2.8 C
Tbilisi
სამშაბათი, იანვარი 27, 2026

თბილისი შიმკენტი ავიაბილეთები 357 ლარიდან

იაფი ავიაბილეთები თბილისიდან შიმკენტის მიმართულებით

შიმკენტი ყაზახეთის მესამე უდიდესი ქალაქია, რომელიც მოგზაურებს სრულიად განსხვავებულ, “სამხრეთულ” და სტუმართმოყვარე ყაზახეთს აცნობს. თუ ასტანა თანამედროვე არქიტექტურით გამოირჩევა, ხოლო ალმათი — მთებით, შიმკენტი ქვეყნის კულტურული, გასტრონომიული და ისტორიული ცენტრია.

შიმკენტი ხშირად მოიხსენიება, როგორც ქვეყნის ყველაზე თბილი ქალაქი — როგორც კლიმატით, ისე ხალხის ხასიათით. ის აბრეშუმის დიდი გზის მნიშვნელოვანი წერტილი იყო, რაც დღემდე იგრძნობა ქალაქის რიტმში.

თბილისი შიმკენტი ავიაბილეთები განსხვავებული და ავთენტური ყაზახეთის აღმოჩენის შესაძლებლობას მოგცემთ. აქ იგრძნობთ ნამდვილ ყაზახურ ტრადიციებსა და ცხოვრების წესს, დააგემოვნებთ ყველაზე გემრიელ კერძებს და აღმოაჩენთ აღმოსავლური ბაზრების ხმაურიან ენერგიას.

როგორ გავფრინდეთ თბილისიდან შიმკენტში?

თბილისიდან შიმკენტის მიმართულებით გამგზავრება შესაძლებელია როგორც პირდაპირი, ისე ტრანზიტული ფრენებით. თბილისი შიმკენტი ავიაბილეთები 357 ლარიდან შეგიძლიათ შეიძინოთ. ქვემოთ ნახავთ რეისების ჩამონათვალსა და ავიაბილეთების ღირებულებას შიმკენტის მიმართულებით.

ცალმხრივი
ორმხრივი
შეთავაზებები
გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
30 იანვარი 2026პირდაპირიავიაბილეთები 466 -დან
31 იანვარი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 557 -დან
28 იანვარი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 558 -დან
29 იანვარი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 693 -დან
26 თებერვალი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 418 -დან
20 თებერვალი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 427 -დან
10 თებერვალი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 433 -დან
12 თებერვალი 2026პირდაპირიავიაბილეთები 447 -დან
13 თებერვალი 2026პირდაპირიავიაბილეთები 462 -დან
27 თებერვალი 2026პირდაპირიავიაბილეთები 464 -დან
6 თებერვალი 2026პირდაპირიავიაბილეთები 474 -დან
22 თებერვალი 2026პირდაპირიავიაბილეთები 483 -დან
19 თებერვალი 2026პირდაპირიავიაბილეთები 504 -დან
16 თებერვალი 2026პირდაპირიავიაბილეთები 508 -დან
15 თებერვალი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 514 -დან
14 თებერვალი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 520 -დან
8 თებერვალი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 527 -დან
1 თებერვალი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 533 -დან
2 თებერვალი 2026პირდაპირიავიაბილეთები 535 -დან
9 თებერვალი 2026პირდაპირიავიაბილეთები 536 -დან
21 თებერვალი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 550 -დან
7 თებერვალი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 564 -დან
17 თებერვალი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 582 -დან
5 თებერვალი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 583 -დან
3 თებერვალი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 668 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
19 მარტი 202631 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 842 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
19 მარტი 202631 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 842 -დან

თბილისი შიმკენტი ფრენები

თბილისი შიმკენტის საჰაერო ხაზზე პირდაპირი ფრენები სრულდება, რომელსაც ყაზახური ავიაკომპანია, Scat Airlines -ი გვთავაზობს. ავიაკომპანია ფრენებს კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს ასრულებს. ფრენა 3 საათი და 20 წუთი გრძელდება, რის შემდეგაც შიმკენტის საერთაშორისო აეროპორტში აღმოჩნდებით.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გეგმები სკატის ავიახაზების განრიგს არ ემთხვევა, შეგიძლიათ ტრანზიტული ფრენებით ისარგებლოთ. Pegasus Airlines -ი და Air Astana საუკეთესო განრიგს გვთავაზობენ თბილისი შიმკენტის ტრანზიტულ რეისებზე. პეგასუსი თითქმის ყოველდღიურად ასრულებს ფრენებს სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში გადაჯდომით და მოცდის ხანგრძლივობა არც თუ ისე დიდია. ეარ ასტანა კი, კვირაში რამდენჯერმე ასრულებს ფრენებს თბილისიდან შიმკენტში, აკტაუს აეროპორტში გადაჯდომით.

თბილისი შიმკენტი ავიაბილეთები მარტივად შეგიძლიათ დაჯავშნოთ თქვენი პრეფერენციების მიხედვით, რის საშუალებასაც რეისების რაოდენობა და ხელმისაწვდომი ფასები მოგცემთ.

 

მიმართულების დეტალები
სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
ყაზახური ტენგე
ენა
ყაზახური
თაიმზონა
GMT+5
დღიური საშუალო თანხა
7 500 ყაზახური ტენგე

თუ უკვე შეიძინე თბილისი შიმკენტი ავიაბილეთები, მაშინ გაეცანი ხშირად დასმული კითხვების სექციას. ეს დაგეხმარებათ უფრო დეტალურად და მარტივად დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა შიმკენტში.

საუკეთესო პერიოდი შიმკენტში სამოგზაუროდ მარტიდან ოქტომბრამდეა. ამ დროს ქალაქში თბილისი და მზიანი ამინდები დაგხვდებათ.

შიმკენტი გამოირჩევა სტუმართმოყვარეობით, გემრიელი კერძებითა და დაბალი ფასებით.

დიახ, თბილისიდან შიმკენტის მიმართულებით პირდაპირი ფრენები სრულდება.

Scat Airlines -ი გვთავაზობს როგორც პირდაპირ, ისე ბიუჯეტურ ფრენებს შიმკენტის მიმართულებით.

avia.ge ავიაბილეთების შეძენის რამდენიმე გზას გთავაზობთ. შეგიძლიათ შეიძინოთ ფრენები ონლაინ, ჩვენი საიტის გამოყენებით. ამისთვის მოგიწევთ უბრალოდ საძიებო ველში ჩაწეროთ სასურველი მიმართულება და აარჩიოთ ავიარეისები. ასევე, შეძლებთ დისტანციურად, ჩვენი ქოლ-ცენტრის დახმარებითაც ფრენების არჩევას ან avia.ge – ის ოფისში ჩვენი პროფესიონალი გუნდის მეშვეობით.

შიმკენტი საკმაოდ ბიუჯეტური ქალაქია, თუმცა არასეზონურ პერიოდებში კიდევ უფრო ბიუჯეტურად შეძლებთ მოგზაურობას. მაგალითად, თებერვალში სასტუმროების ფასები საკმაოდ დაბალია, რაც დიდი შეღავათს მოგცემთ თქვენ ხარჯებზე.

შიმკენტის სრულფასოვნად დასათვალიერებლად 3-4 დღეა საჭირო. ამ დროში შეძლებთ მოინახულოთ როგორც თვითონ ქალაქი, ასევე მისი შემოგარენი და მსოფლიო მნიშნელობის ისტორიული ძეგლები.

შიმკენტთან ყველაზე ახლო აეროპორტიA შიმკენტის საერთაშორისო აეროპორტი (CIT).

გირჩევთ, 1 ან 2 თვით ადრე დაგეგმოთ მოგზაურობა საუკეთესო ფასის მისაღებად. თანაც, თუ მოგზაურობას არ დაამთხვევთ სადღესასწაულო თარიღებს, საკმაოდ იაფი დაგიჯდებათ შიმკენტში გაფრენა.

მომხმარებლის კმაყოფილება, პროფესიონალური მომსახურება და მრავალწლიანი გამოცდილება – ეს ის მიზეზებია, რაც avia.ge -ის უცვლელ წარმატებას განაპირობებს ბაზარზე. ჩვენი გუნდის მეშვეობით მიიღებთ საუკეთესო მომსახურებას როგორც ონლაინ, დისტანციურად, ასევე ოფისში.