7.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026

იაფი ფრენები ჰამბურგში

იაფი ფრენები ჰამბურგის მიმართულებით

გერმანიის სიდიდით მეორე ქალაქი ჰამბურგი არქიტექტურული და საპორტო მნიშვნელობის მქონე ადგილია. ქალაქს 110 კილომეტრიანი საპორტო ხაზი აქვს ჩრდილოეთის ზღვაზე, რაც მის მნიშვნელობას გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ზრდის. აქ 2000-ზე მეტი ხიდი, ეკლესიები, მუზეუმები და კულტურული ძეგლები შეგხვდებათ. ისტორიისა და არქიტექტურის მოყვარულები ამ ქალაქში არ მოიწყენთ – ყოველ ქუჩაზე სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა იჩენს თავს.

თუ ბიტლების მოყვარული ხართ, მაშინ ამ ქალაქს თქვენთვის სხვა სიმბოლური მნიშვნელობაც ექნება – ცნობილმა ჯგუფმა 1960-იან წლებში ქალაქ ჰამბურგში პირველი კონცერტები გამართა. თუ გსურთ რომ ბიტლების განსაკუთრებით მოყვარე ხალხი და ქალაქი მოინახულოთ, მაშინ იაფი ფრენები ჰამბურგში თქვენთვისაა.

ჰამბურგი მოგხიბლავთ როგორც თავისი პორტებით, ისე სპეციალურად მოწყობილი უბნებით, მაგალითად წითელი ნათებებით განათებული უბანი ტურისტებისთვის განსაკუთრებით საყვარელი ადგილია. ამ ქალაქში არ მოიწყენთ, ჰამბურგში არსებული მაგიური ატმოსფერო ბიტლების მუსიკასავით ზღაპრულს გახდის თქვენს მოგზაურობას.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა ჰამბურგში?

ჰამბურგში შეგიძლიათ გაფრინდეთ თბილისის, ბათუმის ან ქუთაისის აეროპორტებიდან. ფასები განსხვავებულია. თბილისიდან ჰამბურგის მიმართულებით იაფი ავიაბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ 217 ლარიდან ზემოთ, ბათუმიდან 380 ლარიდან, ხოლო ქუთაისიდან იაფი ფრენები ჰამბურგში 107 ლარიდან ზემოთ დაგიჯდებათ. ნახავთ როგორც პირდაპირ, ასევე გადაჯდომით ავიარეისებს.

თბილისიდან ჰამბურგში მხოლოდ გადაჯდომით ფრენებს ნახავთ. შემოგთავაზებთ შემდეგი ავიაკომპანიების რეისებს: Ajet Airlines, Pegasus, Turkish Airlines, Lot, Aegean Airlines, Lufthansa და სხვა. აჯეტი, პეგასუსი და თურქეთის ავიახაზები სტამბოლის აეროპორტში გადაჯდომით დაფრინავენ ჰამბურგში, ლოტი ვარშავის, ეგეოსის ავიახაზები ათენში, ხოლო ლუფთანზა მიუნხენის აეროპორტში.

ქუთაისიდან პირდაპირ ავიარეისებს შემოგთავაზებთ უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air -ი. რეისები კვირაშუ ორჯერ, ყოველ სამშაბათს და შაბათს სრულდება.

რაც შეეხება ბათუმის აეროპორტს, შეგიძლიათ Turkish Airlines -ის ტრანზიტული რეისებით გაემგზავროთ ჰამბურგში.

ჰამბურგის მიმართულებით გაფრენას ერევნიდანაც შეძლებთ. ყველაზე იაფად ფრენებს 73 ლარიდან ზემოთ ნახავთ. შემოგთავაზებთ უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air -ის ავიაბილეთებს. ფრენები სრულდება კვირაში სამჯერ. ერევნამდე კი თბილისიდან ძალიან მარტივად შეძლებთ წასვლას როგორც პირადი მანქანით, ასევე ავტობუსითა თუ რკინიგზის მომსახურებით.

დაბლა ნახავთ ავიაბილეთებს ჰამბურგის მიმართულებით თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებიდან.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
19 მარტი 202626 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 747 -დან
20 მარტი 20267 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 584 -დან
25 მარტი 202621 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 597 -დან
29 მარტი 20261 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 735 -დან
4 აპრილი 20267 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 820 -დან
15 მაისი 202618 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 642 -დან
31 მაისი 202613 ივნისი 20261 ᲒაჩერებაEasyJetავიაბილეთები 892 -დან
3 ივნისი 20269 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 740 -დან
13 ივნისი 202626 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 893 -დან
19 ივნისი 202630 ივნისი 20261 ᲒაჩერებაHelvetic Airwaysავიაბილეთები 931 -დან
26 ნოემბერი 20265 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 850 -დან
22 დეკემბერი 202626 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 004 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
18 მარტი 202621 მარტი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 911 -დან
20 მარტი 202624 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 625 -დან
21 მარტი 202614 აპრილი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 238 -დან
24 მარტი 202614 აპრილი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 238 -დან
28 მარტი 202611 აპრილი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 477 -დან
30 მარტი 202628 აპრილი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 504 -დან
31 მარტი 202629 აპრილი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 683 -დან
1 აპრილი 202615 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 651 -დან
7 აპრილი 202614 აპრილი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 443 -დან
10 აპრილი 202617 აპრილი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 799 -დან
14 აპრილი 202621 აპრილი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 319 -დან
17 აპრილი 202620 აპრილი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 915 -დან
18 აპრილი 202625 აპრილი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 399 -დან
20 აპრილი 202625 აპრილი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 487 -დან
25 აპრილი 20261 მაისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 602 -დან
27 აპრილი 20262 მაისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 477 -დან
28 აპრილი 20262 მაისი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 325 -დან
2 მაისი 20265 მაისი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 438 -დან
5 მაისი 202612 მაისი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 341 -დან
7 მაისი 202615 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 973 -დან
15 მაისი 202618 მაისი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 701 -დან
19 მაისი 202626 მაისი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 310 -დან
26 მაისი 202630 მაისი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 505 -დან
30 მაისი 20266 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 720 -დან
31 მაისი 202613 ივნისი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 707 -დან
2 ივნისი 20266 ივნისი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 755 -დან
9 ივლისი 20261 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 780 -დან
30 ნოემბერი 202610 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 789 -დან
1 დეკემბერი 202611 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 576 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
14 ივლისი 202622 ივლისი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 229 -დან

აღმოაჩინე ჰამბურგი

სად დავრჩეთ ჰამბურგში?

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები ჰამბურგში, მაშინ დასარჩენი ადგილის მოძებნა თქვენთვის უკვე პრიორიტეტული საქმეების სიაში პირველია. რამდენიმე ალტერნატივას ჩვენც შემოგთავაზებთ, თუმცა უმჯობესია მალევე დაჯავშნოთ სასტუმროსა თუ ჰოსტელის ნომრები თქვენივე გემოვნებით.

Courtyard by Marriott Hamburg City

გარდა ნომრებში არსებული კომფორტისა, ეს სასტუმრო შემოგთავაზებთ ფიტნეს ცენტრს, რესტორანსა და ბარს. 24 საათიანი მომსახურება კი თქვენი გერმანული არდადეგების იდეალურად წარმართვაზე იზრუნებს. სასტუმრო იდეალურ ადგილას- ჰამბურგის ცენტრალური სადგურიდან მხოლოდ 1 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

IntercityHotel Hamburg Hauptbahnhof

ეს სასტუმრო განსაკუთრებულ კომფორტს გთავაზობთ. აქ შეგიძლიათ ისარგებლოთ სასტუმროშივე მოწყობილი რესტორნითა და ბარით. სასტუმროს ტერასიდან ულამაზესი პანორამული ხედები იშლება, რაც განსაკუთრებით მოსწონთ აქ მყოფ ტურისტებს. სასტუმრო იდეალურ ადგილას- ჰამბურგის ცენტრალური სადგურიდან მხოლოდ რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს. უახლოესი სადგურებიდან ქალაქში მარტივად გადაადგილებასაც შეძლებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

Moxy Hamburg City

ეს სასტუმრო გთავაზობთ მოდერნისტულად მოწყობილ ნომრებს. სასტუმროშივე შეგხვდებათ ფიტნეს ცენტრი, ბარი და ულამაზესი ტერასა, შეგიძლიათ ისარგებლოთ სასტუმროს პარკინგითაც. იგი ცენტრალური სადგურიდან სულ 1 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ამასთან, შეგიძლიათ ისარგებლოთ საუზმის სერვისითაც.

The Westin Hamburg

ამ სასტუმროში უმაღლეს დონეზე შეძლებთ დასვენებას. აქ მრავალ კომფორტს ნახავთ, იქნება ეს ფიტნეს და სპა ცენტრები, სასტუმროს ტერასა თუ რესტორანი. ნომრის საფასურში კი შედის საუზმეც.

რა ვნახოთ ჰამბურგში?

თქვენ რომელი ტიპის მოგზაური ხართ: ისტორიული ძეგლების დათვალიერება გიყვართ თუ დასვენება და სეირნობა? იქნებ ხალხის უკეთ გაცნობა და ქალაქის არქიტექტურის შესწავლა გირჩევნიათ, ან სულაც ბარებსა და კაფეებში სხვა ტურისტებთან დაახლოება და ტურების დაგეგმვა? ნებისმიერ შემთხვევაში ჰამბურგი გულს არ დაგწყვეტთ.

ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე აუცილებლად სანახავ ადგილს ჰამბურგში, დანარჩენი კი თქვენზეა- ქალაქში არსებული აქტივობების მრავალფეროვნება ნამდვილად მოგცემთ იმის თავისუფლებას, დასვენება თქვენს გემოზე გაატაროთ. იაფი ფრენები ჰამბურგში იდეალური არდადეგების გარანტია.

წითელი ნათების უბანი

თუ გართობის მოყვარული ხართ, ეს ნამდვილად ის ადგილია, რომელსაც უნდა ეწვიოთ. ამ უბანში მიყოლებითაა განლაგებული კლუბები და ბარები. აქ უამრავ საინტერესო ადამიანს შეხვდებით, რომლებიც აწყობენ სხვადასხვა ტიპის პერფორმანსებს.

წითელი ნათების უბანი თავისი განსაკუთრებული ატმოსფეროთი დაგამახსოვრებთ თავს, აქ ყველა ერთობა და ყველგან მხიარულებაა. შეგიძლიათ სხვა ტურისტებიც გაიცნოთ ამ უბანში, რადგან როგორც წესი ყოველდღიურად იყრიან აქ თავს. შეგიძლიათ ტურიც კი დაჯავშნოთ წითელი ნათების უბანში დროის გასატარებლად და ადგილობრივივით იგრძნოთ თავი.

წმინდა მიქაელის ეკლესია

წმინდა მიქაელის ეკლესია ბაროკოს ტიპის ლუთერანული ეკლესიაა. ჰამბურგში როგორც წესი კათოლიკური ეკლესიები შეგხვდებათ, წმინდა მიქაელის ეკლესია კი ერთ-ერთი გამონაკლისია. აუცილებლად მოგხიბლავთ როგორც მისი ექსტერიერი, ისე-ინტერიერი. ეკლესიის თავზე ქანდაკებაა, რომელიც წარმოადგენს წმინდა მიქაელის მიერ ეშმაკის დამარცხების სიმბოლოს.

ჰამბურგის მერიის შენობა

ჰამბურგის მერიის შენობა არა მხოლოდ ფუნქციური დატვირთვითაა მნიშვნელოვანი, არამედ მისი ბრწყინვალე არქიტექტურითაც. იგი ნეო-რენესანსული ტიპის შენობაა, რაც მის ექსტერიერზე აისახება. აშენებულია მე-19 საუკუნეში, როდესაც პრუსია განსაკუთრებით ძლიერი იყო და საკუთარი დიდებულების დასტურად ეს გრანდიოზული შენობა აღმართეს ადგილობრივებმა.

დღეს ჰამბურგში ვიზიტისას მოგზაურები მართლაც აღფრთოვანდებიან ამ შენობის გრანდიოზულობით და როგორც მშენებლობის ჩანაფიქრში იყო, ქალაქის დიდებულებაც ცალსახად იგრძნობა გარშემო მისი არქიტექტურული სიდიადის წყალობით.

ელბის ფილარმონია

თუ კულტურული სანახაობები გიყვართ, ფილარმონიის შენობას აუცილებლად უნდა ეწვიოთ. მისი უდიდესი დარბაზი, განათებები და უდიდესი სივრცე აუცილებლად მონუსხავს ყველა მნახველს.

რა ვჭამოთ ჰამბურგში?

ჰამბურგი არც კულინარიის მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს. ქალაქი უამრავი რეცეპტის გაცნობის შესაძლებლობას იძლევა. გერმანული სამზარეულო ბევრი ადამიანის საყვარელ სამზარეულოთა სიაში შედის. იაფი ფრენები ჰამბურგში გერმანული კულინარიის შეფასების საშუალებასაც მოგცემთ.

Fischbrötchen

თევზის ერთგვარი ხვეულები ჰამბურგის მთავარ სასუსნავს წარმოადგენს. როგორც წესი, იგი ბოსტნეულისაგან, თევზისგან და სოუსისგან მზადდება. თევზის ხვეულებს ჰამბურგის ბაზარზე იპოვით. თევზი ჰამბურგის ცნობილი პორტის წყალობით მრავლადაა ქალაქში.

Labskaus

ეს კერძი ჰამბურგის მეთევზეებისთვის საუკუნეების განმავლობაში საუკეთესო საკვები იყო. იგი მზადდება ხორცისა და ხახვისგან, გარნირად კი კარტოფილი და კვერცხი მოყვება. ამ კერძს ჰამბურგის ყველა კვების დაწესებულებაში მარტივად იპოვით. მისი მრავალფეროვანი გემო თქვენი გემოვნების რეცეპტორებზე ნამდვილად დადებითად იმოქმედებს.

Franzbrötchen

ჰამბურგი არც ტკბილეულის მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს. ეს კონკრეტული ფუნთუშა კრუასანისგან ინსპირირებულია. მას ისტორიულად ნაპოლეონის ჯარისკაცები მიირთმევდნენ ჰამბურგის ოკუპაციის პერიოდში. იგი მზადდება კარაქისა და დარიჩინისგან, თუმცა შეიძლება შოკოლადი ან თხილეულიც ერიოს ზოგ ვარიაციაში, გემოვნების მიხედვით. მისი გასინჯვის შემთხვევაში აუცილებლად გაიგებთ თუ რა იზიდავდათ ფრანგ ჯარისკაცებს ამ კერძში. დღეს მას ძირითადად ყავასთან ერთად მიირთმევენ ხოლმე.

ძეხვეული

თუ ხორცის მოყვარული ხართ, ჰამბურგში ყოფნისას გირჩევთ დააგემოვნოთ მისი ძეხვეული. მას ადგილობრივები ლუდთან ერთად მიირთმევენ. ამ უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობას გერმანულ კაფე-ბარებში ნუ გამოტოვებთ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰამბურგის მოგზაურობის შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
HAM
ენა
გერმანული
თაიმზონა
GMT+2
დღიური საშუალო თანხა
55-90 ევრო

ხშირად დასმული კითხვები ჰამბურგზე

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები ჰამბურგში ან მომავალში აპირებთ მოგზაურობას, გადაავლეთ თვალი იმ კითხვებს, რომლებსაც მოგზაურები სვამენ ჰამბურგში ვიზიტის დაგეგმვისას. ჩვენ შემოგთავაზებთ ხშირად დასმული კითხვების სექციას, რომელიც ქალაქ ჰამბურგს უფრო კარგად გაგაცნობთ.

საუკეთესო დრო გაზაფხული ან ადრეული შემოდგომაა, რადგან ამ დროს სასიამოვნო ტემპერატურაა ქალაქში და არც ზაფხულის სიცხე ან ზამთრის სიცივე შეგაწუხებთ.

ჰამბურგი ცნობილია მისი პორტითა და არქიტექტურით. შეგიძლიათ დაათვალიეროთ აქ არსებული ტაძრები და ისტორიული შენობები.

არა, თბილისიდან ჰამბურგის მიმართულებით მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას.

ავიაკომპანია პეგასუსი ჰამბურგში ყველაზე იაფ ფრენებს აწარმოებს.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა ძალიან მარტივია. საძიებო ველში შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი მიმართულება, საიტი კი შემოგთავაზებთ საუკეთესო ავიარეისებს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს ქოლ-ცენტრს ან მობრძანდეთ avia.ge -ს ოფისში.

იაფი მოგზაურობისათვის უმჯობესია აირჩიოთ არაპოპულარული სეზონები. არატურისტულ პერიოდებში ავიაბილეთებიცა და დასარჩენი ადგილებიც საკმაოდ იაფია ნაკლები მოთხოვნიდან გამომდინარე.

3-4 დღე მაინც უნდა გათვალოთ ქალაქში ყოფნისთვის.

HAM – ჰამბურგის აეროპორტი ქალაქთან ძალიან ახლოს, 11 კილომეტრში მდებარეობს.

პირველ რიგში, წინასწარ შეიძინეთ ფრენები ჰამბურგში და ეცადეთ ფრენა არ დაამთხვიოთ დასვენების ან დღესასწაულის დღეებს.

სანდოობა და მრავალწლიანი გამოცდილება – avia.ge მრავალი წელია ლიდერობს ბაზარზე. თუ გსურთ იაფი და სწრაფი მომსაუხრება მიიღოთ, avia.ge საუკეთესო არჩევანი იქნება. თქვენ მიიღებთ გამორჩეულ მომსახურებას როგორც ონლაინ, ასევე დისტანციურად, ქოლ-ცენტრის მეშვეობით ან ოფისში მოსვლით.