შეიძინეთ ავიაბილეთები პორტოს მიმართულებით და აღმოაჩინეთ არა მხოლოდ პორტუგალიის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი. 

პორტუგალიის სიდიდით მეორე ქალაქი პორტო უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს, როგორც ტურისტული დანიშნულება. მისი არქიტექტურა, რომელიც ულამაზეს პეიზაჟს მოგაგონებთ, ერთხელ მაინც უნდა მოინახულოთ. ქალაქში გვხვდება ერთმანეთზე მიწყობილი ფერადი სახლები, რომლებიც საოცარ სანახაობას ქმნიან. პორტოში ნახავთ თანამედროვე არქიტექტურის ნაგებობებსაც, რომლებიც საოცრად ერწყმიან ძველებური სტილის შენობებს.

არქიტექტურასთან ერთად, პორტოს აქტიური ცხოვრების სტილი, უგემრიელესი სამზარეულო, მეგობრული მოსახლეობა და სიცოცხლით სავსე გარემო აუცილებლად დაიპყრობს თქვენს გულს.

რა უნდა მოინახულოთ პორტოში?

მდინარე დუოროს გასწვრივ რიბეირას უბანი მდებარეობს, რომელიც პორტოს ისტორიული ცენტრი და ყველაზე ლამაზი ადგილია. სწორედ აქ ნახავთ კაშკაშა ფერებში შეღებილ სახლებს. ისეირნებთ ვიწრო ქუჩებში, სადაც გზადაგზა შეხვდებით რესტორნებსა და კაფეებს, მაღაზიებს. პორტოში მოგზაურობისას ყველაზე მეტი დროის გატარება სწორედ რიბეირაზე მოგინდებათ.

ავიაბილეთები პორტოს მიმართულებით განსაკუთრებით სასიამოვნო აღმოჩენა ღვინის მოყვარულებისთვის იქნება, რადგან ეს ქალაქი ამ მხრივ განთქმულია.

აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ პორტვაინი – ტკბილი, არომატული ღვინო, რომელიც პორტოში მე-15 საუკუნიდან მზადდება.

რიბეირაზე ყოფნისას აუცილებლად შეამჩნევთ ქალაქის სიმბოლოს, პონტე დომ ლუის I -ის ხიდს. ხიდი ორ ქალაქს, პორტოსა და ვილა ნოვა დე გაიას აკავშირებს. ხიდზე ფეხით მოსიარულეთათვის გამოყოფილია ტროტუარები, საიდანაც შეგიძლიათ ულამაზესი ხედებით დატკბეთ. შემდეგ კი შეგიძლიათ გზა ქალაქ გაიასკენ განაგრძოთ და კიდევ ერთი ქალაქის მშვენიერებით ისიამოვნოთ.

ავენიდა დოს ალიადოს პორტოს კიდევ ერთი აუცილებლად სანახავი ადგილია. ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას ყველაზე კარგად სწორედ აქ ნახავთ. ეს გამზირი პორტოს ყველაზე დატვირთული და ხმაურიანი ადგილია და მიუხედავად ამისა, ავენიდა დოს ალიადოზე გასეირნება მაინც დიდი სიამოვნებას მოგანიჭებთ.

როგორ უნდა გაემგზავროთ პორტოში?

ავიაბილეთები პორტოს მიმართულებით თბილისიდან შეგიძლიათ ტრანზიტულ რეისებზე შეიძინოთ. მაგალითად, Turkish Airlines – ი გვთავაზობს ფრენას თბილისი პორტო -ს საჰაერო ხაზზე სტამბოლში გადაჯდომით. ავიაკომპანია, ასევე, სტამბოლის ტრანზიტით ფრენებს ბათუმიდანაც გვთავაზობს. თურქეთის ავიახაზებით ბათუმი პორტო –ს მიმართულებით რეისი სტამბულის ახალ აეროპორტში გადაჯდომით ასრულებს.

ავიაკომპანია Lufthansa მიუნხენში გადაჯდომით მოგახვედრებთ თბილისიდან პორტოში, ხოლო KLM ამსტერდამში ტრანზიტით შემოგთავაზებთ პორტოში გამგზავრებას.

თბილისი პორტო ავიაბილეთები

გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
29 ივლისი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 702 -დან
31 ივლისი 20253 Გაჩერებაავიაბილეთები 769 -დან
21 ივლისი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 770 -დან
31 აგვისტო 20253 Გაჩერებაავიაბილეთები 587 -დან
19 აგვისტო 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 615 -დან
20 აგვისტო 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 628 -დან
26 აგვისტო 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 664 -დან
25 აგვისტო 20253 Გაჩერებაავიაბილეთები 682 -დან
24 აგვისტო 20253 Გაჩერებაავიაბილეთები 701 -დან
6 აგვისტო 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 757 -დან
23 აგვისტო 20253 Გაჩერებაავიაბილეთები 774 -დან
21 აგვისტო 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 782 -დან
18 აგვისტო 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 784 -დან
22 აგვისტო 20253 Გაჩერებაავიაბილეთები 785 -დან
27 აგვისტო 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 807 -დან
17 აგვისტო 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 809 -დან
4 აგვისტო 20253 Გაჩერებაავიაბილეთები 840 -დან
16 აგვისტო 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 904 -დან
3 აგვისტო 20253 Გაჩერებაავიაბილეთები 918 -დან

პორტოს მიმართულებით გასამგზავრებლად ქუთაისის აეროპორტის გამოყენებაც შეგიძლიათ. ქუთაისი პორტო -ს მიმართულებით მგზავრობისას, თქვენ ჯერ ბარსელონაში გაემგზავრებით Wizz Air – ის რეისით, შემდეგ კი Ryanair -ის ან Vueling -ის რეისით მოხვდებით პორტოში.

ქუთაისი პორტო ავიაბილეთები

გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
29 ივლისი 20253 Გაჩერებაავიაბილეთები 415 -დან
30 ივლისი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 457 -დან
25 ივლისი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 620 -დან
19 ივლისი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 622 -დან
26 აგვისტო 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 468 -დან
2 აგვისტო 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 494 -დან
3 აგვისტო 20253 Გაჩერებაავიაბილეთები 507 -დან
5 აგვისტო 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 522 -დან
27 აგვისტო 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 531 -დან
25 აგვისტო 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 586 -დან
4 აგვისტო 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 601 -დან
28 აგვისტო 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 615 -დან
21 აგვისტო 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 656 -დან
1 აგვისტო 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 679 -დან

რა თანხებთანაა დაკავშირებული პორტოში მოგზაურობა?

ავიაბილეთები თვენახევრით ან ორი თვით ადრე უნდა შეიძინოთ, რომ ძვირი არ დაგიჯდეთ. სასტუმროებში ერთი ღამის ღირებულება დაახლოებით 80-90 ლარიდან იწყება. შედარებით იაფად შეგიძლიათ ჰოსტელები დაჯავშნოთ, რომლის ფასი ერთ ღამეში დაახლოებით 45 ლარიდან იწყება. რაც შეეხება კვებას, ნამდვილად არ დაგჭირდებათ ძვირის გადახდა.

პორტო ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე იაფ ქალაქად ითვლება, ასე რომ, შეგიძლიათ თამამად შეიძინოთ ავიაბილეთები პორტოს მიმართულებით და დაუვიწყარი მოგზაურობა მოიწყოთ.

ავიაბილეთები პორტოს მიმართულებით შეგიძლიათ მოიძიოთ AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან მობილურ აპლიკაციაში და თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოთ. უფრო მეტი კომფორტისთვის და საუკეთესო შეთავაზებისთვის კი ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ.

პორტოს მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიმსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია მგზავრებს ნიღბების ტარებას აღარ მოსთხოვს
შემდეგი სტატიაქუთაისიდან რომის მიმართულებით ფრენები აღდგება
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments