კერძო თვითმფრინავის შეძენა და მისით სარგებლობა იმდენად დიდი ფუფუნებაა, რომ ზოგჯერ საკმაოდ შეძლებული ადამიანებიც კი ვერ აძლევენ თავს ასეთი ძვირი სიამოვნების უფლებას.

კერძო თვითმფრინავის ღირებულება 3 მილიონიდან 90 მილიონ ამერიკულ დოლარამდე აღწევს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ხარჯებს, რაც თვითმფრინავის საკუთრებაში ყოფნას ახლავს თან, ყოველწლიური ხარჯი საკმაოდ დიდი გამოდის. მისი შეძენის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი პილოტის აყვანაა და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საჭიროა 2 პილოტის დაქირავება, რომელთა ანაზღაურება 250 ათასი აშშ დოლარიდან იწყება და ფასი თვითმფრინავის ზომასთან და ფრენების სიხშირესთან ერთად იზრდება.

საკმაოდ დიდ ხარჯს შეადგენს საწვავით მომარაგებაც, რაც საწვავის ავზის ზომაზე და ფრენების ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.

მაგალითად, 50 ათას ფუნტ-ავზიანი და 17 ადგილიანი ავიალაინერისთვის 53 000 დოლარის ღირებულების საწვავია საჭირო. მესამე უმნოშვნელოვანესი ეტაპი კი თვითმფრინავის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება და მისი პერიოდულად შეკეთებაა, რისი ხარჯიც წელიწადში 700 000 დოლარიდან 4 მილიონ დოლარამდე აღწევს.

ასეთი ღირებულებიდან და ხარჯებიდან გამომდინარე, ამერიკაში სულ რაღაც 11 000 ადამიანს ჰყავს კერძო თვითმფრინავი საკუთრებაში. მესაკუთრეების საშუალო ასაკი 63 წელია, რომელთა ქონება 1.5 მილიარდი აშშ დოლარია.

ყველაზე კარგი ალტერნატივა კერძო თვითმფრინავის დაქირავებაა, რაც ბევრად დაბალ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ვიდრე მისი შეძენაა.

ფასები განსხვავდება თვითმფრინავის ზომის, ფრენის ხანგრძლივობისა და მგზავრების რაოდენობის მიხედვით. ძირითადად, ღირებულება საათში 1674 დოლარიდან 8640 დოლარამდე მერყეობს, რაც კომერციული ფრენების ღირებულებას ბევრად აღემატება, თუმცა თვითმფრინავის შეძენასთან და მის გადასახადებთან შედარებით, ნამდვილად მისაღები ღირებულებაა.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები სევილიის მიმართულებით
შემდეგი სტატიავიზების ტიპები და განმარტებები
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments