იაფი ფრენები ჟენევაში

იაფი ფრენები ჟენევას მიმართულებით

შვეიცარიის ქალაქი ჟენევა მთელი ევროპის გულია. ქალაქი ბუნებრივი სილამაზისა და დახვეწილი ურბანული კულტურის იდეალურ შერწყმას გთავაზობთ. შვეიცარიული თბილი ატმოსფერო, მოწესრიგებული სისტემა, ღირსშესანიშნაობების მთელი რიგი და მარტივად, მშვიდ გარემოში დასვენების შესაძლებლობა – ყველაფერია, რაც მოგზაურს სჭირდება. მოემზადეთ, ამ ბლოგში ჟენევას მიმართულებით ერთად ვიმოგზაურებთ და თქვენზე საუკეთესოდ მორგებულ შვეიცარიულ თავგადასავალს დავგეგმავთ.

პირველ რიგში, შეგიძლიათ შეიძინოთ იაფი ფრენები ჟენევაში და გაეცნოთ მის ღირსშესანიშნაობებს. ჟენევას სახასიათო ევროპული ტიპის უბნები აქვს. მის ქუჩებში სეირნობისას რენესანსისა და შუასაუკუნეების ეპოქებში ერთდროულად იმოგზაურებთ. ქალაქის მრავალფეროვანი კულტურული გარემო, არქიტექტურულად ღირებული შენობები და ბუნებრივი სილამაზის მრავალფეროვნება ნებისმიერ მოგზაურს დაუვიწყარ დასვენებას პირდება. ჟენევა მშვიდი, მაგრამ მრავალფეროვანი მოგზაურობის გარანტია.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა ჟენევაში?

ჟენევაში გაფრენას შეძლებთ თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან. იაფი ფრენები ჟენევაში მარტივად შეგიძლიათ აარჩიოთ, რადგან ბევრი ავიაკომპანია ახორციელებს მოქნილ ავიარეისებს.

თბილისიდან ჟენევას მიმართულებით ნახავთ როგორც პირდაპირ, ასევე გადაჯდომით ფრენებს. პირდაპირ ფრენებს ასრულებს ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet -ი. იზიჯეტი 2025 წლის გაზაფხულიდან შემოუერთდა საქართველოს ავიაბაზარს და დაიწყო პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა თბილისსა და ჟენევას შორის, რამაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უფრო მარტივი და ხელმისავწდომი გახადა შვეიცარიაში მოგზაურობა.

რაც შეეხება ტრანზიტულ ფრენებს, შემოგთავაზებთ ბერძნული ავიაკომპანიების SkyExpress-ისა და Aegean Airlines-ის, გერმანული Lufthansa-ს, პოლონური Lot-ისა და თურქული Pegasus-ს ავიაბილეთებს. ყველაზე იაფ ფრენებს თბილისიდან ჟენევაში 171 ლარიდან ზემოთ ნახავთ.

ქუთაისიდან ჟენევაში გამგზავრებას 266 ლარიდან ზემოთ შეძლებთ. ქუთაისიდან შეგიძლიათ მხოლოდ გადაჯდომითი ავიარეისები ნახოთ. შემოგთავაზებთ უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ისა და თურქული ასევე ეკონომიური ავიაკომპანიის Pegasus-ის ფრენებს.

დაბლა იხილავთ ცხრილს ჟენევას მიმართულებით საუკეთესო ავიარეისებისა, საქართველოს აეროპორტებიდან.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
4 აპრილი 20267 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 726 -დან
5 აპრილი 202629 მაისი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 806 -დან
6 აპრილი 202612 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 799 -დან
8 აპრილი 202614 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 740 -დან
9 აპრილი 202613 აპრილი 2026პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 658 -დან
13 აპრილი 202620 აპრილი 2026პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 550 -დან
20 აპრილი 202623 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 718 -დან
21 აპრილი 202625 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 757 -დან
22 აპრილი 202625 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 695 -დან
27 აპრილი 20264 მაისი 2026პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 394 -დან
30 აპრილი 20264 მაისი 2026პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 418 -დან
2 მაისი 202610 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 724 -დან
4 მაისი 20268 მაისი 20261 ᲒაჩერებაEasyJetავიაბილეთები 756 -დან
6 მაისი 202616 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 751 -დან
7 მაისი 202617 მაისი 20261 ᲒაჩერებაEasyJetავიაბილეთები 637 -დან
8 მაისი 202612 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 826 -დან
10 მაისი 202618 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 703 -დან
11 მაისი 202616 მაისი 20261 ᲒაჩერებაEasyJetავიაბილეთები 612 -დან
12 მაისი 202623 მაისი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 735 -დან
14 მაისი 202618 მაისი 2026პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 534 -დან
17 მაისი 202621 მაისი 20262 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 823 -დან
21 მაისი 202621 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 916 -დან
29 მაისი 20261 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 554 -დან
1 ივნისი 20268 ივნისი 2026პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 406 -დან
4 ივნისი 20268 ივნისი 2026პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 423 -დან
16 ივნისი 202630 ივნისი 20262 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 1 145 -დან
25 ივნისი 202628 ივნისი 20262 ᲒაჩერებაEasyJetავიაბილეთები 913 -დან
26 ივნისი 20261 ივლისი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 1 035 -დან
29 ივნისი 202610 ივლისი 20262 ᲒაჩერებაEasyJetავიაბილეთები 1 002 -დან
2 ივლისი 20267 ივლისი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 993 -დან
6 ივლისი 202613 ივლისი 2026პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 630 -დან
7 ივლისი 202614 ივლისი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 019 -დან
9 ივლისი 202616 ივლისი 2026პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 628 -დან
13 ივლისი 202616 ივლისი 2026პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 650 -დან
15 ივლისი 202620 ივლისი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 000 -დან
16 ივლისი 202623 ივლისი 2026პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 761 -დან
20 ივლისი 202627 ივლისი 2026პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 557 -დან
26 ივლისი 202630 ივლისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 959 -დან
31 ივლისი 20264 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაEdelweiss Airავიაბილეთები 1 065 -დან
1 აგვისტო 20265 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 1 102 -დან
5 აგვისტო 20269 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაEdelweiss Airავიაბილეთები 1 062 -დან
10 აგვისტო 202627 აგვისტო 2026პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 579 -დან
17 აგვისტო 202624 აგვისტო 2026პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 681 -დან
1 სექტემბერი 202617 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 676 -დან
2 სექტემბერი 20267 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაAir Serbiaავიაბილეთები 801 -დან
3 სექტემბერი 20267 სექტემბერი 2026პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 532 -დან
7 სექტემბერი 202610 სექტემბერი 2026პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 617 -დან
5 ოქტომბერი 20268 ოქტომბერი 2026პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 442 -დან
6 ოქტომბერი 202610 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 886 -დან
7 ოქტომბერი 202611 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 762 -დან
5 ნოემბერი 202612 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 913 -დან
15 დეკემბერი 202622 დეკემბერი 2026პირდაპირიEasyJetავიაბილეთები 607 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
12 მაისი 202614 მაისი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 944 -დან
14 მაისი 202621 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 766 -დან
19 ივნისი 202622 ივნისი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 771 -დან
3 აგვისტო 20266 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 257 -დან

აღმოაჩინე ჟენევა

სად დავრჩეთ ჟენევაში?

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები ჟენევაში , ერთად გადავავლოთ თვალი დასარჩენ სივრცეებს. ამ ქალაქში უპრობლემოდ იპოვით თქვენს გემოვნებაზე მორგებულ სასტუმროებს.

MEININGER Hotel Genève Centre Charmilles

ეს სასტუმრო ჟენევას ცენტრში მდებარეობს. იგი გამოირჩევა სხვადასხვა ტიპის ნომრებითა და კარგი სერვისით. თქვენს ბიუჯეტსა და მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული ოთახის პოვნა არ გაგიჭირდებათ. სასტუმროს აქვს საერთო ლაუნჯი, რაც ტურისტების გაცნობის საშუალებას მოგცემთ. ნომრის ფასში შედის კვებაც.

ibis Genève Centre Nations

ეს სასტუმრო ტურისტებისთვის მოსახელთებელ ადგილას მდებარეობს. მისი ნომრები აბსოლუტურად ყველა საჭირო ნივთითაა აღჭურვილი. შეგიძლიათ არ იღელვოთ, თუ რამის წამოღება დაგავიწყდებათ მოგზაურობაში, რადგან აქ ყველაფერს იპოვით. სასტუმროს აქვს ბარიც. ნომრის ფასში შედის საუზმის მომსახურებაც.

Hotel Montbrillant

ეს სასტუმრო ჟენევას ცენტრში მდებარეობს. მისი სადა ინტერიერი და კეთილმოწყობილი ნომრები მშვიდად დასვენების საშუალებას მოგცემთ. სასტუმროს აქვს საკუთარი ბარი და რესტორანი. ამასთან, ნომრის ფასში შედის საუზმეც.

Hotel International & Terminus

ეს სასტუმრო ჟენევას ცენტრში, რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარეობს. მისი ნომრები კეთილმოწყობილია, დაგხვდებათ ჩაისა და ყავის აპარატებიც. ნომრის საფასურში შედის საუზმეც. ამასთან, აქ ნახავთ რესტორანსაც, სადაც დამღლელი დღის შემდეგ ვახშმობას შეძლებთ. სასტუმროს ტერასიდან ულამაზესი ხედები იშლება.

რა ვნახოთ ჟენევაში?

ჟენევაში მოგზაურობის ყველა მომენტი დასამახსოვრებელი მოგონებებით სავსე იქნება. აქ შეგიძლიათ ეწვიოთ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, კულტურულ ძეგლებს, დატკბეთ მის ისტორიულ ქუჩებში სეირნობით ანდაც, მის მწვანე ბუნებაში გაატაროთ დრო.

წმინდა პიერის ტაძარი

ეს ტაძარი ითვლება, რომ იყო სახლი ჟან კალვინის, პროტესტანტული რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერის. ტაძარში ნახავთ სკამსაც, რომელიც ჟან კალვინს ეკუთვნოდა. შესაბამისად, ამ შენობას არა მხოლოდ რელიგიური, არამედ ისტორიული დატვირთვაც აქვს.

კონსერვატორია და ბოტანიკური ბაღი

ჟენევის კონსერვატორია და ბოტანიკური ბაღი ქალაქის ულამაზესი ღირსშესანიშნაობებია. აქ 12 000 ზე მეტი ტიპის მცენარეს ნახავთ. სიმწვანეში ჩაფლული ეს საოცარი ბაღი ნებისმიერი ტიპის მოგზაურს აღაფრთოვანებს თავისი სიმშვიდითა და გრანდიოზულობით.

რეფორმაციის კედელი

შვეიცარია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო რეფორმაციული რელიგიური მიმდინარეობის გავრცელების. რეფორმაციის კედელი მე-20 საუკუნეში სწორედ ამ სიმბოლური თემატიკის უკვდავსაყოფად აიგო. მასზე დატანილია რეფორმაციაში მნიშვნელოვანი როლის შემტანი ადამიანების ქანდაკებები.

შვეიცარიის ცნობილი ფანტანი

შვეიცარიის ფანტანს ქალაქის თავზე გადაფრენისასაც კი დაინახავთ. იგი ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. ფანტანი უზარმაზარია და მდებაეობს ჟენევის ტბასთან.

რა ვჭამოთ ჟენევაში?

ჟენევა არც კულინარიის მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს. აქ შეგიძლიათ ადგილობრივი კულინარიის ნიმუშები დააგემოვნოთ. თქვენს კულინარიულ თავგადასავალში პირველი გზამკვლევები ჩვენ ვიქნებით და შემოგთავაზებთ რამდენიმე ცნობილ კერძს.

შოკოლადი

შვეიცარიული შოკოლადი მსოფლიოში სახელგანთქმულია. მისი გასინჯვის მერე არცერთი ქვეყნის შოკოლადი ისეთი გემრიელი ვეღარ იქნება, როგორც აქამდე. გირჩევთ, აუცილებლად დააგემოვნოთ ბევრი შოკოლადი შვეიცარიაში ყოფნისას.

რაკლეტი

ეს ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო და სიმბოლური კერძია შვეიცარიელებისათვის. იგი წარმოადგენს დიდი ყველის დაფას, რომელსაც თან სხვა ინგრედიენტები, მაგალითად ბოსტნეული, მოყვება. რაკლეტის ყველი შეგიძლიათ დაადნოთ და მდნარ მასად მიირთვათ.

შნიცელი

თუ ხორცის მოყვარული ხართ, აუცილებლად გასინჯეთ შვეიცარიული შნიცელი. სპეციალური ტექნიკით დამზადებული შნიცელი, ანუ შემწვარი ხორცი თავის გარნირთან ერთად, აუცილებლად გაგიქარწყლებთ მთელი დღის დაღლის შეგრძნებას.

როსტი

კარტოფილის ფანებისთვის ეს კერძი იდეალურია. იგი წარმოადგენს ფენქეიქების ფორმის კარტოფილებს, რომლებსაც მოყვება სხვადასხვა ბოსტნეული. კარტოფილი სპეციალური ტექნიკითაა შემწვარი, რაც მის გემოს კიდევ უფრო იდეალურს ხდის.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჟენევაში მოგზაურობისთვის

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
CHF - შვეიცარიული ფრანკი
აერპორტის კოდი
GVA
ენა
შვეიცარიული
თაიმზონა
GMT+1
დღიური საშუალო თანხა
CFH 123 (130$)

ხშირად დასმული კითხვები ჟენევაში ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები ჟენევაში ან მომავალში აპირებთ, რომ ეწვიოთ შვეიცარიას, ეს სექცია თქვენთვისაა. აქ გაგაცნობთ რამდენიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც გამოგადგებათ მოგზაურობის დაგეგმვაში.

ზაფხული საუკეთესო დროა ჟენევაში სამოგზაუროდ ამინდების მხრივ. აქ ზაფხულში ძალიან არ ცხელა, პირიქით, სასიამოვნო ტემპერატურაა.

ჟენევა ცნობილია თავისი ისტორიული და კულტურული ძეგლებით. ამას ემატება ულამაზესი ბუნება და სიმწვანეში ჩაფლული არქიტექტურული სტილის მრავალფეროვნება.

დიახ, თბილისიდან ჟენევაში პირდაპირ ავიარეისებს შეიძენთ.

ავიაკომპანია იზიჯეტი ჟენევას მიმართულებით ყველაზე იაფ ავიარეისებს აწარმოებს.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა ძალიან მარტივია. საძიებო ველში ჩაწერეთ სასურველი მიმართულება და აარჩიეთ საუკეთესო ავიარეისები. თუ დახმარება დაგჭირდებათ, ჩვენი ქოლ-ცენტრი მზადაა, დაგეხმაროთ ავიაბილეთების არჩევაში. შეგიძლიათ ეწვიოთ avia.ge -ს ოფისსაც.

იაფად მოგზაურობისთვის უნდა აირჩიოთ არატურისტული სეზონები. ამ დროს ხალხის ნაკადი ნაკლებია, შესაბამისად ავიაბილეთებსაც იაფად ნახავთ და დასარჩენ ადგილებსაც.

2 დღე მაინც გათვალეთ ქალაქში მოგზაურობისათვის მისი ღირსშესანიშნაობების სრულად დასათვალიერებლად.

GVA – ჟენევას აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს, 4 კილომეტრში მდებარეობს.

პირველ რიგში, 1 ან 2 თვით ადრე დაჯავშნეთ ავიაბილეთები. ასევე, მათ ყიდვას ნუ დაამთხვევთ დასვენების დღეებს ან დღესასწაულებს.

სწრაფი მომსახურება და საუკეთესო შეთავაზებები – სწორედ ამიტომ მოსწონთ მოგზაურობის მოყვარულებს avia.ge . თუ გსურთ მიიღოთ სწრაფი სერვისი და ავიაბილეთების შეძენა თქვენთვის არა სტრესული, არამედ სასიამოვნო მომენტი გახდეს, მაშინ მიმართეთ avia.ge -ს პროფესიონალ გუნდს.