საქართველოში უკვე არსებულ აეროპორტს გაფართოების შესაძლებლობა არ აქვს იმ მოცულობით, რა მოცულობაც ქვეყანას სჭირდება – განიხილება ახალი აეროპორტის აშენება, რომელსაც მეტი გამტარობის შესაძლებლობა ექნება, – ამის შესახებ განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

„მოქმედ აეროპორტს აქვს ხელშეკრულების ვადა, ბუნებრივია, ეს ხელშეკრულების ვადა სრულად ამოწურული იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ მგზავრთა ნაკადები და ფრენები სწრაფად იზრდება, წინასწარი შესწავლით, არსებულ აეროპორტს გაფართოების შესაძლებლობა არ გააჩნიათ იმ მოცულობით, რა მოცულობაც საქართველოს სჭირდება. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას ახალი აეროპორტის აშენება, რომელიც მეტად გამტარიანი იქნება.

ჯერჯერობით, ამ გადაწყვეტილებისთვის შესაბამისი ვადები, თუ არ ვცდები 2027 წლამდე უნდა იყოს ხელშეკრულების ვადა, რომელიც ზღუდავს 200 კმ მანძილზე ახალი აეროპორტის ექსპლუატაციაში შესვლას. ეს პერიოდი ახალი აეროპორტის მწყობრში მოსაყვანად შეიძლება იქნას გამოყენებული. ამ მიმართულებით გარკვეული შესწავლაა ჩასატარებელი. ამას სჭირდება შესაბამისი პროექტი და კვლევებიც, თუმცა დრო გვაქვს“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, შეზღუდვა, რომელიც მოქმედ აეროპორტებთან ხელშეკრულების პირობებშია და 200 კმ მანძილზე ახალი აეროპორტის ექსპლუატაციაში შესვლას კრძალავს, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, სავარაუდოდ, აღარ იმოქმედებს.

„ამ პირობებით ასეთი ტიპის შეზღუდვა, ვფიქრობთ, აღარ იარსებებს, რადგან ეს საკმაოდ მძიმეა როგორც აეროპორტების განვითარებისთვის, ისე ბევრი ფაქტორის გამო. კონკურენციის ნაწილია ისიც, რომ შედარებით დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები თბილისის აეროპორტი -დან ვერ ოპერირებს, იქიდან გამომდინარე, რომ ტრაფიკები მაღალია. ახალ აეროპორტს ექნება დიდი შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად განვითარდეს და მეტი მგზავრი მოიზიდოს“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

დღეისათვის საქართველოში სამი საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტია, საიდანაც ფრენები ხორციელდება მსოფლიოს უამრავი მოთხოვნადი მიმართულებით.

ავიაბილეთები საუკეთესო ფასად რომ დაჯავშნოთ, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 და მიიღეთ საუკეთესო შემოთავაზება თქვენთვის სასურვე ავიარეისებზე.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიAir Baltic-მა ბათუმი-რიგას მიმართულებით ფრენები განაახლა
შემდეგი სტატიაქუთაისიდან საბერძნეთის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება
3.7 18 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments