ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი ავიაკომპანია American Airlines-ი 1926 წლის 15 აპრილს დაარსდა და 93 წლიანი არსებობის მანძილზე საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგში მოწინავე ადგილს არ თმობს.

ამერიკული ავიახაზების მთავარი ოფისი ტეხასის შტატში, ქალაქ ფორტ-ვორზში მდებარეობს, მთავარი ბაზა კი დალას-ფორტ ვორზის აეროპორტშია. საერთო ჯამში კი 10 ბაზა აქვს, რომლებიც სხვადასხვა შტატში მდებარეობს.

American Airlines-ი მსოფლიოში პირველი ავიაკომპანიაა საჰაერო ფლოტის სიდიდის, გადაყვანილი მგზავრებისა და მიმართულებების რაოდენობით, და ასევე, შემოსავლით. თავის პარტნიორ და შვილობილ ავიაკომპანიებთან ერთად, ამერიკული ავიახაზები ყოველდღიურად 500 000 მგზავრს ემსახურება.

American Airlines-ი 350-მდე მიმართულებას ითვლის მსოფლიოს 5 კონტინენტზე და 50 ქვეყანაში, ხოლო 2020 წლიდან მეექსვე კონტინენტიც შეემატება, როდესაც ფილიპინების მიმართულებით დაიწყებს რეისების განხორცილებას. რეგიონალურ პარტნიორებთან ერთად დღეში 6800 საერთაშორიო და შიდა რეისს ასრულებს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება საჰაერო ფლოტს, 2019 წლის მონაცამებით ის 940 ხომალდისგან შედგება.

მათ შემადგენლობაშია ეარბასის, ბოინგის, და ემბრაერის ტიპის თვითმფრინავები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსოფლიოში ყველაზე დიდი საჰაერო ფლოტი სწორედ ამერიკული ავიახაზებს ჰყავს.

American Airlines-ის თავის მგზავრებს ყოველთვის კომფორტულ მგზავრობას და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. ყველა კლასის კაბინა საკმაოდ მოდერნიზებული და ხარისხიანად აღჭურვილია და მუდმივად გაუმჯობესებაზე და უკეთესი სერვისის შექმნაზე ზრუნავენ.

სწორედ ამიტომ სარგებლოს წლის განმავლობაში 200 მილიონი ადამიანი ამ ავიაკომპანიით.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით ამერიკული ავიახაზებითან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამერიკიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების შესახებ.

თბილისი ნიუ იორკი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
18 September 202625 September 20261 StopGeorgian Airwaysავიაბილეთები 1 984 -დან
2 October 202612 October 20263 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 958 -დან
20 November 20264 December 20261 StopLOT Polishავიაბილეთები 1 898 -დან
22 December 202629 December 20263 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 700 -დან
21 January 202731 January 20271 StopLufthansaავიაბილეთები 2 018 -დან
26 February 20279 March 20272 StopsTurkish Airlinesავიაბილეთები 2 173 -დან
9 March 202723 March 20271 StopLufthansaავიაბილეთები 2 077 -დან
1 May 202721 May 20272 StopseasyJetავიაბილეთები 2 210 -დან
2 June 202719 July 20271 StopEdelweiss Airავიაბილეთები 2 250 -დან
1 July 20274 July 20271 StopLOT Polishავიაბილეთები 2 369 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ტორონტოს მიმართულებით
შემდეგი სტატიაჩეხეთის ვიზა / Chexetis viza
0 0 votes
შეაფასე სტატია
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
United და American Airlines შესაძლოა გაერთიანდნენ!
4 months ago

[…] ინდუსტრიამ. საუბარია United Airlines-ისა და ამერიკული ავიახაზების (American Airlines) შესაძლო შერწყმაზე, რაც ბოლო […]

ძლიერი სიცხის გამო შესაძლოა რეისით ვეღარ გაფრინდეთ
22 days ago

[…] დაახლოებით 47°C-ს მიაღწია, რის შემდეგაც American Airlines-მა ერთ-ერთი რეისის მგზავრებს […]