პორტუგალიის ბინადრობის ნებართვაპორტუგალიის ბინადრობის ნებართვის ოქროს პროგრამა (საყოველთაოდ ცნობილია, როგორც პორტუგალიის ოქროს სავიზო პროგრამა) არის ხუთწლიანი ბინადრობის საინვესტიციო პროგრამა არაევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეთათვის. ბინადრობის ნებართვა იძლევა პორტუგალიაში ცხოვრების, მუშაობისა და სწავლის უფლებას და ასევე, თავისუფალ მიმოსვლას ევროპის შენგენის ზონაში.

საინვესტიციო სავიზო პროგრამები, ევროპის რიგ ქვეყნებში, დასასრულს უახლოვდება. პორტუგალია ერთ-ერთი უკანასკნელი ქვეყანაა, რომელმაც ოქროს ვიზების გაცემა შეწყვიტა, სადაც 530 000 დოლარის სანაცვლოდ ევროკავშირის ბინადრობის მიღება იყო შესაძლებელი. დღემდე, ამ შესაძლებლობით 12 000 -ზე მეტმა ინვესტორმა ისარგებლა.

პორტუგალიის მიერ “ოქროს ვიზები” -ს პროგრამის გაუქმება, უმეტესწილად, ევროკავშირის მხრიდან წამოსულ წნეხს უკავშირდება, რაც თაღლითობასა და ფულის გათეთრებიის შიშებთან ასოცირდება.

საქმე იმაშია, რომ საინვესტიციო ვიზებით, ხშირად, ისეთი ქვეყნების წარმომადგენლები სარგებლობენ, სადაც ფულის გათეთრების კანონმდებლობა არასათანადოდაა ჩამოყალიბებული. “ოქროს ვიზების” მფლობელებს შორის შევხვდედბით ისეთი ქვეყნის მოქალაქეები, როგორიცაა რუსეთის ფედერაცია და გამორიცხული არ არის, რომ ასეთი პროგრამების გაუქმება სწორედ ევროკავშირის მიერ რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებს უკავშირდებოდეს.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიასთან ერთად აღნიშნული პროგრამის გაუქმების გადაწყვეტილება ირლანდიამაც მიიღო, რაც, საბერძნეთის წისქვილზე ასხამს წყალს, რომელიც არ აპირებს საინვესტიციო ვიზების გაუქმებას, თუმცა მაისიდან მინიმალურ ზღვარს 500 000 დოლარამდე გაზრდის.

თუ პორტუგალიის მიმართულებით ტურისტული მიზნით აპირებთ გამგზავრებას, ავიაბილეთების საუკეთესო ფასად შესაძენად, დაგვიკავშირდით: 551 907 907 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიწელს ქუთაისის აეროპორტი მგზავრთნაკადით მაქსიმუმს აღწევს
შემდეგი სტატია1 მაისიდან Turkish Airlines თბილისიდან კრაკოვში იფრენს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments