იაფი ფრენები კატოვიცეს მიმართულებით
კატოვიცე პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქია. იგი ცნობილია თავისი ინდუსტრიული და კულტურული მნიშვნელობით. თუ პოლონეთის ისტორიის ახლოდან გაცნობა გსურთ, ქალაქი ამისათვის ზღვა შესაძლებლობას მოგცემთ. იაფი ფრენები კატოვიცეში თქვენთვის დროში მოგზაურობის საგზურივით გამოდგება.
კატოვიცე უამრავ საინტერესო აქტივობას შემოგთავაზებთ. აქ ვიზიტი ნებისმიერი ტიპის მოგზაურისთვის კარგი თავგადასავლის მომასწავებელი იქნება. კატოვიცეს მდიდარი ისტორიული წარსული აქვს, შესაბამისად აქ ნახავთ მუზეუმებს, რომლებიც მსოფლიო დონის მოვლენებს გაგიცოცხლებენ თვალწინ, არტ გალერეებსა და კულტურულ ძეგლებს.
კატოვიცე შუასაუკუნეებისა და რენესანსის ტიპის არქიტექტურის აღმოჩენის წინამძღვარიც იქნება. ქალაქში ნახავთ ულამაზეს ტაძრებს. ასევე, გართობის მოყვარულებისთვისაც მოიძებნება თავის შესაქცევი ღონისძიებები. ქალაქი კულინარიულ შედევრებსაც გაგაცნობთ. ერთი სიტყვით, ქალაქში თავმოყრილია ყველაფერი, რამაც შეიძლება ტურისტი დააინტერესოს.
 
 


