საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებიც ადასტურებს. 2025 წლის იანვრიდან აგვისტომდე ქვეყნის აეროპორტებმა ჯამში 5.5 მილიონზე მეტი მგზავრი მიიღეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-იანი, ხოლო 2023 წელთან შედარებით 44%-იანი ზრდაა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

თბილისის აეროპორტი მგზავრთა ზრდის საგრძნობი ტემპით გამოირჩევა. 2025 წლის პირველ რვა თვეში მას 3,539,596 მგზავრი მოემსახურა. ეს 12%-ით მეტია, ვიდრე 2024 წელს, ხოლო 33%-ით მეტია პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით. 2023 წლის მონაცემებთან შედარებით კი ზრდა 48%-ს აღწევს.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი1 აპრილი 20269 აპრილი 2026Red Wingsავიაბილეთები 417 -დან
ალმაატა13 მაისი 202627 მაისი 2026Air Astanaავიაბილეთები 965 -დან
ამსტერდამი25 ივნისი 202628 ივნისი 2026Transaviaავიაბილეთები 646 -დან
ანკარა28 მარტი 202631 მარტი 2026AJetავიაბილეთები 363 -დან
ათენი12 მაისი 202623 მაისი 2026Sky Expressავიაბილეთები 440 -დან
აბუ დაბი3 ივნისი 202610 ივნისი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 896 -დან

 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

ბათუმის აეროპორტი -ში მგზავრთნაკადი განსაკუთრებით გააქტიურდა. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში აეროპორტმა 840,893 მგზავრი მიიღო. ეს მაჩვენებელი 2024 წელთან შედარებით 32%-ით, 2023 წელთან კი 90%-ით გაზრდილია. პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით ზრდა 89%-ს შეადგენს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისის აეროპორტმაც შთამბეჭდავი ზრდა აჩვენა. 2025 წლის რვა თვეში მისი მგზავრთნაკადი 2019 წლის მონაცემებს 130%-ით აღემატება. 2024 წელთან შედარებით მგზავრების რაოდენობა 11%-ით, ხოლო 2023 წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა6 აპრილი 202613 აპრილი 2026FlyArystanავიაბილეთები 580 -დან
ათენი3 აპრილი 202624 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 186 -დან
ბარსელონა25 აპრილი 202628 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 375 -დან
ბერლინი26 აპრილი 202629 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 327 -დან
ბრიუსელი21 მაისი 202624 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 324 -დან
ბრატისლავა1 მაისი 20266 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 219 -დან

 

ამ მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები სტაბილურად აგრძელებენ ზრდას და პანდემიამდელ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად უსწრებენ.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიLufthansa -მ გერმანიის რამდენიმე ქალაქში შეიძლება ფრენები შეწყვიტოს
შემდეგი სტატიაWizz Air-მა ქუთაისი ვენეციის ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments