თუ ჯერ კიდევ ეძებთ იაფ ავიაბილეთებს ევროპის მიმართულებით და გსურთ, რომ დაუვიწყარი დასვენება მოიწყოთ, სექტემბერი ამისთვის საუკეთესო თვეა. ამ პერიოდში ამინდი სასიამოვნოა და ტურისტების რაოდენობაც საგრძნობლად მცირდება. გარდა ამისა, სწორედ სექტემბერში შეგიძლიათ იპოვოთ ბიუჯეტური ფრენები ევროპის მიმართულებით და მოინახულოთ საოცარი ქალაქები.

სად გაემგზავრებით ყველაზე იაფად სექტემბერში? 

Wizz Air იაფი ავიაბილეთები

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი25 დეკემბერი 20251 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 193 -დან
ბარსელონა2 მარტი 20266 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 449 -დან
ბერლინი8 მარტი 202615 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 293 -დან
ბრიუსელი7 დეკემბერი 202510 დეკემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 280 -დან
ბუდაპეშტი23 დეკემბერი 202510 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 215 -დან
დორტმუნდი24 იანვარი 202631 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 194 -დან

 

ათენი და ლარნაკა

სექტემბერი შესანიშნავი დროა საბერძნეთისა და კვიპროსის მოსანახულებლად. ამ პერიოდში ათენსა და ლარნაკაში ჯერ კიდევ ზაფხულის სასიამოვნო ამინდია და თავისუფლად შეგიძლიათ დატკბეთ ზღვითა და მზით. ამ მიმართულებით ყველაზე იაფი ცალმხრივი ავიაბილეთები სულ რაღაც 100.9 ლარიდან იწყება და საშუალებას მოგცემთ, როგორც საბერძნეთის დედაქალაქის ისტორიულ ადგილებს ესტუმროთ, ისე კვიპროსის სანაპიროებზე დაისვენოთ.

სალონიკი და ვენა

თუ კულტურული მოგზაურობა გირჩევნიათ, შეგიძლიათ იაფად გაფრინდეთ საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქში – სალონიკში. ცალმხირივი ავიაბილეთის ფასი მხოლოდ 109 ლარიდან იწყება. აქ თქვენ გელოდებათ მუზეუმები, ისტორიული ძეგლები და გემრიელი ბერძნული სამზარეულო. ხოლო ვისაც ავსტრიის დედაქალაქის მონახულება სურს, ცალმხრივი ავიაბილეთის შეძენასვენა-ში სულ რაღაც 136.9 ლარად შეძლებთ. ვენაში შეგიძლიათ დატკბეთ არაჩვეულებრივი არქიტექტურით, ხელოვნებითა და ცნობილი ავსტრიული დესერტებით.

პოზნანი

თუ ეძებთ ალტერნატიულ მიმართულებებს და არ გინდათ, რომ მოგზაურობაში დიდი თანხა გადაიხადოთ, პოზნანი საუკეთესო არჩევანია. ეს ქალაქი ცნობილია თავისი მუზეუმებითა და უნიკალური არქიტექტურით. პოზნანისავიაბილეთის ფასი მხოლოდ 154.9 ლარიდან იწყება, რაც მას მოგზაურობისთვის ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ ქალაქად აქცევს.

დაგეგმე იაფი მოგზაურობა ევროპაში! 

როგორც ხედავთ, სექტემბერში მოგზაურობისთვის მრავალი ვარიანტი არსებობს და ამისათვის სულაც არ არის დიდი ხარჯების გაწევა საჭირო. იჩქარეთ და დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა, რომ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე მოგონებები შეიქმნათ!

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air: ინოვაციური ტექნოლოგიები უკეთესი და კომფორტული ფრენებისთვის
შემდეგი სტატია2025 წლის II კვარტლის მონაცემებით, საქართველოდან ვიზიტების უმეტესობა თურქეთში და რუსეთში დაფიქსირდა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments