გადაწყვიტეთ გაემგზავროთ კოპენჰაგენის მიმართულებით , თუმცა არ იცით, როგორ მოხვდეთ აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში? ეს სტატია დაგეხმარებათ დეტალურად გაიგოთ რომელი სატრანსპორტო საშუალებები ემსახურება აეროპორტს და როგორ შეგიძლიათ გადაადგილდეთ ქალაქის ცენტრის მიმართულებით.

კოპენჰაგენის აეროპორტი მხოლოდ 7 კმ-ით არის დაშორებული ქალაქის ცენტრიდან და ტრანსპორტირების 4 საშუალებას გვთავაზობს, ესენია: ტაქსი, ავტობუსი, მეტრო და პირადი ტრანსფერი.

როგორ მივიდეთ კოპენჰაგენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ტაქსით?

კოპენჰაგენის აეროპორტიდან ტაქსით ან კერძო ტრანსფერით მგზავრობა ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტია ქალაქის ცენტრში მოსახვედრად. ტაქსი ხელმისაწვდომია 24/7-ზე, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

ნორმალური მოძრაობის პირობებში, ტაქსით მგზავრობას ქალაქის ცენტრამდე დაახლოებით 20 წუთი სჭირდება.

როგორ ავიყვანოთ ტაქსი?

თქვენ შეგიძლიათ ტაქსის რიგები ტერმინალის 2 და 3 ჩამოსვლის დარბაზების გარეთ იპოვოთ. ისინი ადვილად შესამჩნევია მათი ყვითელი ფერისა და შავ-ყვითელი ტაქსის ნიშანის გამო.

როგორ მივიდეთ კოპენჰაგენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსით?

კოპენჰაგენის აეროპორტიდან ავტობუსით მგზავრობა შედარებით ნელი ვარიანტია ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად, მაგრამ ყველაზე ბიუჯეტური. No 5A ავტობუსი მუშაობს ასევე 24/7-ზე.

კოპენჰაგენის ცენტრალურ სადგურამდე გზას ნორმალური მოძრაობის პირობებში დაახლოებით 35 წუთი სჭირდება.

სად მდებარეობს ავტობუსების სადგური?

კოპენჰაგენის აეროპორტის ავტოსადგური შეგიძლიათ იხილოთ 2 და 3 ტერმინალებს შორის.

როგორ მივიდეთ კოპენჰაგენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მეტროთი და მატარებლით?

კოპენჰაგენისაეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მატარებლისა და მეტროს ხაზი მუშაობს 24/7-ზე.

სად მდებარეობს მეტროს და მატარებლის სადგური?

მეტრო და მატარებელი აეროპორტიდან მე-3 ტერმინალიდან მიემგზავრება. მეტრო და მატარებელი აეროპორტიდან მე-3 ტერმინალში მიემგზავრება.

თუ თქვენი თვითმფრინავი მე-2 ტერმინალზე დაეშვება, არ ინერვიულოთ, რადგან ორივე ტერმინალი ერთმანეთისგან სულ მცირე მანზილითაა დაშორებული, რომელიც ფეხით მარტივი დასაფარია. თუმცა, თუ ტერმინალ 1-ში ჩახვალთ, არის აეროპორტის უფასო ტრანსპორტი, რომელიც მხოლოდ 5 წუთში მიგიყვანთ ტერმინალ 3-მდე.

თბილისი კოპენჰაგენი

გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
30 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 1 007 -დან
23 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 1 080 -დან
25 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 1 083 -დან
25 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 1 086 -დან
23 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 1 153 -დან
24 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 1 166 -დან
27 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 1 166 -დან
30 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 1 166 -დან
30 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 1 166 -დან
25 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 1 174 -დან
21 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 1 178 -დან
21 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 1 178 -დან
22 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 1 178 -დან
22 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 1 194 -დან
22 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 1 210 -დან
22 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 1 210 -დან
27 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 1 213 -დან
30 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 1 213 -დან
26 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 1 229 -დან
26 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 1 246 -დან
26 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 1 251 -დან
31 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 1 363 -დან
24 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 1 374 -დან
20 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 1 419 -დან
30 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 1 480 -დან
26 მაისი 20241 Გაჩერებაავიაბილეთები 1 548 -დან
24 მაისი 20242 Გაჩერებაავიაბილეთები 1 572 -დან
25 მაისი 20242 Გაჩერებაავიაბილეთები 1 583 -დან
24 მაისი 20242 Გაჩერებაავიაბილეთები 1 592 -დან
24 მაისი 20242 Გაჩერებაავიაბილეთები 1 592 -დან

კოპენჰაგენის მიმართულებით ტრანზიტულ რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines –ი და Turkish Airlines –ი გვთავაზობენ. აღნიშნული ავიაკომპანიები სტამბოლის გავლით მოგახვდრებენ დანიშნულების ადგილზე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან კი თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air -ის რეისით. ვიზეარით შეგიძლიათ ჩაფრინდეთ ვარშავის ფრედერიკ შოპენის აეროპორტში, იქედან კი ავიაკომპანია LOT -ით გაემგზავროთ კოპენჰაგენის აეროპორტში.

კოპენჰაგენის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში10 რამ, რაც ამსტერდამში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ
შემდეგი სტატია5 ქალაქი, რომელიც შვედეთში უნდა მოინახულოთ
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments