მადრიდი-თბილისი-მადრიდის საჰაერო ხაზზე ჩარტერული რეისი დაინიშნა. ავიარეისებს ესპანური ავიაკომპანია Air  Europa შეასრულებს.

ჩარტერული რეისები 14 და 18 სექტემბერს არის დანიშნული. 14 სექტემბერს ავიაკომპანია Air Europa მგზავრებს მადრიდი-თბილისის საჰაერო ხაზზე მოემსახურება, 18 სექტემბერს კი თბილისიდან-მადრიდის მიმართულებით განახორციელებს ფრენას. აღნიშნული რეისის გამოყენება ტრანზიტული მიზნითაც შეიძლება.

14 სექტემბერს მადრიდიდან თბილისის მიმართულებით გამოფრენა 13:00 საათზე მადრიდის დროით იქნება, ხოლო თბილისში ჩამოფრენა 20:50 საათზე.

18 სექტემბერს თბილისიდან მადრიდის მიმართულებით გაფრენა იქნება 21:00 საათზე, ხოლო მადრიდში ჩაფრენა 01:50 საათზე მადრიდის დროით.

აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე მადრიდი-თბილისი-მადრიდის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა არ სრულდებოდა , თუმცა ამ მიმართულების დანიშვნაზე მოთხოვნა საკმაოდ დიდი იყო. სწორედ ამიტომ, Air Europa საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლას 2019 წელს გეგმავდა. ავიაკომპანიასა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებული იყო.

ავიაბილეთების გაყიდვა მადრიდი-თბილისი-მადრიდის ჩარტერულ რეისზე უკვე დაწყებულია.

ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერი ✈️

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიჩარტერული რეისები ბუდაპეშტის და თელ-ავივის მიმართულებით
შემდეგი სტატიაახალი ჩარტერული რეისები თბილისიდან კაიროს მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments