ცენტრალური აზრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი ქვეყანა ყაზახეთი თავის ვიზიტორებს საკმაოდ საინტერესეო და მრავალფეროვანს მოგზაურობას ჰპირდება. მისი მოდერნისტული ქალაქები და საკმაოდ ლამაზი ბუნება ნებისმიერ მნახველს მოხიბლულს დატოვებს.

რისი ნახვა შეიძლება ყაზახეთში?

 ავიაბილეთები ყაზახეთის მიმართულებით თქვენ საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ ამ ქვეყნის „7 საოცრებას“ , ისიამოვნოთ აზიის ყველაზე გამორჩეული და საუცხოო რესტორნებით, სადაც უგემრიელეს ეროვნულ კერძებს დააგემოვნებთ, იშოპინგოთ უმაღლესი დონის სავაჭრო ცენტრებში და რა თქმა უნდა, დატკბეთ და დაისვენოთ ყაზახეთის ულამაზეს ბუნებაში.

რომელია ყაზახეთის გამორჩეული ტურისტული ქალაქები?

 ნურ-სულთანი (ასტანა)

ყაზახეთის დედაქალაქი ნურ-სულთანი (ასტანა) საკმაოდ განვითარებული და მოდერნისტული ქალაქია, რომელიც ბევრ საინტერესო სანახაობას და აქტივობას სთავაზობს თავის ვიზიტორებს. ამ ქალაქში სტუმრობისას აუცილებლად თვალში მოგხვდებათ ბეიტერეკის კოშკი, რომელიც ერთ-ერთი ხალხური ზღაპრის განსახიერებაა სიცოცხლის ხისა და ბედნიერების ჩიტის შესახებ. ასევე, აუცილებლად უნდა ესტუმროთ ოპერის სახლს, რომელიც ნურ-სულთანის ერთ-ერთი მთავარი სანახაობა და ყველაზე მომაჯადოებელი ოპერის თეატრია.

ამ საოცარ ქალაქში მოხვედრა თქვენ თბილისის აეროპორტი -დან პირდაპირი რეისით შეგიძლიათ. ფრენას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ავიაკომპანია Air Astana ასრულებს, რომელიც საკმაოდ კომფორტულად ჩაგიყვანთ დანიშნულების ადგილზე და ორი გზის ავიაბილეთს 800-დან 950 ლარის ფარგლებში შემოგთავაზებთ.  პირდაპირი რეისი კვირაში სამჯერ : სამშაბათს, პარასკევს და კვირას სრულდება.

თბილისი ყაზახეთი -ს ავიაბილეთებს კიდევ ბევრი ავიაკომპანია გვთავაზობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. მათ შორის არის Scat Airlines-ი, რომელიც ნურ-სულთანის მიმართულებით, აკტაუს აეროპორტში გადაჯდომით ასრულებს ფრენას და ორი გზის ავიაბილეთს 700-800 ლარის ფარგლებში სთავაზობს მომხმარებელს.

თქვენ ასევე შეგიძლიათ გაემგზავროთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც. ქუთაისი ყაზახეთი -ს მიმართულებით ავიარეისებს ავიაკომპანია Wizz Air -ი აბუ-დაბის აეროპორტში გადაჯდომით ახორციელებს და თვქენ ასტანას საერთაშორისო აეროპორტში აღმოჩნდებით. თუმცა გაითვალისწინეტ, აეროპორტში მოცდის ხანგრძლივობა დაახლოებით 9 საათია.

ალმაატი

ყაზახეთის ყველაზე დიდი მეტროპოლისი ალმაატი ყველაზე ლამაზი ბუნებით გამოირჩევა. ულამაზესი ტბები, კანიონები, მთები და სათხილამურო კურორტები ამ ქალაქის მთავარი ხიბლია. ამ ყველაფრის მონახულების საშუალებას თქვენ ისევ Air Astana მოგცემთ, რომელიც თბილისიდან პირდაპირ რეისს ასრულებს კვირაში ოთხჯერ : ორშაბათს, ოთხშაბათს, შაბათს და კვირას. ორმხრივი ავიაბილეთის შეძენას კი 850-1000 ლარის ფარგლებში შეიძენთ.

ტრანზიტულ რეისს თბილისიდან ალმაატის მიმართულებით Azal Airlines-ი ასრულებს, რომელიც ბაქოში გადაჯდომით ჩაგიყვანთ ალმაატაში და ორი გზის ავიაბილეთს 700-800 ლარის ფარგლებში შემოგთავაზებთ.

ალმაატაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეგიძლიათ გამგზავრება. ბათუმი ყაზახეთი -ს ავიაბილეთებს ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანია Turkish Airlines-ი ასრულებს, რომელიც საკმაოდ მაღალი სერვისით სარგებლობის საშუალებას 1200-1300 ლარის ფარგლებში მოგცემთ.

ავიაბილეთები თბილისი ალმაატი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
29 მაისი 20244 ივნისი 20241 ᲒაჩერებაSCATავიაბილეთები 1 007 -დან
28 ივნისი 202416 ივლისი 20241 ᲒაჩერებაSCATავიაბილეთები 950 -დან
2 ივლისი 20249 ივლისი 20241 ᲒაჩერებაAzerbaijan Airlinesავიაბილეთები 1 017 -დან
9 აგვისტო 202419 აგვისტო 20241 ᲒაჩერებაSCATავიაბილეთები 1 010 -დან

აკტაუ

ავიაბილეთები ყაზახეთის მიმართულებით კიდევ ერთი საკმაოდ საინტერესო ქალაქის აღმოჩენის შესაძლებლობას მოგცემთ. აქტაუ ყაზახეთის საზღვაო და საპორტო ქალაქია, სადაც სასიამოვნო დასვენების საშულება გექნებათ. პირდაპირ რეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან Scat Airlines-ი ასრულებს, რომლის ორი გზის ავიაბილეთები შეგიძლიათ 700-850 ლარად შეიძინოთ.

ავიაბილეთები თბილისი აკტაუ

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
19 მაისი 202425 მაისი 20241 ᲒაჩერებაSCATავიაბილეთები 867 -დან
2 ივნისი 20245 ივნისი 2024პირდაპირიSCATავიაბილეთები 817 -დან
3 ივლისი 202411 ივლისი 20241 ᲒაჩერებაAzerbaijan Airlinesავიაბილეთები 847 -დან
14 აგვისტო 202421 აგვისტო 20241 ᲒაჩერებაAzerbaijan Airlinesავიაბილეთები 701 -დან

თბილისიდან, ასევე, შეგიძლიათ ყაზახეთის ისეთ ცნობილ ქალაქებში მოხვდეთ, როგორებიცაა : ატირაი, შუმკენტი, აქტობე და სხვ. და დაუვიწყარი მოგზაურობა მოიწყოთ.

ავიაბილეთები ყაზახეთის მიმართულებით შეგიძლიათ  AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან აპლიკაციაში შეარჩიოთ, ხოლო უფრო მეტი კომფორტისთვის დაგვიკავშირდით და მიიღეთ ინდივიდუალური შემოთავაზება ჩვენი გუნდისგან.

ყაზახეთის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიფასდაკლება Ukraine International Airlines-სგან
შემდეგი სტატიაავიაბილეთები რეჯო კალაბრიის მიმართულებით
5 2 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments