mwvane baratis shevseba
mwvane baratis shevseba

ქუთაისი აბუ-დაბი აბუ-დაბი ქუთაისი ს მიმართულებით ავიარეისები იზრდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ნოემბრიდან აბუ-დაბის საჰაერო ხაზზე ავიასიხშირეები გაიზრდება. ამჟამად, აღნიშნული მიმართულებით wizz air ყოველდღიურ პირდაპირი რეისებს ასრულებს, თუმცა ზამთრის სეზონზე ფრენების რაოდენობას კვირაში 10 სიხშირემდე გაზრდის.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უმასპინძლა არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს, აჰმედ ალნუაიმს. ვიზიტის ფარგლებში ელჩს დავით აღმაშენებლის სახელობის ტერმინალი, სანავიგაციო კოშკურა და აეროპორტის ოპერაციული პროცესი დეტალურად გააცნეს.

მხარეებმა ასევე განიხილეს ნოემბრიდან დაგეგმილი სიხშირეების ზრდა. ელჩმა აღნიშნა, რომ ქუთაისის აბუ-დაბი საჰაერო მარშრუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მგზავრთნაკადის მიხედვით ეს მიმართულება პირველ ადგილზეა.

ქუთაისი აბუ-დაბი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
22 ოქტომბერი 202431 ოქტომბერი 2024Wizz Airავიაბილეთები 463 -დან
21 ნოემბერი 202426 ნოემბერი 2024Wizz Airავიაბილეთები 347 -დან
1 დეკემბერი 20248 დეკემბერი 2024Wizz Airავიაბილეთები 401 -დან

 

kutaisi abu dhabi

„სასიამოვნოა ქუთაისის თანამედროვე და ლამაზი აეროპორტში ყოფნა. მოხარულები ვართ, რომ Wizz Air Abu Dhabi, რომელიც ამჟამად აბუ-დაბიდან ქუთაისში ყოველდღიურად ახორციელებს რეისებს, მალე ფრენების რაოდენობას თითქმის გააორმაგებს. გარკვეულ დღეებში კი ორი რეისი შესრულდება“, – განაცხადა აჰმედ ალნუაიმიმ.

ქარქაშაძის თქმით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული მიმართულებით. „დღეს მქონდა პატივი მემასპინძლა ელჩისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და გაგვეზიარებინა ჩვენი სამომავლო გეგმები. 2024-2025 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონზე აბუ-დაბი-ქუთაისის მიმართულებით რეისები დღეში ორჯერ განხორციელდება. ახლო აღმოსავლეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ტურისტული ბაზარია, ამიტომ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ამ მიმართულების განვითარებისთვის“, – განაცხადა ქარქაშაძემ.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, Wizz Air kutaisi -მ აბუ-დაბის მარშრუტზე 115,000-ზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.

დაჯავშნე აბუ-დაბის ავიაბილეთები ყველაზე იაფად. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიქუთაისის აეროპორტიდან შორ მანძილზე ფრენები იქნება შესაძლებელი
შემდეგი სტატიაყველაზე იაფი ქვეყნები სამოგზაუროდ 2025 წელს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments