საბერძნეთი თავისი  კუნძულებით და ქალაქებით რომ  ერთ-ერთი ზღაპრული ქვეყანაა, ეს ყველასთვის ცნობილია, თუმცა მის ყველაზე დიდ და გამორჩეულ კუნძულზე – კრეტაზე მდებარე ქალაქი ხანია ნამდვილი აღმოჩენა იქნება ნებისმიერი ვიზიტორისთვის.

ავიაბილეთები ხანიის მიმართულებით თქვენ საშულებას მოგცემთ ნამდვილი ბერძნული კულტურა და ქარიზმა ახლოს გაიცნოთ და საუკეთესო მოგზაურობა მოიწყოთ. საუცხოო არქიტექტურა, ფირუზისფერი ზღვა, ვენეციური ნავსადგურები, უგემრიელესი კერძები – ეს ყველაფერია, რასაც ხანია თავის სტუმრებს სთავაზობს.

რა უნდა ნახოთ ხანიაში?

ხანიაში სტუმრობისას აუცილებელი ადგილი, რაც უნდა მოინახულოთ, ძველი ქალაქია, რომლის არქიტექტურაც ვენეციური, კრეტული და ოსმალური კულტურის შერწმაა. სხვადასხვა კულტურის გავლენა ამ ქალაქს კიდევ უფრო საინტერესოს და მიმზიდველს ხდის, რაც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ მასზე.

ძველ ქალაქში სეირნობისას კი აუცილებლად თვალში მოგხვდებათ საუცხოო შუქურის სახლი, რომელიც ვენეციურ ნავსადგურში მდებარეობს. შუქურა მე-16 საუკუნეში ააშენეს ვენეციელებმა, ხოლო შემდეგ ნაგებობაში ცვლილებები შეიტანეს ეგვიპტელებმა. ორი კულტურის გავლენით აშენებულმა ნაგებობამ კი ის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და საინტერესო ღირსშესანიშნაობად აქცია არა მარტო ხანიაში, არამედ მთელს კუნძულზე.

თუმცა ყველაზე დაუვიწყარი და ზღაპრული ოქროსფერი სანაპიროები და ფირუზისფერი ზღვაა, რისი ნახვის საშუალებასაც ავიაბილეთები ხანიის მიმართულებით მოგცემთ. მის სანაპიროებზე საუკეთესო არდადეგები შეგიძლიათ მოიწყოთ, დაისვენოთ ულამაზეს გარემოში და ასევე, საკმაოდ აქტიური ღამის გართობით დაკავდეთ.

როგორ უნდა გაემგზავროთ ხანიაში?

ხანიაში მოხვედრის ერთ-ერთ ყველაზე ბიუჯეტურ გზას ავიაკომპანია Wizz Air-ი გვთავაზობს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან Wizz Air-ი ჯერ საბერძნეთის ქალაქებში, ათენში ან სალონიკში ჩაგიყვანთ, ხოლო შემდეგ პირდაპირი რეისით გაემგზავრებით ხანიაში. რაც ყველაზე მთავარია, ქუთაისი ხანია -ს საოცარი მოგზაურობისთვის ორი გზის ავიაბილეთს 350-450 ლარის ფარგლებში შეიძენთ.

ავიაბილეთები ქუთაისი ხანია

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
8 სექტემბერი 202518 სექტემბერი 20252 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 095 -დან

რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, თბილისი ხანია -ს საჰაერო ხაზზე ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი გვთავაზობს ყველაზე კომფორტულ და მისაღებ რეისებს. თბილისის აეროპორტიდან ათენის საერთაშორისო აეროპორტში ტრანზიტით თქვენ ულამაზეს ხანიაში მოხვდებით.

მთლიანი ფრენის ხანგრძლივობა ტრანზიტის ჩათვლით 5სთ-დან 7სთ-მდეა, რაც რეისების მოხედვით განსხვავდება. ასეთი კომფორტული ფრენის ორმხრივ ავიაბილეთს კი 550-650 ლარის ფარგლებში შემოგთავაზებთ ეგეოსის ავიახაზები.

ავიაბილეთები თბილისი ხანია

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
14 მარტი 202523 მარტი 20251 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 826 -დან
17 ივნისი 202528 ივნისი 20251 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 977 -დან
8 სექტემბერი 202518 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 935 -დან

ბათუმი ხანია -ს მიმართულებით კი ტრანზიტულ რეისებს თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines -ი სტამბოლის ახალ აეროპორტსი გადაჯდომით გვთავაზობს. იქედან კი ფრენას ბერძნული ავიაკომპანიით Aegean Airlines -ის რეისით განაგრძობთ, რომელიც ჯერ ელეფთერიოს ვენერიელოს საერთაშორისო აეროპორტში ჩაგაფრენთ, იქედან კი პირდაპირ ხანიას აეროპორტში მოგახვედრებთ.

ავიაბილეთები ხანიის მიმართულებით AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან მობილურ აპლიკაციაში შეგიძლიათ შეარჩიოთ, ხოლო მეტი კომფორტისთვის და ინდივიდუალური შეთავაზებისთვის ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ.

ხანიას მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიანადოლუჯეტი / Anadolujet Airlines
შემდეგი სტატიაავიაბილეთების მობილური აპლიკაცია
4.5 4 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments