იაფი ფრენები პორტოში

იაფი ფრენები პორტოს მიმართულებით

პორტო პორტუგალიის მეორე უდიდესი ქალაქია მისი დედაქალაქის, ლისაბონის შემდეგ. იგი მდებარეობს მდინარე დუეროს გაყოლებაზე, რომელიც იბერიის ნახევარკუნძულის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მდინარეა. პორტო მთელი ევროპის სტრატეგიული ადგილია, თანაც იგი ერთ-ერთი უძველესი ცენტრია პორტუგალიის, რაც იუნესკოს მიერაც აღიარებულია. თავისი ადგილმდებარეობის დამსახურებით პორტო ხშირად ყოფილა მსოფლიოს უდიდესი იმპერიების ინტერესის სფერო, ეს გავლენა კი მის კულტურულ და ისტორიულ თავისებურებებზე კარგად აისახება.

იაფი ფრენები პორტოში ულამაზეს პორტუგალიურ ქალაქში ამოგაყოფინებთ თავს. მისი ხიდები, ეკლესიები, ციხე-კოშკები ნებისმიერი მნახველის აღფრთოვანებას გამოიწვევს. აქაური მშვიდი ატმოსფერო, ფერადი ქუჩები და შენობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან იზიდავს ტურისტებს. ამ ბლოგში სწორედ ამ ღირსშესანიშნაობებზე, პორტოს ფრენებსა და მოგზაურობისათვის მნიშვნელოვან ტექნიკურ დეტალებაზე შემოგთავაზებთ ინფორმაციას.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენები პორტოში?

პორტოში გამგზავრებას შეძლებთ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებიდან. ყველაზე იაფი ფრენები პორტოში შეგიძლიათ შეიძინოთ ბათუმიდან 653, ქუთაისიდან 338 თბილისიდან კი 367 ლარიდან ზემოთ.

საქართველოს არცერთი აეროპორტიდან პორტოს (OPO) მიმართულებით პირდაპირი რეისები არ სრულდება, თუმცა პორტუგალიის ამ უმშვენიერეს ქალაქში მოხვედრა მოსახერხებელი სატრანზიტო მარშრუტებით არის შესაძლებელი:

ქუთაისიდან ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტია შედგენილი ფრენებით (Self-Transfer) სარგებლობა. Wizz Air-ის რეისებით შეგიძლიათ იფრინოთ მილანის (მალპენსა), ვენის, მემინგენის ან პარიზის (ბოვე) მიმართულებით, საიდანაც პორტუში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები (Ryanair, EasyJet) ყოველდღიურად დაფრინავენ.

თბილისიდან ყველაზე კომფორტული მგზავრობას წამყვანი ავიაკომპანიები გვთავაზობენ. Lufthansa (ფრანკფურტის/მიუნხენის გავლით) და Turkish Airlines (სტამბოლის გავლით) რეგულარულ რეისებს ასრულებენ, სადაც ბარგი პირდაპირ პორტოში ჩადის.

ბათუმიდან მარშრუტი ძირითადად Turkish Airlines-ზე გადის სტამბოლის გავლით. ასევე, ზაფხულის სეზონზე შესაძლებელია AirBaltic-ის გამოყენება რიგის საჰაერო ჰაბის გავლით.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში უფრო დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ პორტოს რეისები საქართველოს რეისები სამივე აეროპორტიდან.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
28 ოქტომბერი 202611 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 146 -დან
30 ოქტომბერი 202612 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაGeorgian Airwaysავიაბილეთები 1 228 -დან
31 ოქტომბერი 202626 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 229 -დან
19 ნოემბერი 202622 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 982 -დან
26 ნოემბერი 20263 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 680 -დან
10 დეკემბერი 202615 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 775 -დან
29 დეკემბერი 20263 იანვარი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 033 -დან
30 დეკემბერი 20268 იანვარი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 130 -დან
18 იანვარი 202724 იანვარი 20271 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 791 -დან
19 იანვარი 202725 იანვარი 20271 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 562 -დან
20 იანვარი 202730 იანვარი 20272 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 662 -დან
15 თებერვალი 202721 თებერვალი 20272 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 864 -დან
9 მარტი 202713 მარტი 20272 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 1 016 -დან
13 მარტი 202723 მარტი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 006 -დან
21 აპრილი 202725 აპრილი 20272 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 043 -დან
1 მაისი 202725 მაისი 20271 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 852 -დან
30 ივლისი 20275 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 1 358 -დან
30 სექტემბერი 202713 ოქტომბერი 20271 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 1 295 -დან
გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
1 ნოემბერი 20268 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 939 -დან
17 ნოემბერი 202622 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 742 -დან
10 დეკემბერი 202610 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 645 -დან
1 იანვარი 202720 იანვარი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 711 -დან
20 იანვარი 202731 იანვარი 20271 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 476 -დან

აღმოაჩინე პორტო

სად დავრჩეთ პორტოში?

პორტოში დასარჩენი ადგილის პოვნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. შეგიძლიათ თქვენს გემოვნებასთან მაქსიმალურად შესაფერისი სასტუმრო ან ჰოსტელი აარჩიოთ.

Feel Porto Firmeza Coworking & Flats

ეს ადგილი უნიკალური შესაძლებლობაა, დაისვენოთ ულამაზეს ბინაში, რომელსაც თან საზიარო სამუშაო სივრცეც აქვს. აქაური ბინები ძალიან მოწესრიგებული, დახვეწილი და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილია.

Vera Cruz Porto Downtown Hotel

ეს მაღალი კლასის სასტუმროა. აქ დაგხვდებათ მოწესრიგებული ნომრები, მაღალი დონის მომსახურება და კომფორტი. სასტუმროს ფასში შედის საუზმეც. თანაც, ნომრებიდან ულამაზესი ხედები იშლება.

AC Hotel Porto by Marriott

ეს საერთაშორისო დონის სასტუმროა. აქ დაგხვდებათ ულამაზესი ნომრები ქალაქის ხედებით. ნომრის საფასურში შედის საუზმის სერვისიც. სასტუმროში დაგხვდებათ ფიტნეს ცენტრიცა და რესტორანიც.

Pao de Acucar Hotel

ეს სასტუმრო ძალიან კარგ ლოკაციაზე მდებარეობს, აქ მეტროსა და მატარებელთან წვდომა გექნებათ. სასტუმროში დაგხვდებათ ბარიც. ნომრებს ულამაზესი ხედები აქვს ტერასებიდან. მის საფასურში კი შედის საუზმის სერვისიც.

რა ვნახოთ პორტოში?

პორტო ღირსშესანიშნაობების მთელ რიგს შემოგთავაზებთ. აქაური კოშკები, ციხესიმაგრეები და ტაძრები გულგრილს არავის დატოვებს.

ლუი პირველის ხიდი

ლუი პირველის ხიდი უდიდესი მეტალის კონსტრუქციაა. იგი მდინარე დუომოზეა გადებული. ხიდი მე-19 საუკუნეში აშენდა, დღეს კი იგი პორტოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა.

პორტოს ტაძარი

პორტოს ტაძარი მე-11 საუკუნის შენობაა. იგი რომანული ტიპის ეკლესიაა და პორტოს შუაგულში მდებარეობს. მიდი იდეალური არქიტექტურა, ულამაზესი სვეტები და თაღები ყველა ტურისტს აღაფრთოვანებს.

კლერგიო

კლერგიოს კოშკს, მუზეუმსა და ტაძარს აუცილებლად უნდა ეწვიოთ. აქედან იშლება ქალაქის 360 გრადუსიანი პანორამული ხედი. ტაძარი ბაროკოს არქიტექტურული სტილისაა, მუზეუმში კი ნახავთ ისტორიულ და სახელოვნებო არტეფაქტებს.

ბოლსის სასახლე

საფონდო ბირჟის უძველესი შენობა 1800-იანი წლებიდან. იგი დღემდე ულამაზესადაა მოწყობილი, მისი დარბაზები ბრწყინვალე შუქითა და არქიტექტურით გამოირჩევა. დღეს ბოლსის სასახლეს ღირსშესანიშნაობის ფუნქცია აქვს.

რა ვჭამოთ პორტოში?

პორტო და პორტუგალიური საჭმელი კულინარიის მოყვარულებსაც არ დაგწყვეტთ გულს. აქ უგემრიელეს კერძებს დააგემოვნებთ რესტორანებსა და კაფე-ბარებში.

Francesinha

აუცილებლად დააგემოვნეთ პორტოს სენდვიჩი. მას აქვს ყველი, ლორი და უგემრიელესი სოუსი, რომლის ბაზაც მომზადებულია ლუდისაგან.

Pastéis de Bacalhau

ეს ვირთევზას ხრატუნა ბურთია. მას აქვს ყველი და სპეციალური ტექნიკითაა მომზადებული. ამ ცომეულს როგორც წესი ღვინოსთან ერთად ჭამენ.

pastel de nata

საუზმისას ან ლანჩისას კი აუცილებლად გირჩევთ სპეციალური ტექნიკით მომზადებული კვერცხი მიირთვათ. იგი ადგილობრივების საყვარელი კერძია.

Prego em prato

ეს კერძი კვერცხის, ყველისა და ბოსტნეულისაგან შედგება. იგი მსუბუქი საჭმელია და აუცილებლად მოგაწონებთ თავს მისი გემოების მრავალფეროვნება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პორტოში ფრენების შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
OPO
ენა
პორტუგალიური
თაიმზონა
GMT+1
დღიური საშუალო თანხა
100-150 ევრო

ხშირად დასმული კითხვები პორტოში ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები პორტოში ან მომავალში აპირებთ მოგზაურობას, აუცილებლად გაეცანით ხშირად დასმული კითხვების სექციას. აქ აღმოაჩენთ პორტოს შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც მოგზაურობის დაგეგმვაში დაგეხმარებათ.

გაზაფხულისა და ზაფხულის თვეები განსაკუთრებით სასიამოვნოა პორტოში სამოგზაუროდ. ამ დროს ქალაქში იდეალური ტემპერატურაა.

პორტო გამორჩეულია თავისი ფერადი ქუჩებით, ტაძრებით, ციხე-კოშკებითა და ხიდებით. ეს ქალაქი ზღაპრულ სამოთხეს გავს.

პორტოს მიმართულებით მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას.

ავიაკომპანია იზიჯეტი და თურქული ავიახაზები პორტოში ყველაზე იაფ ფრენებს შემოგთავაზებენ.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა ძალიან მარტივია. საძიებო ველში შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი მიმართულება, საიტი კი შემოგთავაზებთ საუკეთესო ავიარეისებს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს ქოლ-ცენტრს ან მობრძანდეთ avia.ge -ს ოფისში.

იაფი მოგზაურობისათვის გირჩევთ აარჩიოთ არატურისტული სეზონები. ამ დროს ნაკლები მოთხოვნიდან გამომდინარე ავიაბილეთებისა და სასტუმროების ფასიც იაფდება.

2 დღე მაინც გათვალეთ პორტოში სამოგზაუროდ, რათა ქალაქი სრულყოფილად დაათვალიეროთ.

პორტოს აეროპორტი (OPO) – ქალაქთან ყველაზე ახლოს, 10 კილომეტრში მდებარეობს.

პირველ რიგში, 1 ან 2 თვით ადრე დაგეგმეთ მოგზაურობა, ასევე ეცადეთ მოგზაურობა არ დაამთხვიოთ დასვენების დღეებს ან დღესასწაულებს.

სანდოობა და მრავალწლიანი გამოცდილება – avia.ge მრავალი წელია ლიდერობს ბაზარზე. თუ გსურთ იაფი და სწრაფი მომსაუხრება მიიღოთ, avia.ge საუკეთესო არჩევანი იქნება. თქვენ მიიღებთ გამორჩეულ მომსახურებას როგორც ონლაინ, ასევე დისტანციურად, ქოლ-ცენტრის მეშვეობით ან ოფისში მოსვლით.