AJet საბარგო პოლიტიკას აახლებს, ცვლილებები კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ მგზავრებისთვის, რომლებიც ძირითადად დაინტერესებული არიან იაფი ავიაბილეთების შეძენით. აღნიშნული ცვლილებები 16 დეკემბრიდან ამოქმედდა და ვრცელდება როგორც ხელბარგზე, ასევე ჩასაბარებელ ბარგზეც.

რა შეიცვალა AJet-ის საბარგო პოლიტიკაში

აჯეტი ავიაკომპანია AJet Airlines სიახლეებში აშკარად იკვეთება პოლიტიკის ცვლილება, რადგან ახალი წესები ერგება სტანდარტული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოდელს. ეს გულისხმობს, რომ საბარგო პირობები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტარიფის ავიაბილეთი გაქვთ შეძენილი:

  • ყველა ავიაბილეთი აღარ მოიცავს ჩასაბარებელ ბარგს
  • საბარგო ლიმიტი დამოკიდებულია ავიაბილეთის ღირებულებაზე
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ხარჯია

ძველი საბარგო პოლიტიკით მგზავრს, თუნდაც ყველაზე იაფ ტარიფში, უფლება ხელბარგის ქონის უფლება ჰქონდა (მაქსიმუმ 8 კგ), სტანდარტული ზომის კაბინის ჩემოდანი პლუს პირადი ნივთები. ეს პოლიტიკა განსაკუთრებით მოსახერხებელი იყო მოკლე მოგზაურობებისთვის რადგან მგზავრებს ფრენის შესაძლებლობას დამატებითი ხარჯების გარეშე აძლევდა .

ახლი პოლიტიკით ბიუჯეტურ ტარიფებში: უფასოდ ნებადართულია მხოლოდ მცირე პრადი ზომის ხელბარგი (მაქსიმუმ 4 კგ) და ზომაც შეზღუდულია (მაგ.: 40×30×15 სმ) სტანდარტული ხელბარგი კი დამატებით ფასიან სერვისად ითვლება

AJet

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Almaty1 October 20268 October 2026FlyArystanავიაბილეთები 815 -დან
Athens18 January 202722 January 2027Wizz Airავიაბილეთები 195 -დან
Barcelona17 January 202725 January 2027Wizz Airავიაბილეთები 356 -დან
Berlin28 January 20276 February 2027Wizz Airავიაბილეთები 242 -დან
Brussels1 December 20268 December 2026Wizz Airავიაბილეთები 238 -დან

ხელბარგი AJet-ის ფრენებზე

განახლებული პირობების თანახმად, AJet ყველა მგზავრს სთავაზობს უფასო ხელბარგს, თუმცა განსაზღვრული წესებით:

  • მიმდინარეობს ზომისა და წონის მკაცრი კონტროლი
  • წონის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებლად მოგიწევთ დამატებითი თანხის გადახდა
  • ეკონომ კლასის ზოგიერთი ავიაბილეთის შეძენისას დასაშვებია მხოლოდ მცირე ზომის პირადი ჩანთა.

ავიაბილეთის შეძენისას დეტალურად გადაამოწმეთ, რა ტიპის ბარგი შედის თქვენს ტარიფში.

ჩასაბარებელი ბარგი – ფასიანი თუ უფასო

AJet-ის ახალი საბარგო პოლიტიკის მიხედვით:

  • ჩასაბარებელი ბარგი შეიძლება არ შედიოდეს ავიაბილეთის ღირებულებაში, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ბიუჯეტის ავიაბილეთს ყიდულობთ
  • ბარგის წინასწარ დამატება (ავიაბილეთის ყიდვის დროს ან უბრალოდ ონლაინ) უფრო იაფია, ვიდრე აეროპორტში;
  • არასტანდარტული და განსაკუთრებით მძიმე ბარგისთვის მოქმედებს განსხვავებული ტარიფები.

რატომ შეცვალა AJet-მა პოლიტიკა

ავიაციის ინდუსტრიაში ეს პრაქტიკა უკვე გამოცდილია და ფართოდ გამოიყენება. კომპანიის მიზანია:

  • საბაზისო ავიაბილეთებზე ბიუჯეტური ფასების შეთავაზება
  • მგზავრისთვის არჩევანის გაზრდა
  • კონკურენციის გაძლიერება სხვა დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებთან.

რა უნდა იცოდეს მგზავრმა

ფრენის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია შეამოწმოთ:

  • რა საბარგო პირობები გექნებათ კონკრეტული ავიაბილეთის შეძენისას.
  • თუ ბარგის დამატებას ფიქრობთ, უმჯობესია, ეს წინასწარ გააკეთოთ.
  • აუცილებლად გაეცანით ზომისა და წონის ლიმიტებს, მათ შორის ხელბარგის შემთხვევაშიც
  • შეინახეთ ინფორმაცია პირობების შესახებ.

AJet-ის ცვლილებების ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ეძებს იაფ ავიაბილეთებს. ეს დაგეხმარებათ ზედმეტი ხარჯების თავიდან აცილებასა და კომფორტულ მგზავრობაში.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში.
აგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაქართველო 2026 წლის საუკეთესო სამოგზაურო ქვეყნების სიაშია
შემდეგი სტატიათბილისისა და ბათუმის აეროპორტების რეკორდული მაჩვენებლები – 6.3 მილიონზე მეტი მგზავრი
5 1 vote
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted