7 საუკეთესო ქვეყანას შორის საქართველოც დასახელდა

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ, Independen-მა, თავის ყოველწლიურ რუბრიკაში, რომელშიც მომავალი წლის საუკეთესო ტურისტულ ადგილებს განიხილავს 7 ქვეყანას შორის საქართველოც დაასახელა.

ლორენ ტეილორი, გამოცემის მოგზაური ექსპერტი ამბობს, რომ ტურისტებისთვის საქართველო დღითი-დღე უფრო საინტერესო ხდება. საქართველო Independent-ის სიაში ისეთ ქვეყნებთან ერთად არის მოხსენიებულისაქართველ, როგორებიცაა მალიორკა, აშშ, სამხრეთ კორეა და სხვა პოპულარულ მიმართულებები, რაც ნიშნავს, რომ  ქვეყანა „აღმოჩენილი მიმართულებების“ კატეგორიიდან, ტრენდული, ტურისტული ქვეყანების სიაში გადადის.

ფაქტორები რამაც განაპირობა სიაში მოხვედრა

ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი კულტურული მემკვიდრეობაა,

  • უძველესი მონასტრები და ტაძრები
  • იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები (გელათი, მცხეთა)
  • მრავალსაუკუნოვანი ისტორია
  • გოგირდის აბანოები
  • ქართული სამზარეულო, როგორც ტურისტული გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილი
  • მსოფლიოში უძველესი, 8000-წლიანი ღვინის წარმოების ტრადიცია

საქართველო არის ავთენტური, ჯერ კიდევ არა მასობრივი ტურიზმით გადატვირთული ქვეყანა, ეს კი ემოციურ ისტორიას ქმნის ქვეყანაში ჩამოსული სტუმრებისთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოგზაურები საქართველოდან ყოველთვის საუკეთესო შთაბეჭდილებებით ბრუნდებიან, რაც ზრდის ინტერესს ქვეყნის მიმართ, განასაკუთრებული დაინტერესება კი ბრიტანელი და დასავლეთ ევროპის მოგზაურების მხრიდან არის.

ყველა აღნიშნულ ფაქტორთან ერთად, ამ სიაში მოხვედრა ისეთმა საკითხმაც განაპირობა, როგორიც არის ახალი ავიარეისების განხორციელება, და განსაკუთრებული ყურადღება მიექცა easyjet-ის პირდაირ რეისებს ლონდონიდან, რომელიც 2025 წელს დაიწყო, რაც ნიშნავს რომ ავიაბილეთები ლონდონის მიმართულებით უკვე ხელმისაწვდომია საქართველოდანაც, ეს კი ქვეყანას ბრიტანელი ტურისტებისთვის უფრო სასურველს ხდის.

ყველაფერი კი ავტომატურად ზრდის შემომავალ ნაკადებს, ავიარეისებსა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.

რას წერეს Independent საქართველოს შესახებ

7 საუკეთესო ტურისტული მიმართულების  ჩამონათვალში მოხვედრის გარდა Independent-ის სტატიაში ექსპერტები საქართველოს შესახებ მოკლე მიმოხილვასაც აკეთებენ და აქვეყნებენ: “ თბილისი ამაყობს ქვაფენილით მოკირწყლული, ისტორიული, ძველი ქალაქის ქუჩებითა და გოგირდის აბანოებით. საქართველოს დედაქალაქის გარეთ უძველესი მონასტრები და საკათედრო ტაძრებია, მათ შორის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესული გელათის მონასტერია. როგორც მსხვილი ტურისტული კომპანიის თანადამფუძნებელმა, ტომ ბარბერმა მითხრა საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა და ის ძალიან პოპულარული გახდება. ასევე  ტომის თქმით, ყველა, ვისაც საქართველოში ვაგზავნით, ამბობს, რომ საოცარი ქვეყანაა. ქართველებს უგემრიელესი სამზარეულო და მსოფლიოში უძველესი ღვინის კულტურა აქვთ, რომელიც 8000 წლისაა“

საერთო ჯამში ეს ყველაფერი ძალიან კარგი სიგნალია საერთაშორისო ტურიზმისთვის, რადგან იზრდება  საქართველოს ცნობადობა ბრიტანელ და ევროპელ ტურისტებში და იქმნება ნდობა, რადგან  თუ Independent წერს შენს შესახებ ეს რეალური გავლენის მქონე აღიარებაა.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში.
აგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიშიმქენთი-თბილისი: Scat Airlines-მა ახალი მიმართულება დაამატა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments