უნგრეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Wizz Air – ის პრეზიდენტს, რობერტ კერის შეხვდა. შეხვედრას ასევე მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილიც დაესწრნენ.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ვიზეარ -ის საქმიანობა საქართველოში. ავიაკომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან აღინიშნა, რომ ქუთაისის მიმართულება ავიაკომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია მიმართულებაა და ითქვა, რომ მგზავრების გადაყვანის კუთხით wizzair -ს საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოწინავე ადგილი უკავია.

ამასთან, ყურადღება გამახვილდა ქუთაისის აეროპორტი -ში უნგრული ავიაკომპანიის მეოთხე ბაზირებული ხომალდის დამატების საკითხზეც, რომელიც 2023 წლის პირველი დეკემბრიდან იგეგმება. ამას კი 1 ახალი ევროპული მიმართულებით ოპერირების დაწყება მოჰყვება.

პირდაპირი ფრენა მეოთხე ბაზირებული თვითმფრინავით ქუთაისიდან კოპენჰაგენის მიმართულებით დაიწყება და ავიაკომპანიის მიერ საქართველოდან ოპერირებული მიმართულებების ჯამი 28-ს გახდება, მათ შორის, 20 მიმართულება ბაზირებული საჰაერო ხომალდით შესრულდება.

ქუთაისი კოპენჰაგენი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
12 August 202619 August 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 1 008 -დან
22 August 202630 August 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 1 317 -დან
26 September 202629 September 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 891 -დან
22 November 202629 November 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 397 -დან
3 January 202710 January 20272 StopsWizz Airავიაბილეთები 909 -დან

 

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს და შეთანხმდნენ საქართველოს მოქალაქეების ავიაკომპანიაში დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების ერთობლივ შემუშავებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ Wizz Air -ი ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია გლობალურ საავიაციო ინდუსტრიაში, შემუშავდება ერთობლივი პროექტები, რომლებიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს ავიაციის ინდუსტრიაში პროფესიულ განათლების განვითარებას, მეორე მხრივ კი, საქართველოს მოქალაქეებს მისცემს ისეთ მსხვილ ავიაკომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას, როგორიცაა Wizz Air.

დაჯავშნეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად Wizz Air -ის ფრენებზე, დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიChina Southern Airlines -მა თბილისიდან შესაძლოა ფრენების სიხშირე და მიმართულებების რაოდენობა გაზარდოს
შემდეგი სტატია27 სექტემბრიდან ფრენები ჩინეთის მიმართულებით ყოველდღე შესრულდება
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted