2024 წლისთვის დაგეგმილი იყო ETIAS -ის სისტემის ამოქმედება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც შენგენის ზონაში სამოგზაუროდ ვიზა არ სჭირდებათ. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ პროცესის დაწყება კვლავ გადაიდო. ამის შესახებ პორტალი schengenvisainfo.com ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის კომენტარზე დაყრდნობით წერს.

ევროკავშირის თქმით ETIAS -ის სისტემა უსაფრთხოების ერთ-ერთი ზომაა და ის საზღვრის გადაკვეთისას დანაშაულებისა და ტერორიზმის პრევენციას ემსახურება.

პროცედურა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ვიზა. საჭიროებს ონლაინ კითხვარის შევსებას, რომელიც მხოლოდ 10 წუთს მოიცავს და არ ითხოვს ბიომეტრიულ ინფორმაციას, თუმცა მისი დასტურის მიღება ყველა მოგზაურისთვის სავალდებულოა.

ავტორიზაცია ვალიდური იქნება 3 წლის განმავლობაში ან პასპორტის ვადის ამოწურვამდე. თუ თქვენ იღებთ ახალ პასპორტს, უნდა მიიღოთ ETIAS ახალი ავტორიზაცია. ამასთან, იმიგრაციის წესები კვლავ ძალაში დარჩება და მოგზაურებს ისევ დასჭირდებათ თან იქონიონ ის საბუთები რაც ევროპაში სამოგზაუროდაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ ეს პროცედურა ფასიანი იქნება. იმ მოქალაქეებს, ვინც აქამდე ევროპის წევრ ქვეყნებში უვიზოდ დაიშვებოდნენ, ვიზის მოსაკრებლის პროცედურის გავლა და თანხის გადახდა მოუწევთ.

ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა28 მარტი 20264 აპრილი 2026FlyArystanავიაბილეთები 551 -დან
ათენი20 მარტი 202629 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 203 -დან
ბარსელონა23 თებერვალი 202627 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 401 -დან
ბერლინი15 იანვარი 202618 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 671 -დან
ბრიუსელი7 იანვარი 202611 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 552 -დან

 

„თავდაპირველად ვიმედოვნებდით, რომ სისტემა 2023 წლის ბოლოს ამოქმედდებოდა, ან არაუგვიანეს 2024 წლის დასაწყისში. გაუთვალისწინებელი შეფერხებების გამო, ცხადი გახდა, რომ ამ ვადაში ვერ ჩავეტეოდით. შედეგად, ETIAS-ის განხორციელება გადაიდო 2025 წლის მაისისთვის“. – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

იმისათვის, რომ ავიაბილეთები ყველაზე იაფად შეიძინოთ, დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში2023 წლის 5 ყველაზე მონახულებადი ქალაქი მსოფლიოში
შემდეგი სტატიაWizz Air-ის ყველაზე იაფი ავიაბილეთები იანვრის თვეში
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments