დუბაის საუკეთესო პლაჟები ქალაქის ხელოვნურ კუნძულებზე – პალმ-ჯუმეირასა და პალმ ჯებელ ალიზეა. ქალაქის საკულტო ღირსშესანიშნაობებთან ერთად, ეს პლაჟები ქალაქის ხასიათს მნიშვნელოვან შტრიხებს სძენს. ზოგი პლაჟი ოჯახური, ანუ წყნარი დასვენებისთვისაა განკუთვნილი, ზოგიც, პირიქით, აქტიური დასვენების მრავალ შესაძლებლობას იძლევა.

რომელია დუბაის საუკეთესო უფასო საზოგადოებრივი პლაჟები?

  • Sunset Beach – რომანტიკოსებისთვის და მზის ჩასვლის სანახაობის მოყვარულთათვის ნამდვილად განსაკუთრებული ადგილია. ამასთან, ამ პლაჟიდან შესანიშნავი ხედი იშლება ლეგენდარულ სასტუმრო ბურჯ-ალ არაბზე. ადგილობრივების აზრით, ეს ქალაქის საუკეთესო პლაჟია იმის სანახავად, თუ როგორ ეშვება მზე ჰორიზონტზე და როგორ იცვლის ფერებს სანაპირო მზის ჩასვლისას.
  • Al Sufouh ცნობილი, როგორც შავი სასახლე, ნამდვილი თავშესაფარია ხმაურიანი მეგაპოლისისგან. ეს ადგილი იზიდავს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე რელაქსაციის მაძიებელ გამოცდილ ტურისტებს. ცოტამ თუ იცის, რომ ამ პლაჟზე ვიწრო ბილიკით უნდა მოხვდეს, რომელიც ორი სასახლის შუაში გადის, რის გამოც მას “დამალულ მარგალიტსაც” უწოდებენ. ის მშვენიერი ადგილია ბავშვებთან ერთად დასსვენებლადაც, რადგან ნაპირიდან საგრძნობლად დიდ მანძილზეც კი წყალი სულაც არაა ღრმა. ამ სანაპიროდან შეგიძლიათ დატკბეთ თვალწარმტაცი ხედებით პალმ ჯუმეირასა და ცნობილი ბურჯ-ალ-არაბზე.
  • Jumeirah Beach Residence Beach, დუბაის მარინას რაიონში მდებარეობს და ფერწერული სილამაზის სანაპირო ზოლის – Dubai Walk-ის გასწვრივაა გადაჭიმული, რომელიც განთქმულია მოდური სასტუმროებით, ლაუნჯებითა და რესტორნებით. სრულყოფილი დასვენებისთვის ამ სანაპიროზე ყველაფერი.

ქუთაისი აბუ დაბი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
22 ნოემბერი 202426 ნოემბერი 2024Wizz Airავიაბილეთები 437 -დან
6 დეკემბერი 20247 დეკემბერი 2024Wizz Airავიაბილეთები 425 -დან
14 იანვარი 202518 იანვარი 2025Wizz Airავიაბილეთები 365 -დან

 

თუ ფინანსებში შეზღუდული არ ხართ, ასევე შეგიძლიათ ისიამოვნთ ფასიანი პლაჟებით, როგორიცაა:

  • Al Mamzar Beach Park იდეალური არჩევანია როგორც ოჯახებისთვის, ისე დიდი ჯგუფებისთვის. ეს უნიკალური სანაპირო პარკი ხუთ სრულად კეთილმოწყობილ პლაჟს აერთიანებს, რომლებიც მწვანე პალმებით, ველოსიპედის ბილიკებით, საცალფეხო ბილიკებით, სპორტული ობიექტებით, კაფეებითა და რესტორნებითაა გარშემორტყმული. პარკში ასევე შეხვდებით სათამაშო ზონას და ამფითეატრს, სადაც რეგულარულად იმართება გასართობი ღონისძიებები. გარდა ამისა, პარკში შეგიძლიათ იქირაოთ შალეები – თანამედროვე, კონდიცირებული ბუნგალოები საჭირო ყველა პირობით კომფორტული დასვენებისთვის.
  • ქალაქში კიდევ ერთი თვალსაჩინო ღირსშესანიშნაობა ფასიანი სანაპირო კომპლექსი Atlantis the Palm -ია, რომელიც პალმ ჯუმეირას კუნძულზე მდებარეობს. კურორტზე ნახავთ დუბაის ერთ-ერთ საუკეთესო აკვაპარკს Aquaventure, ასევე სანაპიროს კლუბებს, როგორიცაა Royal Beach და Nasimi Beach.

სანაპირო კლუბები:

  • სანაპირო კლუბები დუბაიში დასვენების განუყოფელი ნაწილია და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს შემოდგომის სეზონზე. სანაპირო კლუბები იდეალური ადგილებია კომფორტული დასვენებისთვის. აქ ყველგან თეთრი ქვიშაა, შეგიძლიათ გაირუჯოთ ან დაისვენოთ ჩრდილში შეზლონგზე, იცუროთ, და ისარგებლოთ მრავალფეროვანი სერვისით, რომელიც, როგორც წესი, ვიზიტის ღირებულებაში შედის.
  • დუბაის სანაპირო კლუბებიდან ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე, კლუბი ვისტა მარეა (Club Vista Mare), რომელიც მდებარეობს პალმ ჯუმეირას კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე.
  • ვისტა მარეს კლუბის მახლობლად, პალმ ჯუმეირას დასაწყისში, ასევე იპოვით კიდევ ერთ მიმზიდველ სანაპირო კლუბს – The Byron Bathers Club – რომელიც გამოურჩევა თეთრი  და ნათელი ცისფერი ინტერიერით, შესანიშნავი სანაპირო ზოლითა და არაბეთის ყურის თვალწარმტაცი ხედებით.
  • სანაპირო კლუბები, რომლებიც მდებარეობენ ქალაქის ცენტრში, დიდი მოთხოვნით სარგებლობენ. მაგალითად, Nammos -ი, რომელიც დუბაის მარინას ცათამბჯენების შთამბეჭდავი ხედებითა და თვალწარმტაცი ფოტო ადგილებითაა განთქმული.
  • ასევე, პარკ Hyatt Dubai-ში, აუცილებლად მოინახულეთ Twiggy by La Cantine, სანაპირო კლუბი და რესტორანი, რომელიც 100 მეტრიანი პანორამული აუზით, ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს ერთ-ერთი საუკეთესო მენიუთი და ქალაქის განსაცვიფრებელი პანორამებით გამოირჩევა.
  • მეტიც, მათ, ვინც უპირატესობას საღამოობით სანაპიროზე დასვენებას ანიჭებს, დუბაიში ეძლევათ ღამით ცურვის შესაძლებლობაც. მზის ჩასვლის შემდეგ ცურვა ჯუმეირა 2-ის, ჯუმეირას 3-ისა და უმ სუკეიმის რაიონებშია შესაძლებელი. სამივე პლაჟი კეთილმოწყობილია და ძლიერი პროჟექტორებითაა აღჭურვილი, რაც უსაფრთხო ცურვას უზრუნველყოფს.

დუბაის მიმართულებით საუკეთესო ფასად ქუთაისი საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია ვიზეარი -თ გაემგზავრებით. პირველ რიგში ჩაფრინდებით აბუ დაბის აეროპორტში, იქედან კი აეროპორტის ტრანსფერით გაემგზავრებით დუბაიში.

ფრენები ასევე ხორციელდება თბილისის აეროპორტი -დანაც, რომელსაც ავიაკომპანია Air Arabia და flydubai ახორციელებენ და პირდაპირ დუბაის აეროპორტში მოგახვედრებენ. თუმცა ავიაბილეთების ფასი ამ შემთხვევაში შედარებით მაღალია.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე, დაგვირეკეთ: 551 907 907 და მიიღეთ საუკეთესო შემოთავაზება თქვენთვის სასურველ მიმართულებაზე.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air-ის ყველაზე იაფი ავიაბილეთები იანვრის თვეში
შემდეგი სტატიათბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადის მატებაა
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments