მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი, საქართველოში მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აღსანიშნავია რომ ზღვის დონიდან 1400 მ. სიმაღლეზეა.
აეროპორტის მშენებლობაზე 300 მდე ადამიანი იყო დასაქმებული და რამდენიმე სხვადასხვა კომპანია მონაწილეობდა. არქიტექტორი – იურგენ ჰერმანი იყო და ის კურირებდა მთელ პროცესს. საბოლოო სახე 2010 წლის დეკემბერში მიიღო და მგზავრთა მიღებაც ამ დროიდან იწყება. ხარჯებით დაახლოებით 8 მილიონი დაჯდა.
მისი ორიგინალური არქიტექტურის გამო მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო აეროპორტთა სიაშია.
აეროპორტი ზამთრის პერიოდში ერთმოტორიან თვითმფრინავებს იღებს, რომელსაც დაახლოებით 18 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ზაფხულის განმავლობაში კი 50 -მდე მგზავრს იღებს.
ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება, კვირაში ორჯერ – ორშაბათსა და პარასკევს.
2018 წლის აგვისტოს თვეში მესტიის აეროპორტი 1 000 – მეტ ადამიანს მოემსახურა, უმრავლესობა კი უცხოელი მგზავრები იყვნენ. აღსანიშნავია რომ ნატახტარიდან ფრენა, ზრდასრული ადამიანისთვის – 90 ლარი ჯდება, მოზარდისთვის მოქმედებს 30% ფასდაკლება, რაც შეეხება ჩვილ და 3 წლამდე ბავშვებს – მათთვის მგზავრობა უფასოა.