენს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისის აეროპორტმაც შთამბეჭდავი ზრდა აჩვენა. 2025 წლის რვა თვეში მისი მგზავრთნაკადი 2019 წლის მონაცემებს 130%-ით აღემატება. 2024 წელთან შედარებით მგზავრების რაოდენობა 11%-ით, ხოლო 2023 წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა1 ოქტომბერი 20268 ოქტომბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 640 -დან
ათენი30 აპრილი 20277 მაისი 2027Wizz Airავიაბილეთები 197 -დან
ბარსელონა21 მარტი 202728 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 402 -დან
ბერლინი24 მაისი 202627 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 448 -დან
ბრიუსელი7 ივნისი 202614 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 501 -დან
ბრატისლავა13 დეკემბერი 202617 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 228 -დან

 

ამ მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები სტაბილურად აგრძელებენ ზრდას და პანდემიამდელ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად უსწრებენ.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიLufthansa -მ გერმანიის რამდენიმე ქალაქში შეიძლება ფრენები შეწყვიტოს
შემდეგი სტატიაWizz Air-მა ქუთაისი ვენეციის ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments