ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან საბერძნეთის მიმართულებით ფრენის სიხშირეები იზრდება და 2023 წლის ბოლომდე სალონიკსა და ათენში პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში 8 სიხშირით შესრულდება.

ამის შესახებ ირაკლი ქარქაშაძემ – აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, საქართველოში საბერძნეთის სრულუფლებიან ელჩთან, მარია თეოდორუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“საბერძნეთი ჩვენთვის ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ქუთაისის აეროპორტიდან სისტემატურად ვზრდით მიმართულებებსა და სიხშირეებს. ჩვენი აეროპორტიდან 2023 წლის ბოლომდე სალონიკის და ათენის მიმართულებით ჯამურად კვირაში რვა სიხშირე გვექნება, რაც ნიშნავს, რომ მოთხოვნა აღნიშნულ მიმართულებებზე არსებობს და დაინტერესებაც მოგზაურობის კუთხით დიდია, როგორც საქართველოს ისე, საბერძნეთის მოქალაქეების მხრიდან”,- განაცხადა ქარქაშაძემ.

პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან ათენსა და სალონიკის მიმართულებით ამ დრომდეც ხორციელდებოდა. 2022 წელს ქუთაისიდან საბერძნეთის მიმართულებით და უკან ჯამურად 57 000 მგზავრმა იმგზავრა.

ქუთაისი სალონიკი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
1 ივნისი 20238 ივნისი 2023Wizz Airავიაბილეთები 198 -დან
4 ივლისი 202313 ივლისი 2023Wizz Airავიაბილეთები 298 -დან
1 აგვისტო 202310 აგვისტო 2023Wizz Airავიაბილეთები 326 -დან

საბერძბეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. მოგზაურები ამ შესანიშნავი ქვეყნის მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მიემართებიან, რათა მოინახულონ შთამბეჭდავი და კარგად შემონახული ისტორიული ღირსშესანიშნაობები და გასაოცარი არქიტექტურა, დააგემოვნოს უგემრიელესი კერძები და დატკბენ ზღვისპირა ცხოვრებით.

ქუთაისის აეროპორტიდან, ათენისა და სალონიკის მიმართულებით, იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

wizz airis aviabiletebi
wizz airis aviabiletebi
წინა სტატიაშისად აშენდება ახალი აეროპორტი საქართველოში?
შემდეგი სტატიაTurkish Airlines-ი პალერმოს მიმართულებით იწყებს ოპერირებას
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments