ფართობით მეორე ყველაზე დიდი ქვეყანა კანადა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურული ცენტრია მსოფლიოში, რომლის ქალაქები ყოველწლიურად უამრავ ვიზიტორს იზიდავს. მისი ერთ-ერთი ქალაქი ტორონტო კი საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა ტურისტებისთვის.

ავიაბილეთები ტორონტოს მიმართულებით გამოგზაურებთ ერთ-ერთ ყველაზე მულტიკულტურულ და კოსმოპოლიტურ ქალაქში, რომელსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო კულტურული, ფინანსური და ბიზნეს დანიშნულება გააჩნია.

გამოირჩევა ასევე ხელოვნების კუთხითაც, რადგან საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული მუსიკა, თეატრი და კინოხელოვნება.

სხვადასხვა მუზეუმები და ღირსშესანიშნაობები, გასართობი აქტივობები, ტორონტოს საოცარი ბუნება თქვენს მოგზაურობას ნამდვილად სასიამოვნოდ გაგატარებინებთ, განსაკუთრებით საინტერესოს კი გახდის ნიაგარას ჩანჩქერის მონახულება, რომელიც არაერთი ადამიანის ოცნებაა.

ასეთ განსაკუთრებულ ქალაქში მოხვედრის შესაძლებლობას თქვენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე ავიაკომპანია გაძლევთ.

ყველაზე დაბალბიუჯეტური ავიაბილეთები ტორონტოს მიმართულებით უკრაინული ავიახაზების რეისებზე შეგიძლიათ შეიძინოთ. Ukraine International Airlines-ი თბილისიდან კიევში, ბორისპოლის აეროპორტში ტრანზიტით ტორონტოში, პიერქსონის აეროპორტში ჩაგიყვანთ, ორი გზის ავიაბილეთს კი 1700-1800 ლარის ფარგლებში შეიძენთ.

ტორონტოში დაუვიწყარი დღეების გატარებაში დაგეხმარებათ, ასევე, თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი, რომელიც თავისი საოცრად კოფმორტული ფრენით და საუკეთესო მომსახურებით თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯერ სტამბოლის ახალ აეროპორტში, ხოლო შემდეგ პირდაპირ ტორონტოში ჩაფრინდებით და ორი გზის ავიაბილეთის შეძენა თქვენ 1800-2000 ლარამდე დაგიჯდებათ.

საკმაოდ კარგ სერვისს გაგიწევთ ასევე გერმანული ავიაკომპანია Lufthansa, რომელიც თბილისის აეროპორტიდან ტორონტომდე რეისს მიუნხენში გადაჯდომით შეასრულებს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიაკომპანიის ორმხრივ ავიაბილეთს კი 2000 ლარადაც შეიძენთ თუ თქვენს მოგზაურობას თვენახევრით ან ორი თვით ადრე დაგეგმავთ.

თბილისი ტორონტო

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
22 September 202627 September 20262 StopsAjetავიაბილეთები 2 268 -დან
16 October 202631 October 20261 StopEdelweiss Airავიაბილეთები 2 477 -დან
27 December 20268 January 20272 StopsLufthansaავიაბილეთები 2 637 -დან
25 January 20273 February 20271 StopLOT Polishავიაბილეთები 2 234 -დან
1 February 202718 February 20271 StopLOT Polishავიაბილეთები 2 291 -დან
6 March 202714 March 20271 StopLufthansaავიაბილეთები 2 257 -დან
1 June 202720 June 20271 StopLufthansaავიაბილეთები 2 337 -დან

ავიაბილეთები ტორონტოს მიმართულებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეგიძლიათ შეიძინოთ. რეისს ისევ თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი ასრულებს სტამბოლის ახალ აეროპორტში ტრანზიტით, ორი გზის ავიაბილეთს კი 2300-2500 ლარის ფარგლებში შემოგთავაზებთ.

ბათუმი ტორონტო

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
30 September 20266 October 20263 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 2 662 -დან
14 October 202620 October 20263 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 2 426 -დან

თქვენთვის სასურველი რეისი და საუკეთესო ფასი შეგიძლიათ AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან მობილურ აპლიკაციაში შეარჩიოთ, ხოლო უფრო მეტი კომფორტისთვის დაგვიკავშირდით და მიიღეთ ჩვენგან ინდივიდუალური შემოთავაზება.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიდელტა ავიახაზები / Delta Airlines
შემდეგი სტატიაამერიკული ავიახაზები / American Airlines
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted