საქართველოს ავიაბაზარს კიდევ ერთი გლობალური მოთამაშე უბრუნდება. გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან წარმატებული მოლაპარაკებების შემდეგ, რეგულარულ ოპერირებას განაახლებს.

ოფიციალური ინფორმაციით, ავიაკომპანია ფრენებს 2026 წლის 15 ივნისიდან დაიწყებს. რეისები ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე, ყოველდღიურ რეჟიმში შესრულდება, რაც მგზავრებს მგზავრობის დაგეგმვისას მეტ მოქნილობას სთავაზობს.

ახალი შესაძლებლობები ტრანზიტული მგზავრებისთვის

Condor Airlines-ის დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკური მიმართულებებით დაინტერესებული მგზავრებისთვის. ფრანკფურტის აეროპორტი, როგორც Condor-ის მთავარი ბაზა, ქართველ მგზავრებს საშუალებას მისცემს, კომფორტულად დაუკავშირდნენ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას, ასევე აზიისა და აფრიკის ქვეყნებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, გერმანია საქართველოსთვის სტრატეგიული ბაზარია და უწყება მუდმივ რეჟიმში მუშაობს, რათა ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ავიაკომპანია შემოვიდეს.

Cheap Flights from Kutaisi

DestinationDeparture atReturn atFind tickets
Larnaca17 March 202724 March 2027ავიაბილეთები 81 -დან
Poznan26 December 20269 January 2027ავიაბილეთები 138 -დან
Bratislava25 February 20272 March 2027ავიაბილეთები 145 -დან
Thessaloniki21 December 20261 January 2027ავიაბილეთები 149 -დან
Athens18 January 202722 January 2027ავიაბილეთები 196 -დან

სტატისტიკა და არსებული ვითარება

დღეის მდგომარეობით, თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი პირდაპირი რეისები გერმანიის 8 ქალაქის მიმართულებით სრულდება. მოთხოვნა მზარია 2025 წლის პირველ 10 თვეში საქართველოში საჰაერო გზით 350,000-მდე მგზავრი შემოვიდა, ხოლო იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანას 65,968 ვიზიტორი ეწვია.

Condor Airlines-ის შესახებ

ავიაკომპანია 1955 წელს დაფუძნდა და დღესდღეობით ფრანკფურტის აეროპორტში ბაზირდება. Condor-ი ფლობს 60-მდე Boeing-ისა და Airbus-ის ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდს. ავიაკომპანია ცნობილია თავისი ფართო ქსელით ხმელთაშუა ზღვის, აზიის, აფრიკისა და ამერიკის მიმართულებით.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიAir China თბილისსა და პეკინს შორის საჰაერო მიმოსვლას იწყებს
შემდეგი სტატიაTurkish Airlines ფლოტის გაზრდას გეგმავს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted