საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი ავიაკომპანია ისევ უნგრული დაბალბიუჯეტიანი Wizz Air -ია. 2023 წლის პირველ კვარტალში, რეგულარული და ჩარტერული რეისებით, ვიზეარი საქართველოს ავიაბაზარზე 191 307 მგზავრს მოემსახურა. შესაბამისად ავიაკომპანიაზე საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში გადაყვანილი მგზავრთნაკადის 18%-ი მოდის.

იანვარ-მარტის მონაცემებით, თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines -ი, საქართველოს ავიაბაზრის 13%-იანი წილის მფლობელია, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გავლით, 129 819 მგზავრს მოემსახურა.

იანვრ-მარტის მაჩვენებლებით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია ასევე თურქული ავიაგადამზიდავი Pegasus Airlines -ი, რომელიც ბაზრის 9%-ის მფლობელია. პეგასუსი საქართველოს აეროპორტებში 93 679 მგზავრს მოემსახურა.

გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, საქართველოს ავიაბაზრის TOP-5 ავიაკომპანიას შორისა აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL -იც ლიდერობს, რომლეიც ბაზრის 6%-ის მფლობელია და ლიდერთა რეიტინგშიც მეთხე პოზიციაზე.

პროცენტული კუთხით კი მეხუთე პოზიციას 2 ავიაკომპანიაა ინაწილებს, ესენია: ბელარუსული ავიაკომპანია Belavia და არაბეთის გაერთიანებული საამიროებს ავიაკომპანია flydubai 5-5%-ით.

პირველი კვარტლის მაჩვენებლების მიხედვით ბაზრის 4-4%-ის მფლობელი არაბული ავიაკომპანია Air Arabia და ისრაელის ავიაკომპანია EL AL -ია.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვითვე ბაზრის 3-3%-იან წილს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -ი, ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines-ი, გერმანული ავიაკომპანია Lufthansa და არაბული ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi იყოფენ.

საქართველოს ავიაბაზარზე 2-2%-იანი წილით LOT Polish Airlines-ი, Qatar Airways-ი, Aircompany Armenia და Fly Arystan-ი არიან წარმოდგენილნი.

PS აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ავიაკომპანიისთვის პროცენტული მაჩვენებლის მატება  ან კლება კონკრეტულ თვეს, თუ წელს არსებულ საერთო მგზავრთნაკადზე და საანგარიშო პერიოდში კონკრეტული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზეა დამოკიდებული. მგზავრთნაკადის რაოდენობის ცვლილების ფონზე ხდება წლიდან წლამდე ამა თუ იმ კომპანიის წინა წილის კორექტირება.

თუ გსურთ ისარგებლოთ საქართველოს ავიაბაზრის ყველაზე მოთხოვნადი ავიაკომპანიის ფრენებით და გაემგზავროთ მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, ყველაზე იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად და საუკეთესო შემოთავაზების მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისააღდგომოდ შიდა ფრენებზე ავიარეისები ემატება
შემდეგი სტატიაივლისში ვილნიუსის მიმართულებით ფრენები იზღუდება
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments