ბერძნული ავიაკომპანია SKY Express გთავაზობთ განსაკუთრებულ ფასდაკლებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ათენის მიმართულებით ავიაბილეთებზე, რაც 50%-იან ფასდაკლებას გულისხმობს. ნუ გამოტოვებთ ამ შესაძლებლობას და მოინახულე ათენი საუკეთესო ფასად 2026 წლის მარტის ჩათვლით!

აქციის პირობები:

  • დაჯავშნეთ ბილეთი 10/02/2025-ის 23:59-მდე
  • იმგზავრეთ 12/02/2025 – 30/03/2026 პერიოდში

მოინახულეთ საბერძნეთი SKY express georgia -სთან ერთად და დატკბით უნიკალური გამოცდილებით 50%-მდე ფასდაკლებით! ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, გაემგზავროთ საბერძნეთში კომფორტულად და ბიუჯეტურად. ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ დაჯავშნეთ დროულად, რათა ისარგებლოთ საუკეთესო შეთავაზებით!

SKY Express-ის რეგულარული ფრენები თბილისი ათენი ათენი თბილისი -ს მიმართულებით სრულდება კვირაში სამჯერ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს, ფრენის ხანგრძლივობა სულ რაღაც 3 საათია.

ფრენების განრიგი:

  • სამშაბათი : გაფრენა – 02:45 ჩაფრენა – 03:45
  • ხუთშაბათი : გაფრენა – 02:20 ჩაფრენა – 03:20
  • შაბათი: გაფრენა – 15:45 ჩაფრენა – 16:45

SKY Express თბილისი ათენი ავიაბილეთები

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი1 მარტი 20255 მარტი 2025Sky Expressავიაბილეთები 438 -დან

ათენი – ისტორიისა და კულტურის ქალაქი

Plaka

ათენი საბერძნეთის დედაქალაქი და ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში, რომლის ისტორია ათასწლეულებს ითვლის. ეს არის დემოკრატიის, ფილოსოფიისა და ხელოვნების სამშობლო, სადაც ანტიკური ეპოქის დიდებული ნაშთები შერწყმულია თანამედროვე ცხოვრების რიტმთან.

აკროპოლისი – ათენის მთავარი ღირსშესანიშნაობა აკროპოლისი და მისი მშვენება პართენონია, რომელიც ათენას, ქალაქის მფარველ ღვთაებას, ეძღვნება. აქედან იშლება საოცარი ხედი მთელ ქალაქზე.

პლაკა – ათენის ძველი უბანი – ისტორიული პლაკას უბანი ვიწრო ქუჩებით, ულამაზესი ტავერნებითა და ტრადიციული ბერძნული არქიტექტურით მოგაჯადოებთ. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები, როგორიცაა სუვლაკი და მუსაკა.

თანამედროვე ათენი – მიუხედავად იმისა, რომ ათენი ისტორიულ ქალაქად ითვლება, ის დინამიკური და თანამედროვე ცენტრია. ქალაქის ღამის ცხოვრება, მაღაზიები და სანაპიროზე დასვენება ტურისტებს მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს.

მუზეუმები და არქიტექტურული შედევრები

ათენში არაერთი მუზეუმია, მათ შორის:

  • ათენის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი – მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ბერძნული არტეფაქტების კოლექციით.
  • აკროპოლისის მუზეუმი – სადაც შეგიძლიათ იხილოთ პართენონის ფრიზები და სხვა უნიკალური ძეგლები.

და მაინც, რატომ უნდა ეწვიოთ ათენს ?

  • უნიკალური ისტორიული ძეგლები
  • გემრიელი ბერძნული სამზარეულო
  • თვალწარმტაცი ხედები და ეგეოსის ზღვა
  • მხიარული და სტუმართმოყვარე ატმოსფერო

დაგეგმე შენი მოგზაურობა ათენში და აღმოაჩინე ბერძნული კულტურის სილამაზე!

დაჯავშნეთ SKY express -ის ავიაბილეთები იაფად Avia.ge-ზე. დაგვიკავშირდით: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიმიმართულებები, რომლებზეც EasyJet-ის ახალი პირდაპირი რეისებით, არატრანზიტულად გაემგზავრები
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments