იაფი ფრენები ფრანკფურტის მიმართულებით
ფრანკფურტი არა მხოლოდ გერმანიის, არამედ მთელი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადგილია. იგი გერმანიის უდიდეს ქალაქთა რიცხვს მიეკუთვნება. აქ კომბინირებულია მშვიდი და კოსმოპოლიტური გარემო, შესაბამისად იაფი ფრენები ფრანკფურტში ყველა ტიპის მოგზაურისთვის კარგი დასვენების საწინდარი იქნება.
ფრანკფურტში თავმოყრილია მთელი ევროპული კულტურათა და ლიტერატურის მრავალფეროვნება. თუ გიყვართ ხალხებსა და მათი განვითარების ისტორიებზე დაკვირვება, ფრანკფურტში ვიზიტს აუცილებლად გირჩევდით.
ფრანკფურტი არქიტექტურისა და ხელოვნების მოყვარულებისთვის ნამდვილი მისწრება იქნება. აქ უამრავ მუზეუმს, ტაძარსა და მონუმენტს ნახავთ. ფრანკფურტი ზუსტად ევროპის შუაგულში, ცენტრალურ ევროპაში მდებარეობს და მის კულტურულ იერსახეზე ეს დადებითად აისახება. ქალაქი საშუალებას მოგცემთ ევროპის ისტორიას, კულტურასა და არქიტექტურას კარგად გაეცნოთ. გარდა ამისა, აქ გართობასაც საუცხოოდ შეძლებთ. გერმანიის კაფე-ბარები და რესტორნები ძალიან ბევრი თავგადასავლისკენ გაგიხსნით გზას.