თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ყაზახეთის კიდევ ერთი სტრატეგიული მიმართულება დაემატა. ყაზახურმა ავიაკომპანია Scat Airlines-მა შიმქენთსა და თბილისს შორის რეგულარული ოპერირება დაიწყო. 15 დეკემბერს შესრულებულმა პირველმა რეისმა მგზავრები Boeing 737 ტიპის ავიალაინერით ჩამოიყვანა.

აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვნად ამარტივებს გადაადგილებას საქართველოსა და ყაზახეთს შორის, რაც ტურისტებსა და ბიზნეს ვიზიტორებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

ფრენის განრიგი და დეტალები

ახალი საჰაერო ხაზი რეგულარულ ხასიათს ატარებს და კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. მგზავრებს ავიაბილეთები შემდეგი განრიგის მიხედვით შეუძლიათ დაჯავშნონ:

  • ორშაბათი
  • პარასკევი

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველმა კომპანიამ, “ტავ ჯორჯიამ”, საინაუგურაციო რეისს აეროპორტში სპეციალური ღონისძიებით უმასპინძლა, რითაც ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის გაღრმავება აღნიშნა.

იაფი ფრენები - გამგზავრება: თბილისი

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაბილეთების მოძებნა
სოჭი26 დეკემბერი 202610 იანვარი 2027ავიაბილეთები 156 -დან
ჟენევა2 მარტი 20275 მარტი 2027ავიაბილეთები 233 -დან
სარატოვი30 დეკემბერი 202613 იანვარი 2027ავიაბილეთები 235 -დან
მილანი11 მარტი 202714 მარტი 2027ავიაბილეთები 240 -დან
ერევანი4 დეკემბერი 202613 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 284 -დან
მოსკოვი31 დეკემბერი 202610 იანვარი 2027ავიაბილეთები 294 -დან
ანკარა3 დეკემბერი 20267 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 344 -დან
მინვოდი8 თებერვალი 202713 თებერვალი 2027ავიაბილეთები 349 -დან
ბაზელი26 იანვარი 20273 თებერვალი 2027ავიაბილეთები 358 -დან
სარაევო7 თებერვალი 202711 თებერვალი 2027ავიაბილეთები 360 -დან

5 მიმართულება ყაზახეთიდან

შიმქენთი რიგით მეხუთე ქალაქია ყაზახეთში, საიდანაც თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები სრულდება. საქართველოს მთავარი აეროპორტიდან რეისები უკვე ხორციელდება შემდეგ ქალაქებში:

  • ალმათი
  • ასტანა
  • ატირაუ
  • აქთაუ

Scat Airlines საქართველოს ავიაბაზარზე აქტიურად ოპერირებს. გარდა ახალი მიმართულებისა, ავიაკომპანია თბილისიდან აქთაუს მიმართულებით კვირაში 3-ჯერ (Boeing 737 და CRJ-12 ხომალდებით) დაფრინავს, ასევე რეისებს ასრულებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც.

რატომ შიმქენთი?

შიმქენთი ყაზახეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და სწრაფად განვითარებადი ქალაქია. ის ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, უზბეკეთის საზღვართან მდებარეობს და მნიშვნელოვან ინდუსტრიულ, სავაჭრო და კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. ამავდროულად, შიმქენთის საერთაშორისო აეროპორტი Scat Airlines-ის მთავარი ჰაბია, საიდანაც კომპანია 60-მდე მიმართულებით დაფრინავს.

თუ გეგმავთ მგზავრობას ყაზახეთის ამ ისტორიულ და დინამიკურ ქალაქში, სასურველია ავიაბილეთები წინასწარ შეიძინოთ, რათა ისარგებლოთ საუკეთესო ფასებით.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში.
დ
აგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA
შემდეგი სტატიასაქართველო 2026 წლის საუკეთესო სამოგზაურო ქვეყნების სიაშია
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted