თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩარტერული რეისი კიდევ ორი მიმართულებით შესრულდება – ბუდაპეშტი და თელ-ავივი.

 მას შემდეგ რაც ფრენები განახლდა, საქართველოსა და უნგრეთს შორის ავიამიმოსვლა არ ყოფილა. პირველ რეისს ორ ქვეყანას შორის ავიაკომპანია Myway Airlines-ი შეასრულებს.

 ფრენა 8 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბუდაპეშტის აეროპორტში შესრულდება. გაფრენის დრო 12:30 საათია, ხოლო მოფრენის 19:30.

 რაც შეეხება თელ-ავივს, ეს პირველი საჰაერო მიმოსვლა არ იქნება ისრაელსა და საქართველოს შორის. ავიარეისი თელ-ავივი – თბილისი – თელ-ავივის საჰაერო ხაზზე 8 სექტემბერს შესრულდება. რეისს ავიაკომპანია Israir Airlines-ი შეასრულებს. მოფრენის დრო 17:15 საათია, ხოლო გაფრენის 18:15. 

ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერი ✈️

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიორი ახალი ჩარტერული რეისი თბილისიდან
შემდეგი სტატიამადრიდი-თბილისი-მადრიდის მიმართულებით ჩარტერული რეისი დაინიშნა
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments