ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი ავიაკომპანია Delta Airlines 1925 წლის 2 მარტს დაარსდა და უკვე 94 წელია მსოფლიო საავიაციო ბაზარზე წარმატებულად ოპერირებს.

ავიაკომპანიას თავის ქვეყანაში 10 ბაზა აქვს, მთავარი კი ატლანტაში მდეობარეობს. ასევე, მას აქვს 3 საერთაშორისო ბაზა ამსტერდამში, პარიზსა და ტოკიოში. დღეისათვის, Delta Airlines-ი 325 მიმართულებით, 52 ქვეყანაში და 6 კონტინენტზე დაფრინავს. ყოველდღიურად, 5400 ავიარეისს ასრულებს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

დელტას ავიახაზები SkyTeam Alliance -ის ერთ-ერთი დამაარსებელია და ისეთ ავიაკომპანიებთან აქვს კოდშეარის ხელშეკრულებები, როგორებიცაა : Aeroflot, Alitalia, Air France, KLM , Air Europa , China Airlines, Czech Airlines, Hawaiian Airlines, Vietnam Airlines და ბევრი სხვა.

ავიაკომპანია იმითაც გამოირჩევა, რომ მის საფლოტო შემადგენლობაში ყველაზე დიდი და ძლიერი ხომალდები შედის. ესენია : Boeing 717 , Boeing 757, Boeing 767, McDonnell Douglas MD-88 and McDonnell Douglas MD-90 და ამერიკის მასშტაბით ყველაზე დიდი Airbus 330.

აღსანიშნავია, რომ დელტას ავიახაზები მუდმივად ცდილობს შეიძინოს და გამოიყენოს ძველი ხომალდები. ამის გამო, მან შექმნა ტექნიკური შეკეთების საყოველთაო ორგანიზაცია სახელწოდებით „TechOps” , რაც გულისხმობს ძველი ხომალდების შენარჩუნების, შეკეთებისა და საფუძლიანად გაუმჯობესების მხარდაჭერას.

Delta Airlines-ი მსოფლიოში მეორე ადგილზეა გადაყვანილი მგზავრების რაოდენობითა და ფლოტის სიდიდით, ხოლო 69-ე ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ კომპანიებს შორის შემოსავლის რაოდენობით.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით დელტასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამერიკიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების შესახებ.

თბილისი ჩიკაკო

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
5 October 20262 November 20262 StopsLufthansaავიაბილეთები 2 213 -დან
23 November 20267 December 20261 StopLufthansaავიაბილეთები 2 337 -დან
22 December 20265 January 20272 StopsLufthansaავიაბილეთები 2 410 -დან
24 January 202731 January 20272 StopsLufthansaავიაბილეთები 2 354 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიგერმანიაში დასაქმება ლეგალური გახდება
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ტორონტოს მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
3 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
რატომ ძვირდება ფრენები? ახლო აღმოსავლეთის კრიზისი
5 months ago

[…] ავიაკომპანიები, როგორიცაა დელტა ავიახაზები (Delta Air Lines) და ამერიკული ავიახაზები (American […]

საავიაციო ქაოსი აშშ-ში: უფასო ცვლილებები ავიაკომპანიებისგან
5 months ago

[…] Air Lines (დელტა ავიახაზები): […]

ძლიერი სიცხის გამო შესაძლოა რეისით ვეღარ გაფრინდეთ
1 month ago

[…] შემთხვევა პირველი არ ყოფილა. 2023 წელს Delta Air Lines-ის ლას-ვეგასიდან დაგეგმილ რეისზეც […]