ედელვაისი არის შვეიცარიული ავიაკომპანია, რომელიც ცნობილია თავისი მაღალი ხარისხის მომსახურებითა და ტურისთული მიმართულებებით, რაც მას მოთხოვნად კომპანიად აქცევს როგორც დამსვენებლებში, ასევე ბიზნეს-კლიენტებში. კომპანია დაფუძნებულია ციურიხში და წარმოდგენილია Lufthansa Group-ის წევრი ავიაკომპანიების ჩამონათვალში, რაც მის სანდოობასა და ხარისხს კიდევ უფრო ამყარებს.

edelweiss georgiaEdelweiss Air დაარსდა 1995 წელს და თავდაპირველად მცირე, რეგიონალურ ავიაკომპანიას წარმოადგენდა, რომლის მთავარი მიზანი შვეიცარიის ტურისტული ბაზრის მომსახურება იყო. ავიაკომპანიის სახელი შვეიცარიის ეროვნული ყვავილის, ედელვაის-ისგან მომდინარეობს, რომელიც სიმტკიცისა და სილამაზის სიმბოლოა. ეს სახელწოდება ძალიან კარგად მოერგო ბრენდს, რადგან ედელვაის -მა შეძლო წარმოედგინა როგორც საიმედო და ესთეტიკურად მიმზიდველი ავიაკომპანია, რომელიც მომხმარებელს კომფორტსა და სასიამოვნო ფრენას სთავაზობს.

კომპანიის დაარსების მომენტიდან, ედელვაისმა აირჩია ნიშური პოზიციონირება და გადაწყვიტა, რომ უფრო მეტად იქნებოდა ორიენტირებული ტურისტულ ბაზარზე, რაც იმას გულისხმობს, რომ მისი ძირითადი ფრენები ისეთ მიმართულებებზე იყო გათვლილი, სადაც ტურისტები ხშირად მოგზაურობენ. 2008 წელს, ედელვაისი შეუერთდა Lufthansa Group-ს და უფრო მჭიდრო პარტნიორობა დაამყარა SWISS International Airlines-თან, რამაც კომპანიას მისცა საშუალება გაეფართოვებინა თავისი მიმართულებების სპექტრი და გაეუმჯობესებინა სერვისები.

რა მიმართულებით ახორციელებს ფრენებს აედელვაისი?

ავიაკომპანია ედელვაის -ის მიმართულებები მოიცავს 90-ზე მეტ ტურისტულ ლოკაციას მსოფლიოს გარშემო. ძირითადი მიმართულებები მოიცავს ევროპის ქვეყნებს, ჩრდილოეთ ამერიკას, კარიბის ზღვას, აფრიკას, აზიას და შუა აღმოსავლეთს. მიმართულებების სიის გაფართოება უზრუნველყოფს, რომ ედელვაისმა იპოვოს თავისი ადგილი გლობალურ ტურისტულ ბაზარზე და დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოთხოვნები მრავალფეროვანი მიმართულებებით.

აღსანიშნავია, რომ ახლახანს ცნობილი გახდა ავიაკომპანიის შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე .

ედელვაის თბილისმა პირდაპირი რეგულარული ფრენები 2025 წლის აპრილიდან დაიწყო, თბილისი ციურიხი – ციურიხი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე.

თბილისის მიმართულება განსაკუთრებით პოპულარული გახდა იმ ტურისტებისთვის, რომლებიც საქართველოს ისტორიით, ბუნებითა და კულტურით არიან დაინტერესებულნი.

თბილისი ციურიხი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
13 ნოემბერი 202620 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 870 -დან
16 ნოემბერი 202618 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 979 -დან
19 ნოემბერი 202627 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 676 -დან
20 ნოემბერი 202624 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 788 -დან
27 ნოემბერი 202629 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 590 -დან
29 ნოემბერი 202611 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 557 -დან
5 დეკემბერი 20269 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 554 -დან
19 დეკემბერი 202626 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 792 -დან
23 დეკემბერი 202611 იანვარი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 570 -დან
30 დეკემბერი 202610 იანვარი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 630 -დან
2 იანვარი 20279 იანვარი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 1 025 -დან
7 იანვარი 202712 იანვარი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 697 -დან
20 იანვარი 202723 იანვარი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 599 -დან
28 იანვარი 20271 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 590 -დან
10 თებერვალი 202713 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 624 -დან
4 აპრილი 202717 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 873 -დან
15 აპრილი 202718 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 627 -დან
4 მაისი 20278 მაისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 732 -დან
12 მაისი 202726 მაისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 738 -დან
21 მაისი 202721 მაისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 785 -დან
20 ივლისი 202729 ივლისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 999 -დან
22 ივლისი 202731 ივლისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 794 -დან
4 აგვისტო 202710 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 830 -დან
15 სექტემბერი 202715 სექტემბერი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 842 -დან

 

დღეს ედელვაის საკმაოდ მრავალფეროვანი და თანამედროვე ავიაპარკი აქვს, რაც უზრუნველყოფს მისი ფრენების საიმედოობასა და კომფორტს. კომპანიის ავიაპარკში შედის Airbus A320 და A340 ტიპის თვითმფრინავები, რომლებიც განკუთვნილია მოკლე, საშუალო და გრძელ დისტანციებზე ფრენებისთვის. თითოეული თვითმფრინავი აღჭურვილია კომფორტული სავარძლებით და მაღალი ხარისხის ავიატექნოლოგიებით, რაც ხელს უწყობს მომხმარებლის გამოცდილებa მაქსიმალურად კარგი იყოს.

სერვისები და კომფორტი

edelweiss airედელვაისი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მომხმარებლის კომფორტს და სერვისების ხარისხს. კომპანიის თითოეულ თვითმფრინავში არსებობს რამდენიმე კლასის სავარძლები, მათ შორის არის ეკონომ კლასის კომფორტული ვარიანტი, რომელიც უფრო მეტი ადგილისა და კომფორტს უზრუნველყოფს სტანდარტულ ეკონომ კლასთან შედარებით. ბიზნეს კლასის მგზავრებს კი აქვთ უფრო მეტი სივრცე, მაღალი ხარისხის კვების სერვისი და დამატებითი კომფორტის ელემენტები, როგორიცაა დასაწოლი სავარძლები.

მგზავრებს აქვთ საშუალება ისარგებლონ გემრიელი კერძებით, რომლებიც შვეიცარიულ კულინარიულ ტრადიციებზეა დაფუძნებული. ბორტზე არსებული გასართობი სისტემაც გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით, რაც მგზავრებს საშუალებას აძლევს, გაატარონ დრო კომფორტულად.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს გარემოს დაცვას და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის აღებას. Edelweiss Air ახორციელებს „მწვანე“ ინიციატივებს, რომლებიც ითვალისწინებს საწვავის ეკონომიურ გამოყენებას, ნარჩენების შემცირებას და ახალი, უფრო ეფექტური თვითმფრინავების დამატებას.

Edelweiss Air -ს აქვს ამბიციური გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს ბაზრის გაფართოებას და უფრო მეტი მომხმარებლის მიზიდვას. ავიაკომპანია განაგრძობს თავისი მიმართულებების გაფართოებას. ედელვაის მუდმივად სწავლობს ახალ მიმართულებებს, ბაზრის მოთხოვნილებებს და ცდილობს, გააუმჯობესოს ფრენების სიხშირე პოპულარულ ტურისტულ ადგილებში, მათ შორის საქართველოშიც.

აღნიშნული ავიაკომპანიით სარგებლობამდე, გაეცანით შემდეგ ინფორმაციას, რათა გდაგეგმოთ  მოგზაურობა მარტივად და გახადოთ ის სასიამოვნო.

ინფორმაცია ბარგის შესახებ

ხელბარგი:

  • ეკონომკლასის მგზავრებს უფლება აქვთ წამოიღონ 1 ერთეული ხელბარგი, რომლის მაქსიმალური წონა არ უნდა აღემატებოდეს 8 კგ-ს. ზომები კი არ უნდა იყოს 55 x 40 x 23 სმ-ზე მეტი.
  • ბიზნესკლასის მგზავრებს ნებადართული აქვთ 2 ერთეული ხელბარგი, თითოეული მაქსიმუმ 8 კგ-მდე, იგივე ზომებით.

ჩსაბარებელი ბარგი:

  • ეკონომკლასში : 1 ერთეული 23 კგ-მდე ბარგი.
  • ეკონომპრემიუმ კლასში: 2 ერთეული ბარგი, თითო 23 კგ-მდე.
  • ბიზნესკლასში: 2 ერთეული ბარგი, თითო 32 კგ-მდე.

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ: 

ავიაკომპანია მგზავრებს რეგისტრაციისთვის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს, რათა მგზავრობა უფრო კომფორტული გახადოს.

ონლაინ რეგისტრაცია

ონლაინ რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ფრენის გამგზავრებამდე 23 საათით ადრე. რეგისტრაცია იხურება ფრენის გამგზავრებამდე 3 საათით ადრე.

აეროპორტის რეგისტრაცია

რეგისტრაცია, როგორც წესი, გამგზავრებამდე 2-3 საათით ადრე იწყება და იხურება გამგზავრებამდე 1 საათით ადრე.

კიოსკის რეგისტრაცია

ზოგიერთ აეროპორტში ედელვაისის მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ თვითმომსახურების კიოსკით, სადაც რეგისტრაციის სწრაფად გავლა და ბილეთის ამობეჭდვაა შესაძლებელი.

შეიძინე ედელვაის -ის ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge-ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშითბილისიდან ციურიხში პირდაპირი ფრენები იწყება
შემდეგი სტატიაArmenian Airlines საახალწლო პერიოდში ერევანსა და ბათუმს შორის გეგმავს ფრენებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
3 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Guest
ნიკა
1 year ago

კარგი ავიაკოპანია

თბილისის აეროპორტში ოპერირება Edelweiss-მა და Transavia France-მა დაიწყო
1 year ago

[…] ავიაკომპანია Edelweiss -მა და ფრანგულმა დაბალბიუჯეტურმა […]

საქართველოში ოპერირებას British Airways, easyJet, Edelweiss და Transavia France იწყებენ
7 months ago

[…] საქართველოს მიმართულებით British Airways, easyJet, Edelweiss და Transavia France […]