იტალიის ყველა ქალაქს რომ ქარიზმატულობა ახასიათებს, ეს უცნობი არავისთვის არ არის, მაგრამ განსაკუთრებით გამორჩეული და მომნსუხველი ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქებია.  მათ შორის განსაკუთრებით თავს იწონებს საზღვაო ქალაქი რეჯო-კალაბრია, რომელიც ყველა თავის ვიზიტორს შთაბეჭდილებებით სავსეს დატოვებს.

რას ნახავთ რეჯო-კალაბრიაში?

ავიაბილეთები რეჯო-კალაბრიის მიმართულებით აღმოგაჩენინებთ იტალიის ერთ-ერთ ისტორიულად და არქიტექტურულად გამორჩეულ ქალაქს. ეროვნული მუზეუმის მონახულება ყველაზე კარგად გაგაცნობთ ამ ქალაქის ისტორიას, რადგან სწორედ აქ ინახება ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მონაპოვარი.

ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა არაგონის ციხესიმაგრეა, რომელმაც მრავალს ნგრევას და შემოსევას გაუძლო, დღეს კი ამ ქალაქს ამშვენებს და ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშებს ინახავს.

რა აქტივობებს გთავაზობთ რეჯო-კალაბრია?

ყველაზე სასიამოვნოს და დასამახსოვრებელს, რასაც ამ ქალაქში გააკეთებთ ბორანით გასეირნებაა. თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ ულამაზესი ქალაქი მესინა და ეოლიური კუნძულები, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ გასეირნების იტალიის ულამაზესი კუნძულის, სიცილიის მონახულება იქნება.

რეჯო-კალაბრიაში მოხვედრისას აუცილებლად უნდა ესტუმროთ ქალაქის მთავარ თეატრს, რომლის ნეოკლასიკურ სტილში აგებული შენობა 1500 სტუმარს მასპინძლობს და დაუვიყწარ წარმოდგენებს და სანახაობებს ჰპირდება მათ.

იტალიური სამზარეულოს დაგემოვნება ამ ქვეყნის სტუმრობის მთავარი ხიბლია, რეჯო-კალაბრიაში კი თქვენც როგორც უგემრიელეს კერძების, ისე საუკეთესო ნაყინის დაგემოვნებას შეძლებთ.

როგორ მოხვდეთ რეჯო-კალაბრიაში?

ავიაბილეთები რეჯო კალაბრიის მიმართულებით ყველაზე მარტივად და ბიუჯეტურ ფასად ქუთაისის აეროპორტი -დან შეგიძლიათ შეიძინოთ. ავიაკომპანია WizzAir-ით ქუთაისი რეჯო-კალაბრია -ს მიმართულებით ჯერ რომის ფიუმუჩინოს აეროპორტში გაემგზავრებით, შემდეგ კი Alitalia-ს რეისით პირდაპირ რეჯო-კალაბრიაში მოხვდებით. ორმხრივ ავიაბილეთს თქვენ სულ რაღაც 500-650 ლარის ფარგლებში შეიძენთ და თქვენს საოცნებო იტალიურ არდადეგებს მოიწყობთ.

ავიაბილეთები ქუთაისი რეჯო კალაბრია

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
24 მაისი 202426 მაისი 20243 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 665 -დან

რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, თბილისი რეჯო-კალაბრია -ს მიმართულებით ისეთი რეისით შეძლებთ მოხვედრას, სადაც ორ ქალაქში იქნება ტრანზიტი. თბილისიდან Pegasus Airlines-ი ჯერ სტამბოლში, გოქჩენის აეროპორტში  და შემდეგ რომში, ფიუმიჩინოს აეროპორტში ჩაგიყვანთ, ხოლო რეჯო-კალაბრიაში ალიტალია გაგამგზავრებთ. ორი გზის ავიაბილეთის შეძენას 700-800 ლარად შეძლებთ.

ბათუმი რეჯო-კალაბრია -ს რეისი კიშეგიძლიათ ააწყოთ შემდეგნაირად: ბათუმის აეროპორტიდან გაემგზავროთ ავიაკომპანია Israir Airlines -ის რეისით თელ-ავივის აეროპორტამდე, იქედან კი ავიაკომპანია ITA Airways -ის რეისით, მხოლოდ ერთი გადაჯდომით, რომელიც განხორციელდება ფიუმიჩინოს აეროპორტში, მოხვდებით დანიშნულების ადგილზე.

როგორ შეიძინოთ ავიაბილეთები?

ავიაბილეთები რეჯო-კალაბრიის მიმართულებით საკმაოდ მარტივად და კომფორტულად შეგიძლიათ AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან მობილურ აპლიკაციაში მოიძიოთ, ხოლო ინდივიდუალური შემოთავაზებისთვის დაგვიკავშირდით და მიიღეთ საუკეთესო მომსახურება ჩვენი გუნდისგან.

რეჯო კოლაბიის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ყაზახეთის მიმართულებით
შემდეგი სტატიაAirfrance-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე ბრუნდება
5 2 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments