ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines -ი საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ურუმჩის მიმართულებით ყოველდღიური ავიარეისების განხორციელებას ავიაკომპანია 27 სექტემბრიდან შეუდგება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისი ურუმჩი , ურუმჩი თბილისი –ს საჰაერო ხაზზე, რეგულარული ფრენები კვირაში სამი სიხშირის ნაცვლად ყოველდღიურად შესრულდება. ავიაკომპანია რეისებს Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდით ახორციელებს.

თბილისი ურუმჩი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 ივლისი 202431 ივლისი 2024China Southern Airlinesავიაბილეთები 2 031 -დან
11 აგვისტო 202430 აგვისტო 2024China Southern Airlinesავიაბილეთები 1 994 -დან
10 სექტემბერი 202415 სექტემბერი 2024China Southern Airlinesავიაბილეთები 1 974 -დან
1 ოქტომბერი 20247 ოქტომბერი 2024China Southern Airlinesავიაბილეთები 1 672 -დან

 

ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2011 წელს შემოვიდა. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო მან შეწყვიტა საქართველოს მიმართულებით რეისების განხორციელება, თუმცა აღნიშნულ მიმართულებაზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ავიაკომპანიამ 2023 წლის იანვრიდან კვლავ განაახლა.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად, დაგვირეკეთ: 551 907 907 და მიიღეთ საუკეთესო შემოთავაზება. ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშირა არის Wizz Air-ის გეგმები საქართველოს ავიაბაზარზე და როდის დაემატება ახალი პირდაპირი რეისი ქუთაისიდან?
შემდეგი სტატიაwizz air-ი აბუ დაბის მიმართულებით 20%-იან ფასდაკლებას აცხადებს
1 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments