იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან სევილიაში
სევილია ესპანეთის სამხრეთში მდებარეობს. ქალაქი გიბრალტარის სრუტესთან ახლოსაა და მნიშვნელოვან სტრატეგიულ როლს ასრულებს მთელ იბერიის ნახევარკუნძულზე. სევილია ეკონომიკურადაც მნიშვნელოვანია ესპანეთში. იგი ტურისტებისთვის მიმზიდველია თავისი ბუნებრივი პირობების წყალობით – აქ წელიწადის უმეტეს დროს მზიანი და თბილი ამინდებია, ამიტომ ნებისმიერ დროს სასიამოვნო მოგზაურობის შესაძლებლობას მოგცემთ.
სევილია არის ქალაქი, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს ხვდება. აქ შეგხვდებათ მუსლიმური და ქრისტიანული კულტურისა და არქიტექტურული სტილის იდეალური ნაზავი. სევილიის მოედნები, ფერადი ქუჩები და სასახლეები მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობებს ქმნის და ტურისტების თვალს იპყრობს. ქუთაისი სევილია ავიაბილეთები საუკეთესო არჩევანია იმ შემთხვევაში, თუ დიდხანს გეგმავთ მოგზაურობას და გჭირდებათ გარანტია, რომ ყველა მხრივ კმაყოფილი დაბრუნდებით სამშობლოში. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ ინფორმაციას სევილიაში ფრენების შესახებ.