საქართველოს ავიაბაზარს კიდევ ერთი გლობალური მოთამაშე უბრუნდება. გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან წარმატებული მოლაპარაკებების შემდეგ, რეგულარულ ოპერირებას განაახლებს.

ოფიციალური ინფორმაციით, ავიაკომპანია ფრენებს 2026 წლის 15 ივნისიდან დაიწყებს. რეისები ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე, ყოველდღიურ რეჟიმში შესრულდება, რაც მგზავრებს მგზავრობის დაგეგმვისას მეტ მოქნილობას სთავაზობს.

ახალი შესაძლებლობები ტრანზიტული მგზავრებისთვის

Condor Airlines-ის დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკური მიმართულებებით დაინტერესებული მგზავრებისთვის. ფრანკფურტის აეროპორტი, როგორც Condor-ის მთავარი ბაზა, ქართველ მგზავრებს საშუალებას მისცემს, კომფორტულად დაუკავშირდნენ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას, ასევე აზიისა და აფრიკის ქვეყნებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, გერმანია საქართველოსთვის სტრატეგიული ბაზარია და უწყება მუდმივ რეჟიმში მუშაობს, რათა ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ავიაკომპანია შემოვიდეს.

იაფი ფრენები ქუთაისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
სალონიკი30 იანვარი 20266 თებერვალი 2026ავიაბილეთები 126 -დან
ლარნაკა10 აპრილი 202624 აპრილი 2026ავიაბილეთები 134 -დან
მილანი26 იანვარი 20262 თებერვალი 2026ავიაბილეთები 163 -დან
მემინგენი27 იანვარი 20263 თებერვალი 2026ავიაბილეთები 178 -დან
პოზნანი20 იანვარი 202624 იანვარი 2026ავიაბილეთები 186 -დან

სტატისტიკა და არსებული ვითარება

დღეის მდგომარეობით, თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი პირდაპირი რეისები გერმანიის 8 ქალაქის მიმართულებით სრულდება. მოთხოვნა მზარია 2025 წლის პირველ 10 თვეში საქართველოში საჰაერო გზით 350,000-მდე მგზავრი შემოვიდა, ხოლო იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანას 65,968 ვიზიტორი ეწვია.

Condor Airlines-ის შესახებ

ავიაკომპანია 1955 წელს დაფუძნდა და დღესდღეობით ფრანკფურტის აეროპორტში ბაზირდება. Condor-ი ფლობს 60-მდე Boeing-ისა და Airbus-ის ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდს. ავიაკომპანია ცნობილია თავისი ფართო ქსელით ხმელთაშუა ზღვის, აზიის, აფრიკისა და ამერიკის მიმართულებით.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიAir China თბილისსა და პეკინს შორის საჰაერო მიმოსვლას იწყებს
შემდეგი სტატიაTurkish Airlines ფლოტის გაზრდას გეგმავს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments