Air China -მ, ჩინეთის უმსხვილესმა ავიაკომპანიამ, საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო. ავიაკომპანიამ ურუმჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი –ს მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი გვიან ღამით, BOEING 737-800 ტიპის თვითმფრინავით შეასრულა, რომლის ბორტზეც 98 მგზავრი იმყოფებოდა. ხოლო, თბილისის მიმართულებით განხორციელებული რეისის შემდეგ, ჩინეთის მიმართულებით 121 მგზავრი გაემგზავრა.
TAV Georgia -ს ორგანიზებით, პირველი რეისის მგზავრებსა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებს თბილისის აეროპორტში განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს.
ამ ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, რომლეიც 2024 წლის მაისიდან შევიდა ძალაში, ჩინური ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ეარ ჩაინა -სთან აქტიური მოლაპარაკებები საავიაციო ფორუმ Routes Asia 2024-ის ფარგლებში გამართა, რათა გაღრმავდეს ავიაკომპანიასთან თანამშრომლობა და დაინერგოს პირდაპირი რეგულარული ფრენები საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის.
თბილისი ურუმჩი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
22 დეკემბერი 2024 | 29 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 969 -დან | |
20 იანვარი 2025 | 27 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 1 092 -დან | |
3 თებერვალი 2025 | 17 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 1 523 -დან |
„საქართველოს ავიაბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China შემოვიდა და პირველი რეისი ურუმჩიდან თბილისში წარმატებით განახორციელა. ამ ეტაპზე ფრენები თბილისი ურუმჩი ურუმჩი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე, კვირაში სამჯერ შესრულდება. თუმცა, მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში, ავიაკომპანია სიხშირეების გაზრდას განიხილავს.
პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დასაწყებად. Air China, China Southern-ის შემდეგ, მეორე ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებს,“ – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაკო ჭილაშვილმა.
2024 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ჩინეთიდან პირდაპირი რეისებით საქართველოში 66,485 ტურისტი შემოვიდა. Air China, რომელიც 69 წლის წინ დაფუძნდა, Star Alliance-ის წევრია და პირდაპირ ფრენებს მსოფლიოს 183 ქვეყანაში ახორციელებს. ავიაკომპანია air china georgia არის მეორე ჩინური ავიაკომპანია, China Southern-ის შემდეგ, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებს.
შეიძინე ავიაბილეთები ურუმჩის მიმართულებით იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907